თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "პესტო"

ბატკნის ბეჭი პიტნითა და როზმარინით

მაკა ბახბავა, ჩვენი ვირტუალური მეგობარი და არაჩვეულებრივი კულინარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კიდევ ერთ ლამაზ და გემრიელ რეცეპტს გვიზიარებს - ბატკნის ხორცი პიტნისა და როზმარინის სოუსით, კარტოფილის გარნირთან ერთად. თუ ბატკნის ხორცი გიყვართ, ნახეთ ვიდეო და მოამზადეთ გემრიელი კერძი მარტივად, მაკას რეცეპტით  :) და არ დაგავიწყდეთ მაკას ფბ-გვერდიც გამოწერა :) https://youtu.be/lp_5Pjg_h-E

პამიდვრის ტარტი

როცა ამ ღვეზელის გამოცხობა დავაპირე, დიდი მოლოდინები არ მქონია. მოთუშული, დარბილებული  პამიდორი  მაინცდამაინც არ მიყვარს და უმად მირთმეული მირჩევნია. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ვცდებოდი!   ეს არის ძალიან, ძალიან გემრიელი ტარტი, რომელიც მე და ჩემმა წუნია შვილებმა წამებში გავაქრეთ :D  რეცეპტის პირველწყარო რომელიღაც უცხოენოვან ბლოგზე ვნახე.  რა თქმა უნდა გადმოვაკეთე,

პესტო – იტალიელების საყვარელი სოუსი

სანამ პესტო საკუთარი ხელით არ გავაკეთე, ვფიქრობდი, რომ არ მიყვარდა!  მაღაზიაში ნაყიდი არც ახლა მიყვარს, ნამდვილი, ტრადიციული, სახლში მომზადებული კი უბრალოდ სულ სხვაა!  ერთხელ ერთი იტალიელი მზარეულის გადაცემაში ვნახე, როგორ ამზადებდნენ ამ არაჩვეულებრივ საწებელს და მას შემდეგ, სულ მინდოდა, თავადაც მეცადა. მზარეული რობერტო, ან იქნებ ჯუზეპეც ერქვა, აღარ მახსოვს,  დილაადრიან

რიზოტო, რეცეპტი და ცოტა მეტიც…

რიზოტო პოპულარული ჩრდილო- იტალიური კერძია, რომლის  მთავარი ინგრედიენტია ბრინჯი, თუმცა არა ყველანაირი.  არსებობს რამდენიმე კლასიკური რეცეპტი, ანუ ინგრედიენტთა შეხამება. დანარჩენი კი გემოვნებისა და ფანტაზიის საქმეა. რიზოტოსთვის გამოიყენება იტალიური ბრინჯის სამი სახეობა - არბორიო, კარნაროლი და ვიალონე ნანო. ბრინჯის ამ სახეობებს აერთიანებს ორი სახის სახამებლის შემცველობა. სახამებელს, რომელიც ბრინჯის მარცვლის კანში შედის, ამილოპექტინი

მწვანილის სოუსი სპაგეტისთვის

ყველაზე მარტივი სოუსი, რაც კი შეიძლება სპაგეტის მოუმზადოთ, ჩემი აზრით, არის პესტო.  ესაა ცნობილი იტალიური სოუსი, რომლის საბაზო ინგრედიენტებია ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა ბაზილიკი, ყველი პარმეზანი, კედარის კაკალი.  მე მხოლოდ საქართველოში ნაყიდი პესტო გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მზიან იტალიაში, ახალმომზადებულს რომ მოასხამენ ასევე იქვე მოზელილი ცომისგან მოხარშულ სპაგეტის, სულ

Top