თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "რძე" (Page 2)

კაკაოანი ქაფქეიქები მოცხარის მინანქრით

ეს რეცეპტი ერთი ფრანგულენივანი წიგნიდანაა, რომელიც მთლიანად შოკოლადს ეძღვნება და უამრავი მადისაღმძვრელი დესერტის რეცეპტითაა სავსე.  გეტყვით, რომ ეს კონკრეტული ქაფქეიქები ძალიან ფაფუკი და გემრიელია, მოცხარის მინანქარი ძალიან უხდება როგორც გარეგნულად, ისე გემოს თვალსაზრისით. ბუნებრივია, სხვა ხილითაც შეგიძლიათ სცადოთ, სასურველი ფერის და გემოს მიხედვით :) 10-12 ქაფქეიქისთვის 125 გ კარაქი 125 გ შაქარი

ბრინჯის ფაფა კარამელიზებული ხილით

უქმეებზე საუზმეც განსაკუთრებულია : ვიღვიძებთ გვიან, ცოტას ვნებივრობთ, შემდეგ ვამზადებთ რაიმე გემრიელს, მარტივს, მაგრამ განსხვავებულს :) ეს ბრინჯის ფაფაა, არაფერი განსხვავებული არ იქნებოდა რომ არა ეს კარამელიზირებული ხილი -ასე ლამაზი და გემრიელი ♥ 2-3 ულუფისთვის დაგვჭირდებათ: 1 ჭიქა (250) მრგვალი ბრინჯი 1 ჭიქა წყალი 2 ჭიქა რძე შაქარი გემოვნებით ვანილი ცოტა კარაქი ცალკე: 250-300 გ გაყინული ხილი, სხვადასხვა სახეობის

შოკოლადის ნამცხვარი

მცირე პაუზის შემდეგ პირველი პოსტისთვის ეს შოკოლადის ნამცხვარი შევარჩიე. დღეს შაბათია, გემრიელი სადილებისა და დესერტების დღე.  გაინებივრეთ თავი, შემდეგ კი ბევრი ისეირნეთ მზითა და სითბოთი სავსე პარკებში, ქუჩებში :)   130 გ შაქარი 2-3ს.კ  არაჟანი 130 მლ  რძე 1  კვერცხი 1 კვერცხის გული 2 ს.კ  კაკაო 1 ჩ.კ სოდა+ლიმონის წვენი 100 მლ ზეთი ან გამდნარი კარაქი ფქვილი იმდენი, რომ კეფირის

ფიდელ კასტროს საყვარელი ბლინები

სწორედ ასე გაგვაცნო ეს რეცეპტი  რომელიღაც კულინარიულ გადაცემაში ავტორმა.  მაშინვე დავინტერესდი, მაინც რა იყო ამისთანა, თვით ფიდელ კასტრო რომ აღიარებს საყვარელ დესერტად : D გეტყვით, რომ ძალიან ადვილი მოსამზადებელია. ანანასს თუ არ ჩავთვლით, ჩვეულებრივი  ბლინებია. ინგრედიენტები: 1 ჭ ფქვილი 1 კვერცხი 120 გ რძე 1-2 ს.კ შაქარი ანანასის კომპოტი ცოტა სოდა ან გამაფხვიერებელი (სოდა ყოველთვის გამაფხვიერებლის ნახევარი დოზა

პარიზი-ბრესტი თხილიანი პრალინეს კრემით

სიმართლე რომ გითხრათ, ამ ნამცხვრის გამოცხობას სულაც არ ვაპირებდი, მაგრამ ერთ ჩემს საყვარელ კულინარიულ ბლოგს ვათვალიერებდი და ამ შესანიშნავ რეცეპტს ,,გადავეყარე”. სწორედ მაშინ გადავწყვიტე მეცადა. მისი მომზადება ძალიან ადვილია, ცომი იგივეა რაც შუსა და ეკლერის, კრემი ძირითადად მოხარშული სჭირდება, თუმცა სხვადასხვა ვარიაციებითაც მომიმზადებია. გამოგიტყდებით, რომ ფრანგულ ბლოგზე დადებული რეცეპტი ზუსტად არ დამიცავს.

გერმანული საშობაო შტოლენი

ეს გემრიელი და არომატული საშობაო ნამცხვარი ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას, მაგრამ მომზადებისას, გაითვალისწინეთ, რომ შობამდე2-3 კვირით ადრე უნდა გამოაცხოთ და შეფუთული შეინახოთმასალა:• 4ჭ ფქვილი • 1 ჭ რძე • 3/4 ჭ შაქარი • 250-300 გ კარაქი • 2 კვერცხი • 1/3 ჩ.კ დაფქული კარდამონი, • 1/3 ჩ.კ კოჭა (ginger) •

დონატები შოკოლადით

მინდა გაგიზიაროთ ძალიან გემრიელი და ფუმფულა დონატების რეცეპტი. უწინაც რამდენჯერმე მქონდა გამოცხობის გამოცდილება, საკმაოდ ნორმალურებიც გამომსვლია, თუმცა ეს საუკეთესოა მათ შორის: 1) ძალიან ნაზია და 2) ამ სინაზეს გაცივებულ მდგომარეობაშიც ინარჩუნებს, რამდენიმე საათის შემდეგ (სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლეს :) ) ცომი ჩემი ინტერპრეტაციით მოვამზადე.საერთოდ, ინტუიცია მნიშვნელოვანია კულინარიაში, რადგან იდენტური რეცეპტითაც

სოკოს ღვეზელი ყველით

ამ, ძალიან გემრიელი ღვეზელის ცომი ეკუთვნის www.PerfectCook.org -ის ერთ-ერთ ავტორს, ორქიდეას და მზადდება ძალიან მარტივად (იხილეთ აქ: ცომი 'რუბლიევსკოე') ცომი: ✔ 3 ჭ ფქვილი ✔ 200-250 გ ძალიან ცივი მარგარინი ✔ 1 კვერცხი ✔ 1 ჭ რძე ✔ 1 ს.კ საფუარი ძალიან სავსე არა ✔ მარილი, ცოტა შაქარი (ჭიქა იგულისხმება 250 მლ-იანი) გულსართი: ✔ 1-ლი ღვეზელისთვის: 200 გ ქამა სოკო, 2-3 მოხარშული კვერცხი, ყველი, ცოტა პილპილი და

ბლინები შოკოლადით

მასალა: 2 მსხვილი კვერცხი 200 მლ რძე 4 ს.კ შაქარი 3 ს.კ ზეთი 250 გ ფქვილი ვანილი 50 გ შოკოლადი+2-3 ჩ.კ რძე ან წყალი, მოხალული ნიგოზი, ნუში ან თხილი, ჟოლო ბლენდერის ჭიქაში კარგად ათქვიფეთ კვერცხი, რძე და შაქარი, დაამატეთ ვანილი და გაცრილი ფქვილი, ასევე ზეთი და კარგად ათქვიფეთ. ცომი უნდა იყოს დაახლოებით კეფირის სისქის. თუ რძე ძალიან ცხიმიანია

შოკოლადის მაფინები

მასალა: 100 გ შაქარი 150 გ არაჟანი 1 ყავის ჭ ცხიმიანი რძე 1 დიდი კვერცხი 5 სავსე ს. კ კაკაო 6-7 ს.კ ფქვილი 1/2/ ჩ.კ სოდა+ლიმნის წვენი 4 ს.კ ზეთი ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, დაამატეთ არაჟანი და რძე, შემდეგ სოდა+ლიმნის წვენი. დააცერით კაკაო და ფქვილი, დაამატეთ ზეთი. უნდა მიიღოთ კრემისებური, არაჟანზე ცოტა თხელი ცომი. შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა არომატი თქვენი

მარწყვის ნაყინი

მასალა: 2-3 კვ. გული 200 მლ რძე 20-30გ კარაქი 200 მლ ასათქვეფი ნაღები ვანილი 100 გ შაქარი 400 გ მარწყვი რძე გააცხელეთ,მაგრამ არ აადუღოთ, გახსენით მასში კვერცხის გულები და ხელის სათქვეფით ურიეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე სანამ არ შესქელდება და ბლანტი არ გახდება.ჩაამატეთ შაქარი და ვანილი. გააგრილეთ. ცალკე ათქვიფეთ ნაღებისგან კრემი. კარგად გარეცხილი და წყლისგან დაწურული მარწყვის ნაწილი დაჭერით, ნაწილი კი

დარიჩინის ფუნთუშები

მასალა: 50 გ კარაქი 150 მლ რძე 50 გ შაქარი 1კვერცხი 1 ჩ.კ საფუარი, მშრალი 275 გ ფქვილი 2/3 ჩ.კ ფორთოხლის ცედრა გულსართი: 1/2 ჭ ყავისფერი შაქარი, ამდენივე ნიგოზი და ქიშმიში, 1 ჩკ დარიჩინი (ჭიქა იგულისხმება 250 მლ) მომზადება: ცხელ რძეში ჩაადნეთ კარაქი, დაამატეთ შაქარი და საფუარი, დადგით ცოტა ხნით სანამ საფუარი გაიხსნება და ამოფუვდება. ამ მასას დაამატეთ ცედრა და კვერცხი.

Top