სალათა Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სალათა"

წარმოუდგენლად მარტივი და გემრიელი ისპანახის სალათა

საქართველოში რატომღაც  ისპანახს მხოლოდ ფხალის, ზოგჯერ კი სუპის სახით აღიარებენ და მიირთმევენ. მისი სალათებში გამოყენების იდეა ბევრს არ ხიბლავს. თითქოს და რა უნდა იყოს ისპანახის სალათა? მაგრამ არის! მერწმუნეთ ღირს გასინჯოთ. მთავარია ქორფა, ახალი, საღი ისპანახის ფოთლები იშოვოთ, ღეროც რომ არ გამაგრებია, ისეთი. სალათებში სწორედ ასეთი ისპანახი გამოიყენება და ძალიან

ქინვას (quinoa) და ავოკადოს სალათა

დღევანდელი პოსტით საქართველოში არც ისე პოპულარული, თუმცა სასარგებლო და საკმაოდ გემრიელი მარცვლეული – ქინვა , გნებავთ ქინოა მინდა გაგაცნოთ. ამერიკაში მას საკმაოდ ხშირად მოიხმარენ სალათებში ან გარნირის სახით. მოხარშვის შემდეგ ძალიან ფუმფულა, ნაზი და საკმაოდ გემრიელია. შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ბოსტნეული და არაჩვეულებრივ, ჯანსაღ კერძს მიიღებთ. 2 წლის წინ, სანამ საქართველოს დავტოვებდი,

კრევეტების სალათა

დღეს ჩემი საყვარელი კრევეტების ახალი, ორიგინალური რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ სახლში მომზადებული მაიონეზით, კაპერსით, ფორთოხლით და კამით. ხომ ძალიან უჩვეულოდ და შეუსაბამოდ ჟღერს? გამოგიტყდებით თავიდან მეც ასე ვიფიქრე. ეს რეცეპტი ერთმა აქაურმა ნაცნობმა გამომიგზავნა. თავიდან ცხვირი ავიბზუე, მაიონეზით როგორ გავაფუჭებდი კრევეტებს? სჯობდა ღვინით, ნივრით და ოხრახუშით მომემზადებინა! მაგრამ კულინარიაში ყველაზე საინტერესო

კუსკუსის სალათა ბოსტნეულით – ძალიან მარტივი და გემრიელი

წლების წინ, ჩემი პირველი შეხვედრა კუსკუსთან წარუმატებად დასრულდა. მაშინ ვიფიქრე რომ ეს ყველაზე უგემური რამ იყო, რაც კი მანამდე მეჭამა! დიდხანს ვიყავით ასე უბრად მე და კუსკუსი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ერთი შანსი კიდევ მიმეცა: მისგან  ყველაზე მარტივი  და ცნობილი სალათა მოვამზადე. ეს სალათა ზაფხულში შესანიშნავი საჭმელია. ასევე გამოდგება გარნირად ხორცეულთან. საოცრად

სატაცურის სალათა ქათმის ხორცით

სატაცურის სეზონია და დღესაც კვლავ ამ თემით გავაგრძელებ. სიმართლე რომ გითხრათ, ამ პროდუქტს შეყვარება ახლახანს დავიწყე. არასოდეს მიზიდავდა, მაგრამ 1 შანსის უფლება ხომ ყველას აქვს და სატაცურსაც მივეცი :D გაამართლა სხვათაშორის. მომეწონა, მით უფრო სალათში.  80-100 გ სატაცური 4-6 თხელი ნაჭერი პასტრომა (იხილეთ რეცეპტი ) სალათის ფოთლები 7-8 ცალი ჩერი პომიდორი 2 ს.კ გახეხილი პარმეზანი დრესინგი

ბრინჯის სალათა ბროწეულით, ნაიჯელა ლოუსონის რეცეპტით

ეს რეცეპტი ნაიჯელას საშობაო კერძების წიგნიდან გახლავთ.  ნაიჯელა გვირჩევდა, ამ გზით მოგვეხდინა საშობაო სადილიდან შემორჩენილი ინდაურის ხორცის უტილიზაცია. მე ინდაურის ნაცვლად შემწვარი ქათმის ხორცი გამოვიყენე, დანარჩენი რეცეპტის მიხედვით გავაკეთე. ერთს დავამატებ - ბროწეული არ დაინანოთ, ძალიან უხდება. 200 გ ბრინჯი ბასმატი 200 გ ქათმის ხორცი, მოხარშული ან შემწვარი (წინა სადილიდან

მსხლისა და ყველის სალათა

ეს ძალიან მარტივი, განსხვავებული და გემრიელი სალათაა. განსაკუთრებით მოგეწონებათ თუ შერეულ გემოებს აფასებთ - ერთდროულად  მოტკბოს და მარილიანს. მაგრამ თუ ტრადიციული, შეჩვეული გემოების იქით არაფერი მოგწონთ, მაშინ ამ რეცეპტსაც გულგრილად ჩაუარეთ - პროდუქტები "ტყუილად რომ არ გააფუჭოთ" :D 1 ულუფისთვის: 25 გ რუკოლას ფოთლები ½ მსხალი 2 ს.კ  მსხვილად დაფშვნილი ობიანი ყველი (ნებისმიერი სასურველი) 2

ქათმის და ფორთოხლის სალათა

დღეს მოგიყვებით ძალიან, ძალიან გემრიელ სალათაზე, რომელშიც ჩემი საყვარელი შეხამება - ხორცი და ხილი გამოვიყენე. ჩემს სახლთან ახლოს, ბაზარში წითელი ფორთოხალი აღმოვაჩინე blood orange, რომელიც ერთადერთხელ შემხვდა თბილისის ბაზარში წლების წინ და მას შემდეგ სულ მინდოდა კიდევ მეყიდა. არ ვიცი რატომ არ შემოაქვთ თბილისში, უგემრიელესია და დარწმუნებული ვარ კარგად გაიყიდება.

ქათმისა და ავოკადოს სალათა

თუ  საახალწლო ვახშმისთვის რაიმე მსუბუქს, გემრიელს, ჯანსაღს, მარტივს და განსხვავებულს ეძებთ, აი ეს სალათა სცადეთ!  დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ :) 4 ულუფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ცალი ქათმის ფილე 1 საშუალო ზომის ავოკადო სალათის მიქსი 10-12 ცალი ჩერი პამიდორი დრესინგი: 4 ს.კ ზეითუნის ზეთი 2 ს.კ ლიმონის წვენი 1 ჩ.კ დიჟონის მდოგვი  (ცხარე არა) პარილი, პილპილი ½ ჩ.კ შაქარი შეიძლება დაემატოს 1 კბილი გაჭყლეტილი

შემწვარი ყაბაყის სალათა

ბოლო დროს ძირითადად მარტივ კერძებს ვამზადებ. მაქსიმუმ 30-40 წუთში რომ მოვასწრო. ყაბაყი, ბადრიჯნისგან განსხვავებით უფრო მეტად მიყვარს და ხშირად ვიყენებ. ეს კერძიც ძალიან მსუბუქი, გემრიელი და სასარგებლოა. ერთნაირად კარგია თბილიც და ცივიც.   2 ქორფა ყაბაყი 1-2 კბილი ნიორი მარილი პილპილი რეჰანი (ან ქინძი, ან კამა) ყაბაყი დავჭრათ თხელ ნახევარრგოლებად.  დიდ ტაფაზე გავაცხელოთ

საქონლის ხორცის სალათა

ეს ძალიან მარტივი, მსუბუქი, გემრიელი სალათაა, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს მოსამზადებლად.  მე წინა დღის შემწვარი ხორცის ნაჭერი გამოვიყენე, ცოტა შევათბე და სალათში მშვენივრად წავიდა. სხვა ბოსტნეულის დამატებაც შეიძლება, სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით.   1 მუჭა  სალათის ფოთლების მიქსი 1/5 წითელი ბულგარული წიწაკა 50 – 60 გ მოხარშული ან შემწვარი  საქონლის ხორცი მარილი, პილპილი 1 ჩ.კ

სალათა კრევეტებით და ბეკონით – გურმანიასა და რატატუის ერთობლივი ბლოგპოსტი

იდეა, გაგვეკეთებინა გადაცემა "გურმანიასა" და რატატუის ერთობლივი ბლოგ-პოსტი ძალიან საინტერესო გვეჩვენა და ბევრიც არ გვიფიქრია, ისე დავთანხმდით. გადაცემის ჩაწერა, ცოცხალი ეთერისგან განსხვავებით უფრო რთული ყოფილა, მაგრამ საინტერესო და სახალისოც, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, ვინც ამას ყოველდღიურად არ აკეთებს. ეს გემრიელი სალათი სწორედ ამ გადაცემიდანაა. ძალიან ადვილია, მოამზადეთ და ისიამოვნეთ! ინგრედიენტები: ბეკონი - 100 გ კრევეტი

Top