თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სააღდგომო"

როგორ შევღებოთ კვერცხები ენდროთი

ეს რეცეპტი, ალბათ, არავისთვის იქნება სიახლე, მაგრამ კულინარიულ ბლოგზე ასეთი მარტივი ჭეშმარიტება ხომ უნდა იყოს?  ამიტომ  მაინც დავწერ. ჯერ რამდენიმე რჩევით დავიწყებ: შეეცადეთ შესაღებად კვერცხები რამდენიმე დღით ადრე შეიძინოთ. ახალი კვერცხი კარგ მუქ ფერზე არ იღებება. მოძებნეთ შედარებით ძველი ქვაბი, რომლის ენდროთი გაფუჭებაც არ დაგენანებათ. ან ისეთი ქვაბი, მავთულით რომ გაიხეხოს მოგვიანებით. ხახვის ფურცლები

სააღდგომო პასკა ან გნებავთ – კულიჩი

სააღდგომო პასკას წლებია სახლში ვაცხობ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ამ რეცეპტით. რეცეპტი, უფრო სწორად კი მიღებული შედეგი ძალიან მომწონს და რაიმე განსხვავებულის ძებნით თავი აღარ დამიღლია. ერთი ეგაა, რომ რეცეპტი ბევრად გავამარტივე. გამარტივება იმაში გამოიხატება, რომ ინგრედიენტებს ცალ-ცალკე არ ვამზადებ და ყველაფერს ერთიანად ვზელ.    ამგვარად, ბევრი გაზომვა - აწონვისა

სააღდგომო ჩიტის ბუდე

ვფიქრობ, სახალისო იდეა :)   ჩემს შვილებს ძალიან მოეწონათ მზადებისა და დაგემოვნების პროცესიც,  განსაკუთრებით ბუდეებიდან კვერცხების მოპარვა ;)   ტარტალეტკის ცომისთვის: 150 გ კარაქი /მარგარინი 3 კვერცხის გული 50 გ შაქარი 280-300 გ ფქვილი 2 ჩ.კ კაკაო მწიკვი მარილი   კრემი: 3 კვერცხის ცილა, 120-150 გ შაქარი   ფორთოხლის, შინდის ან ჟოლოს ან სხვა სასურველი ჯემი შოკოლადის მინი კვერცხები, თითოეული  ტარტალეტკისთვის  2-3 ცალი,

სააღდგომო ღვეზელი

აი ასეთი ფერადი და ლამაზი ღვეზელი მოვამზადე წინასააღდგომოდ.  რეცეპტი ჩემი საყვარელი ფრანგული კულინარიული ჟურნალიდან ავიღე. რეცეპტში არაფერი შემიცვლია, გარდა ყველის სახეობისა, გულში კი სოფლის კვერცხები ჩავულაგე, უფრო მკვეთრი და ხასხასა გული აქვს, ამიტომ მომწონს :)  ვფიქრობ არაჩვეულებრივია და სხვა დროსაც გამოვაცხობ, არა მხოლოდ აღდგომას .   3 კვერცხი 150 გ ფქვილი+1 პაკეტი გამაფხვიერებელი

შოკოლადიანი ხაჭოს პასკა

ხაჭოს პასკა წელს პირველად გავაკეთე და უკვე გადავწყვიტე რომ ჩემი სააღდგომო მენიუს განუყრელი ნაწილი გახდება, რა თქმა უნდა , სხვადასხვა ვარიაციებით და არომატებით.  გუშინ შუადღით, სახლისკენ მომავალმა 600 გრამი ხაჭო ვიყიდე და სავარაუდო რეცეპტის შემუშავებას შევუდექი. ვანილიანი თუ შოკოლადიანი?  ფერადი ცუკატებით თუ ფორთოხლით? ამ ფორმაში თუ იმ ფორმაში? ამ ფიქრებში

სააღდგომო კვერცხის შეღებვა “ჩულქში”

სააღდგომო კვერცხის შეღებვა მგონი ერთ-ერთი ყველაზე ადვილი და სასიამოვნო რიტუალია. სხადასხვა ქვეყანაში კვერცხის შეღებვის სხვადასხვაგვარი ტრადიციაა, ზოგან უბრალოდ წითლად, ზოგან ნაირფრად, ზოგან კი სულაც დეკორატიული მოხატულობებით ღებავენ. მე ყველაზე მეტად მუქი წითელი, მამაპაპურად, ენდროში შეღებილი კვერცხი მიყვარს, ბავშვობას მახსენებს, თან უფრო დრამატული და სიმბოლურია, ვიდრე ჭრელა-ჭრულა. ბავშვობიდან კიდევ ერთი მეთოდი გამახსენდა -

სააღდგომო პასკა (კულიჩი)

პასკის სახლში ცხობა რამდენიმე წელია რაც დავიწყე.  ამის სურვილი კი ჩემმა დედამთილმა გამიჩინა :)  მართალია, ის ჩემსავით არაა შეყვარებული კულინარიაზე, მაგრამ პასკას ყოველთვის სახლში აცხობდა.  ერთი ძველი რუსულენოვანი კულინარიული წიგნი აქვს, უამრავი საინტერესო რეცეპტით და სწორედ ამ წიგნის მიხედვით აცხობდა უგემრიელეს პასკას. მოგვიანებით,  ერთ-ერთ კულინარიულ ფორუმზე კიდევ ერთი კარგი რეცეპტი

Top