თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "რესტორნების მიმოხილვა"

პელიონი – ახალი რესტორანი ბათუმში

კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს მათთვის, ვისაც ბათუმიც უყვარს, ქართული სამზარეულოც და დასავლური სტანდარტების მომსახურებაზეც გამოთქვამს პრეტენზიას. 1 კვირის წინ ბათუმს ვესტუმრეთ. აბა რა უნდა დააგემოვნო ბათუმში პირველ რიგში? რა თქმა უნდა, აჭარული ხაჭაპური. თუმცა, ამ ჯერზე ტრადიციული აჭარული ხაჭაპურის გასინჯვა ორი მიზეზის გამო გადავდეთ: ისე წვიმდა, რომ ჰილტონიდან ცხვირის გაყოფა

რესტორანი “Tbilissi” გერმანიაში

გერმანიის პატარა ქალაქ საარბრუკენის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ. ეს ერთერთი პირველი ქალაქი იყო, რომელიც თბილისს დაუძმობილდა, ჯერ კიდე 1975 წელს და მას შემდეგ, უამრავ ქართველი სტუდენტს და არა მხოლოდ მათ, თბილად უმასპინძლა. მათ შორის მეც. წამოსვლიდან 6 წლის თავზე ორი კვირით სტუმრობა მოვახერხე და სხვა ბევრ სიახლესთან ერთად, ქართული რესტორანიც მოვინახულე.

სოფია მელნიკოვას ბინძური დუქანი

სიტყვა დუქანი ჩემში არასდროს იწვევდა განსაკუთრებულად დადებით ემოციებს, ყოველთვის ღიპიან ბიძა კაცებთან, სმასთან და ღრეობასთან ასოცირდებოდა. არ ვიცი სოფია მელნიკოვა ვინ არის, მაგრამ მისმა არცთუ ფრონცკ ადგილას გახსნილმა ფრონცკმა დაწესებულებამ თითქოს კი მოახერხა "დუქანზე" ჩემი წარმოდგენის გაქარწყლება. მაგრამ, მხოლოდ რაღაც პერიოდით. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე მისვლაზე ხინკალს მოშიებულები პირში ჩალაგამოვლებული დაგვტოვა

ჩინებული სტუმრობა გორში

რამდენიმე კვირის წინ მოწვევა მივიღეთ - გორში ახალი პატარა რესტორანი "ჩინებული" იხსნებოდა. საინტერესო ის იყო, რომ ორგანიზატორმა უბრალოდ რატატუის ავტორების დაპატიჟება გადაწყვიტა და როცა საიტზე შემოვიდა, მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს :) ჰოდა ასე აღმოვჩნდით მე და ნანუკა "შიგ გორში", სტალინის სახლმუზეუმთან. სანამ რესტორანი ოფიციალურად გაიხსნებოდა და ყველა

რესტორანი “შავი ლომი”

შავი ლომი - ეს ის რესტორანია, რომელიც ბოლო დროს ამოვიჩემე და ჩემს უცხოელ სტუმრებთან ერთად უკვე რამდენჯერმე ვიყავი. სასიამოვნო, მშვიდი ინტერიერი, გემრიელი კერძები და კარგი ფასები - ეს სამი მიზეზი უკვე საკმარისია. თანაც, წლიდან წლამდე ერთსა და იმავე კაფე-რესტორნებში სიარული, ერთი და იგივე კერძებისა და დესერტების გასინჯვა ცოტა მომბეზრდა. ამიტომ

“მანდარი” – მიმოხილვა

მანდარი ეწოდების საღ´თო წერილით თხელს პურსა ერბოთა ანუ ზეთითა მოხრაკულთა - ასე განმარტავს სულხან-საბა ქართული პურის იმ სახეობას, რომლის შესახებაც პირველად, ამავე სახელწოდების ახალ, თბილისურ რესტორანში (მოსაშვილის ქუჩაზე) ოფიციანტისგან შევიტყვე, ცოტა ხანში კი, გავსინჯე კიდეც: მანდარი ვერაფერს იტყვი, უფრო გემრიელი იყო, ვიდრე ფოტოზე გამოიყურება. ცოტა ზედმეტად მარილიანი, მაგრამ მსუბუქი. მაგრამ ეს ერთადერთი

Top