თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "როზმარინი"

ბატკნის ბეჭი პიტნითა და როზმარინით

მაკა ბახბავა, ჩვენი ვირტუალური მეგობარი და არაჩვეულებრივი კულინარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კიდევ ერთ ლამაზ და გემრიელ რეცეპტს გვიზიარებს - ბატკნის ხორცი პიტნისა და როზმარინის სოუსით, კარტოფილის გარნირთან ერთად. თუ ბატკნის ხორცი გიყვართ, ნახეთ ვიდეო და მოამზადეთ გემრიელი კერძი მარტივად, მაკას რეცეპტით  :) და არ დაგავიწყდეთ მაკას ფბ-გვერდიც გამოწერა :) https://youtu.be/lp_5Pjg_h-E

ლუდში ჩაბუჟბუჟებული ღორის კანჭი

ჩემი ექსპერიმენტები ლუდზე გრძელდება და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენც გაგიზიარებთ.  ამჯერად ლუდში ღორის კანჭი ჩავაბუჟბუჟე, მთელი რიგი სპა პროცედურები  ჩავუტარე,  ღამით ლუდის აბაზანაში ვანებივრე, დილით  ნიორსა და სუნელებში დავამასაჟე,  შემდეგ კი ღუმელში მივაბრძანე კარგი ნამზეურის მისაღებად...  კარგი რამ იყო, მაგრამ ჩემთვის მეტისმეტად მსუყე და ცხიმიანი.  ჩემს წილ ნებისმიერ ხორცს

ოსო ბუკო ბოსტნეულით

ამ გემრიელი იტალიური კერძის მოსამზადებლად არტალას ნაჭრებია საჭირო, ტვინიანი ძვლით.  არსებობს რეცეპტები ბოსტნეულით და მის გარეშე.  ოსო ბუკოს მილანური ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულზე   იხილოთ.   ამჯერად ბოსტნეულიან ვერსიას შემოგთავაზებთ. ორივე მათგანია ძალიან გემრიელია :)   1 კგ არტალას ნაჭრები (დაახლოებით 4 ცალი) 400 მლ (1 ქილა) დაჭრილი პამიდორი საკუთარ წვენში 3 სტაფილო 120 მლ თეთრი

არომატული ქათამი- ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი

"მსურს, რომ ჩემს სამეფოში არ იყოს არც ერთი იმდენად ღარიბი ადამიანი, რომელიც ვერ მისცემდა თავს უფლებას , ყოველ კვირას ეჭამა ქათამი" ანრი  IV     ქათმის შეწვის სხვადასხვა რეცეპტებს ვტესტავ, მინდა რაიმე ახალი, გემრიელი და თან ადვილი შევარჩიო საახალწლოდ. ბევრი დრო აღარ დარჩა :)  ტრადიციული საცივი ჩემს სუფრას ნამდვილად დააკლდება. ასეთ გადაწყვეტილებას გოზინაყისა და კუჭმაჭის

ხორცის რაგუ

ეს კერძი იტალიური სამზარეულოს წიგნის მიხედვით მოვამზადე. ორიგინალ რეცეპტში ცხვრის (ბატკნის) ხორცი ეწერა, თუმცა მე არ მიყვარს და ამიტომ საქონლის ხორცით ჩავანაცვლე. 1 კგ საქონლის  ხორცი 1 თავი ხახვი 1 კბილი ნიორი 1 ჭიქა (250 მლ)  წითელი ღვინო 1-2 სტაფილო 2 ს.კ. ტომატ პასტა 1 ჭიქა ბულიონი ან წყალი ცოტა დაჭრილი სალბი (შეგვიძლია ხმელი გამოვიყენოთ, ხელში მოვფშვნიტოთ) ცოტა როზმარინი,

ღორის ნეკნები ბოსტნეულით

როგორია ეს კერძი? ფერადი, ნოყიერი და გემრიელი :)  თქვენ ხომ ახლა ყველაზე გემრიელ ბლოგს კითხულობთ ;)   ღორის ნეკნები 1 კგ (დაახლ. 4-5 ნაჭერი) კარტოფილი 3 საშუალო სტაფილო 2 ყაბაყი 1 სშუალო ზომის ფერადი ბულგარულები, მომცრო 1-1 პამიდორი 2 ცალი როზმარინის ფოთლები დჭრილი 1 ს.კ. 10ქონდარი ხმელი  2/3 ს.კ ხახვი 1-2 თავი შავი პილპილი ახალდაფქული 1 ჭ ბულიონი 1 ჭ თეთრი ღვინო დაჭრილი ოხრახუში

ღუმელში შემწვარი ხორცი

ეს იყო საუკეთესო ხორცი, რომელიც კი ოდესმე მომიმზადებია! ისეთი ნაზი, ისეთი წვნიანი და არომატული, თითოეული ლუკმა ენაზე რომ გადნება. ჩემი სიტყვები ისე არ გაიგოთ რომ კულინარიული ოსტატობის უმაღლეს მწვერვალებს მივაღწიე, სულაც არა!  უბრალოდ ხორცი იყო რაღაც საოცრება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ცოტა შორიდან დავიწყებ: მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება ავსტრალიური და ახალზელანდიური ხორცი.

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი

ძალიან ძალიან მარტივია და ინტერპრეტაციის უამრავ საშუალებას იძლევა. ყოველი მომზადებისას შეგიძლიათ  სუნელები თქვენი გემოვნებით ცვალოთ, რაღაც დაამატოთ, რაღაც გამოაკლოთ... 1 კგ კარტოფილი ზეითუნის ზეთი წითელი წიწაკა ნედლი როზმარინის 2-3 ტოტი ორეგანო მარილი პილპილი   შევარჩიოთ თანაბარი ზომის მომცრო კარტოფილები და მოვხარშოთ კანიანად. შემდეგ გავფცვნათ და ჩავალაგოთ ცხიმ წასმულ ტაფაში. მსუბუქად დავაწვეთ თითოეულს კარტოფილის საჭყლეტით, შემდეგ კი მოვასხათ ზეითუნის ზეთი

შემწვარი ღორის ხორცი

ღუმელში ხორცის მომზადება იმითაა კარგი რომ ბევრ დროს გითავისუფლებს. შედგავ შესაწვავად და დაკავდები რაიმე სხვა საქმით, მუდმივ ყურადღებას და თავზე ფარფატს არ ითხოვს.  როცა ბევრი საქმე მაქვს მეც სულ ასე ვიქცევი. თანაც ტაფაზე მომზადებულთან შედარებით უფრო ჯანსაღიცაა. ეს კერძი ჩემი მეუღლის მშობლებთან სტუმრად ყოფნისას მოვამზადე. ფოტოზე ხორცის გვერდით ბატატი ჩანს, გარნირად

ფოლგაში გამომცხვარი კარტოფილი ბეკონით

კარტოფილი ბეკონი მარილი, ახალდაფქული პილპილი ზეითუნის ზეთი ან კარაქი ცოტა როზმარინი (სურვილისამებრ) კამა შეარჩიეთ საშუალო, თანაბარი ზომის კარტოფილები. გაფცქვენით, გარეცხეთ, გაამშრალეთ და ჩაჭერით ისე რომ ძირი მთელი დარჩეს. ჭრილებში ჩაალაგეთ ბეკონის ნაჭრები, კარტოფილს მოაყარეთ მარილი, ახალდაფქული პილპილი, ძალიან ცოტა როზმარინი და ინდივიდუალურად გაახვიეთ ფოლგაში. შეხვევამდე ცოტა ზეთი მოასხით ან კარაქის ნაჭრები დაადეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, ღუმელში. მზას მოაყარეთ დაჭრილი კამა და

Top