თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ჟოლო" (Page 2)

ტრაიფლი

განახლებულ ბლოგზე პირველად დესერტის გამოქვეყნება ვარჩიე :)  ხომ ძალიან ლამაზია აქაურობა? მე ძალიან მომწონს!  მადლობა ეკას, რომ  ამხელა შრომა გასწია! მალე ყველა ფუნქცია სრულყოფილად აღდგება და კიდევ უფრო შეგიყვარდებათ აქაურობა :) ტრაიფლი მარტივი და სწრაფი დესერტის სახეობაა,რომელიც სამი ფენისგან შედგება და სახელიც აქედან მოდის.  ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი მომზადება სხვა

ვაფლი

ინგრედიენტები: 1 ½ ჭიქა ფქვილი 1 ჩაის კოვზი სოდა ან 4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (baking powder) ½ ჩაის კოვზი მარილი 2 სუფრის კოვზი შაქარი 2 კვერცხი 100 გრ გამდნარი კარაქი 1 ¾ ჭიქა რძე ვანილი მომზადება: მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ კვერცხის გული, რძე, კარაქი და ბოლოს ცალკე კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა. დავასხათ გაცხელებულ, ცოტა ცხიმ წასმულ waffle maker-ზე გამზადების მერე შეგვიძლია

წითელი ხავერდის ტორტი თეთრი შოკოლადის კრემით

ეს ტორტი ჩემი შვილის იუბილესთვის გამოვაცხე. ფერადი ტორტების გამოცხობის გამოცდილება აქამდე არ მქონდა, საკვებ საღებავებს იშვიათად ვიყენებ, მაგრამ ეს ტორტი გამონაკლისად მიმაჩნია. გარდა იმისა რომ ეფექტურია, თავად ბისკვიტიც ძალიან მომწონს. ცხიმის შემცველი ბისკვიტები  ბეზეზე დამზადებული ბისკვიტისგან განსხვავებით, უფრო ''სხეულიანია'' ნოტიო, არ საჭიროებს დანამვას. წითელი ფერის ვარიაციებზე წინასწარ  რეპეტიციები გავიარე:  ჯერ

ანანასის საახალწლო ტორტი

როგორც იქნა გაზაფხული მოვიდა, მე კი  საახალწლო ტორტის რეცეპტს გთავაზობთ...  მაგრამ, მერწმუნეთ, ნებისმიერ სეზონზე ღირს მისი დაგემოვნება!ჩემს რეცეპტების წიგნში დიდი ხანი ვინახავდი ძველი ჟურნალის ამონაჭერს, ამ რეცეპტით და მადისაღმძვრელი ფოტოთი.  სულ ვგეგმავდი მის მომზადებას, დარწმუნებული ვიყავი, გემრიელი იქნებოდა. რეცეპტი ფრანგ კონდიტერს, ჟილ მარშალს ეკუთვნის. ვეჭვობ, ოდესმე ამ ბლოგის შესახებ შეიტყოს,

შოკოლადის ტორტი ჟოლოს ჟელეთი და ნაღების კრემით

ეს ტორტი სრული იმპროვიზაცია იყო, რომელმაც ნამდვილად გაამართლა და ძალიან გემრიელი გამოვიდა. თავიდან სულ სხვა ტორტის გამოცხობას ვგეგმავდი, ქოქოსის ბისკვიტით და ანანასით კრემში (თუმცა ჯერაც არ გადამიფიქრებია :) ), თუმცა ტორტის ადრესატმა კატეგორიულად მოითხოვა საყვარელი შვარცვალდის ტორტის გამეკეთებინა. სამწუხაროდ, ჩემი გაყინული ალუბლების მარაგი ერთი ცუდი ინციდენტის მსხვერპლი გახდა,  რის გამოც

ხაჭოს ცივი ჩიზქეიქი

ჩიზქეიქის უამრავი ნაირსახეობა არსებობს, გამომცხვარი, ცხობის გარეშე (ცივი), სხვადასხვანაირი ხილითა და ინგრედიენტებით.ყველაზე მარტივი ვერსია, რომელსაც არც ბევრი წვალება სჭირდება და არც დიდი კულინარიული ტალანტი, ჩვენი ბლოგის თანაავტორის - ნინო ჯანანაშვილისა და ინტერნეტში მოძიებულ რამდენიმე რეცეპტზე დაყრდნობით გავაკეთე.სამწუხაროდ არც ისე ლამაზი გამომივიდა, როგორც ვგეგმავდი, მაგრამ გემო და სტრუქტურა ისაა, რასაც ველოდი. ვიზუალს

ნაყინის დესერტი მაყვლით, შოკოლადით და ჟოლოს სიროფით

ინგრედიენტები: ბურბონის ვანილის ნაყინი მაყვალი/ჟოლო/მარწყვი (რომელიმე კენკროვანი ხილი) ხილის სიროფი მსხვილად გახეხილი შოკოლადი გახეხილი თხილი ან დათლილი ნუში დესერტის მომზადება უმარტივესია: ნაყინის ფიალაში ვალაგებთ ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს მონაცვლეობით და ბოლოს ვასხამთ რომელიმე მჟავე ხილის სიროფს (მე ჟოლოს სიროფი გამოვიყენე). შენიშვნა: ყველა ინგრედიენტის ყიდვა შესაძლებელია გუდვილში. ბურბონის ნაყინის ფასი მერყეობს 10-20 ლარის ფარგლებში. ესეც სხვა ვარიანტი - მარწყვით, დათლილი ნუშით

შოკოლადის ტორტი

განა შეიძლება შოკოლადის ტორტი გემრიელი არ იყოს? მოვიმარაგოთ: ✔  3 კვერცხი ✔  50 გ შაქარი ✔  3 ს.კ ფქვილი ✔  1 ს.კ სიმინდის სახამებელი ✔  4 ს.კ კაკაო ✔  1/2 ჩ.კ სოდა (ან 1 ჩ.კ) გამაფხვიერებელი ✔  200-250 გ ჟოლოს კონფიტიური კრემისთვის: 200 გ მაღალპროცენტიანი ნაღები, 80 გ შოკოლადი, 50 გ კარაქი, 1 ჩ.კ კაკაო გლაზურისთვის: 80-100 გ შოკოლადი, 1

ბლინები შოკოლადით

მასალა: 2 მსხვილი კვერცხი 200 მლ რძე 4 ს.კ შაქარი 3 ს.კ ზეთი 250 გ ფქვილი ვანილი 50 გ შოკოლადი+2-3 ჩ.კ რძე ან წყალი, მოხალული ნიგოზი, ნუში ან თხილი, ჟოლო ბლენდერის ჭიქაში კარგად ათქვიფეთ კვერცხი, რძე და შაქარი, დაამატეთ ვანილი და გაცრილი ფქვილი, ასევე ზეთი და კარგად ათქვიფეთ. ცომი უნდა იყოს დაახლოებით კეფირის სისქის. თუ რძე ძალიან ცხიმიანია

წითელი ხილის შარლოტი

გემრიელი ფრანგული დესერტი... (ფოტო გადაღებულია ჩემი შვილის 2 წლის იუბილეზე) მასალა: 1 დიდი შეკვრა ,,ladyfingers" ორცხობილა 400გ მარწყვი 150 გ ჟოლო 300 გ ნაღები 150 გ შაქარი 15 გ ჟელატინი 1 ლიმონი დეკორი მარწყვი ყუნწიანი ჟოლო წითელი მოცხარი შაქრის პუდრა, სეიზლება პიტნის ნედლი ფოთოლიც მომზადება: ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში. გარეცხილ-დაწურული მარწყვი და ჟოლო დავაბლენდეროთ ან ავთქვიფოთ მიქსერით (ღრმა ჯამში, თორემ აქეთ-იქით გაასხამს)

Top