თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "პასტა" (Page 2)

სპაგეტი მიდიებით და პამიდვრით

ზოგჯერ გული მწყდება, სადმე ოკეანის პირას რომ არ ვცხოვრობ, სადაც ყოველ სისხამ დილით მეთევზეებს ახალდაჭერილი თევზი და ზღვის პროდუქტი გამოაქვთ წყლიდან. ეს ჩემი საყვარელი საკვებია, მაგრამ ქართულ რეალობაში ძნელია თავი ხშირად გაინებივრო: არც არჩევანია დიდი და არც ფასია პატარა :)  თუ თქვენც გიყვართ ზღვის პატარა, უშნო არსებები და  მაცივარშიც მოგეპოვებათ

პასტა ნაღებით და ქათმის ხორცით

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური გენი არ გვირევია, პასტა ჩემს ოჯახში მაინც  ძალიან დაფასებული პროდუქტია :) ჩემი შვილები გიჟდებიან და შეუძლიათ ყოველდღე ჭამონ.  მეც ვაკეთებ და ვაკეთებ, ხან ასე, ხან ისე, ათასნაირად.  აი ახლაც, როცა  შეკითხვაზე - რას შეჭამ? პასუხად ისევ "მაკარონი" მივიღე, გადავწყვიტე, ყველაფერი დანარჩენი, რის შეთავაზებასაც ვაპირებდი, მაკარონით შემენიღბა.

პასტა ტალიატელე ისპანახით

ბარილას საინტერესო მასტერკლასის ამბავს კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, რომ ამჯერად ისპანახიანი ტალიატელეს შესახებ მოგიყვეთ. ტალიატელე პასტას (მაკარონის) ერთერთი სახეობაა, ფეტუჩინიზე ოდნავ წვრილი. ჩემი, როგორც არაიტალიელის თვალით ამ ორს შორის იმდენი სხვაობა ნამდვილად არ არის, რომ სხვადასხვა სახელი ერქვათ. მაგრამ, რადგან იტალიელებმა თქვეს ასეა საჭიროო, ესე იგი ასეა საჭირო. მოკლედ, გავაკეთოთ ტალიატელე ისპანახით. როცა გვესმის

პასტა (მაკარონი) ხორცით

სახელს ვერ ვურჩევ, მაგრამ ბოლონიეზესთან ყველაზე ახლოს არის  :) ინგრედიენტები: მაკარონი – ერთი შეკვრა, 500  გრ. საქონლის ხორცი – 400–500გრ (ფარში) ხახვი –1 თავი ნაღები პომიდვრის წვენი ფქვილი – 2 ჩ.კ. მარილი, შავი პილპილი, ბაზილიკო. დავიწყოთ პასტით, როგორც ჩვენში ეძახიან - მაკარონით, რომელიც რა თქმა უნდა იხარშება მარილიან და ზეთიან წყალში (არ ეწებება ერთმანეთს), ოღონდ ხარშეთ დაახლოებით 9–10 წუთი.

Top