თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "პამიდორი"

სხვანაირი ყიყლიყო

ეს რეცეპტი ისეთი მარტივია, კარგა ხანს ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა გამოქვეყნება. თუმცა, დამწყებებს გამოადგებათ, გემრიელია, ზომიერად კალორიული და სასარგებლოც. თან ჩემსავით თუ დრო არ გყოფნით და სულ გეჩქარებათ, ნამდვილი მისწრებაა. მაშ ასე, ყიყლიყო. ცოტა მოდიფიცირებული ვერსიით :) ავიღოთ ორი კვერცხი (ან რამდენიც გშიათ იმდენი) ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან და თუ გნებავთ, პილპილთან ერთად. შემდეგ

კარტოფილის “პიცა” ტაფაზე

დღევანდელი ექსპრეს კერძი მე საუზმისთვის მოვამზადე, მაგრამ სადილადაც გამოდგება და ვახშმადაც. თუმცა გვიანი ვახშმისთვის რაიმე უფრო მსუბუქი აჯობებდა. გემო - მშვენიერი. ამ ბლოგზე ხომ მხოლოდ გემრიელი კერძები ხვდება ;)   დრო სულ რაღაც 30 წუთი. დააპურებს და თვალებში გამოახედებს  ერთ ძალიან მშიერ ან ორ მსუბუქად მოშიებულ ადამიანს. ახლა კი მოიმარაგეთ ინგრედიენტები

პამიდვრის ტარტი

როცა ამ ღვეზელის გამოცხობა დავაპირე, დიდი მოლოდინები არ მქონია. მოთუშული, დარბილებული  პამიდორი  მაინცდამაინც არ მიყვარს და უმად მირთმეული მირჩევნია. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ვცდებოდი!   ეს არის ძალიან, ძალიან გემრიელი ტარტი, რომელიც მე და ჩემმა წუნია შვილებმა წამებში გავაქრეთ :D  რეცეპტის პირველწყარო რომელიღაც უცხოენოვან ბლოგზე ვნახე.  რა თქმა უნდა გადმოვაკეთე,

ქათმის ფილე ბოსტნეულით

დღეს ბოსტნეულთან ერთად მოშუშული ქათმის ფილეთი გაგიმასპინძლდებით. გემრიელი და ძალიან მარტივი კერძია, მოსამზადებლად სულ რაღაც 30 წუთი დაგჭირდებათ. 400 გ ქათმის ფილე 1 -1 პატარა წითელი და მწვანე  ტკბილი წიწაკა 1 თავი ხახვი 1-2 კბილი ნიორი 400 გ კანგაცლილი დაჭრილი პამიდორი (ცოცხალი ან კონსერვირებული) მარილი, პილპილი, რეჰანი ტაფაზე დავბრაწოთ  გრძელ ზოლებად დაჭრილი ქათმის ფილე.  დავამატოთ წვრილად დაჭრილი

თევზი ბოსტნეულის სოუსში

დღევანდელი რეცეპტი გახლავთ თევზი ბოსტნეულის არომატულ სოუსში.  რა თქმა უნდა, გემრიელია - როგორც ყველა რეცეპტი ამ ბლოგზე :D  თან სწრაფადაც მზადდება. თვითონ თევზი იძენს შესანიშნავ არომატს და გემოს. გამოდგება ნებისმიერი თევზი, განსაკუთრებით თეთრი, ნაკლებ ცხიმიანი და უფხო თევზეული. ამ ჯერად მე მქონდა ნოტოტენია, მაგრამ კარგი გამოდის კალმახითაც. 800 გ თევზი ნოტოტენია 500 გ

ოსო ბუკო ბოსტნეულით

ამ გემრიელი იტალიური კერძის მოსამზადებლად არტალას ნაჭრებია საჭირო, ტვინიანი ძვლით.  არსებობს რეცეპტები ბოსტნეულით და მის გარეშე.  ოსო ბუკოს მილანური ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულზე   იხილოთ.   ამჯერად ბოსტნეულიან ვერსიას შემოგთავაზებთ. ორივე მათგანია ძალიან გემრიელია :)   1 კგ არტალას ნაჭრები (დაახლოებით 4 ცალი) 400 მლ (1 ქილა) დაჭრილი პამიდორი საკუთარ წვენში 3 სტაფილო 120 მლ თეთრი

პასტა პამიდვრით და ბეკონით

რამდენიმე დღის წინ მაკარონის დღე ყოფილა, ჩვენს ფბ გვერდზე ერთმა მკითხველმა "გვისაყვედურა" კიდეც,  მაკარონის ახალ რეცეპტს ველოდიო ამ დღის აღსანიშნავად...   ბოლო დღეებში ისე ცოტა დრო მრჩება საყვარელი ბლოგისთვის, მაკარონის დღე საერთოდ არ გამხსენებია :(  რეცეპტების სიმცირეს არ ვუჩივი, იმდენი დამიგროვდა! მაგრამ საღამოს, დაღლილი რომ მივუჯდები ლეპტოპს, მხოლოდ თვალის გადავლების

აზუ თათრულად

ცივ ამინდებს როგორ უხდება ასეთი კერძები - სურნელოვანი, ნოყიერი, ცოტა ცხარე და ძალიან, ძალიან გემრიელი :) თანაც ჩვენებური, გემრიელი პამიდვრით მომზადებული. აზუ ისეთი კერძია, ხშირ-ხშირად რომ მოამზადებთ და მთელი ოჯახი სიამოვნებით მიირთმევთ :)   500 გ საქონლის რბილი ხორცი 2-3 პამიდორი 1 ს.კ ტომატ-პასტა 2 ცალი პატარა მჯავე კიტრი 1 ხახვი 1 კბ ნიორი მარილი და პილპილი ოხრახუში   ხორცი თხელ ფირფიტებად

ოსპის სალათა

ოსპი ძალიან სასარგებლო მარცვლეულია. მას ადრე ღარიბების ხორცს უწოდებდნენ, რადგან დიდი რაოდენობით ცილას და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, ამასთანავე ნოყიერია და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს. მეც ვცდილობ ხშირად ჩავრთო ჩემს რაციონში, სხვადასხვანაირად მოვამზადო, გავხადო უფრო გემრიელი, რადგან, უნდა ვაღიარო, მაინც და მაინც არ ვგიჟდები მის გემოზე :D   1 ჭ ყავისფერი ოსპი (ჭიქა=

ბრუსკეტა

აი, ასეთი, ძალიან გემრიელი თბილი ბუტერბროდის რეცეპტი მაქვს დღეს ბლოგზე :)   ცოტა იტალიურ, ცოტა ქართულ სტილში, მაგრამ ჭეშმარიტად გემრიელი და მარტივი :) როცა ვჩქარობ, ან მაცივარში სრულფასოვანი კერძი არ მაქვს, ყველანი სიამოვნებით მივირთმევთ ხოლმე. იმედია, თქვენც მოსინჯავთ და მოიწონებთ ;) 6 ნაჭერი პური 6 ნაჭერი სულგუნი ან მოცარელა 3 მოზრდილი ქამა სოკო 6 ჩერი

რულეტი ბოსტნეულით და ორაგულით

ასეთი ფასტ-ფუდი ჩემი ბოლო დროის აკვიატებაა. ლავაშებში ნაირ-ნაირ ბოსტნეულს, თევზს, ქათმის ან საქონლის ხორცს, ლორს ვახვევ და სრაფი  სადილი მზადაა. ნაყიდს ათასჯერ სჯობს - ყოველთვის ახალ ბოსტნეულს ვდებ , სოუსად არ ვიყენებ  მაიონეზს, მით უფრო ნაყიდს. ამ პროდუქტზე საერთოდ უარი ვთქვი და არასოდეს ვყიდულობ. მწვანილიან-ნივრიანი  არაჟნით, ჩემს მიერვე დაყენებული არომატიზებული

ქათმის ბურთულები პამიდვრით

დღეს ისეთი გრილი ამინდია, ღუმელის ანთება ალბათ არც დაგეზარებათ :)  ამ გემრიელი კერძის მომზადებას კი ერთი საათიც არ სჭირდება.  თუ ქათმის ფარში არ აღმოჩნდა თქვენს სიახლოვეს, არც ეგაა პრობლემა, სცადეთ საქონლის ხორცით. მოარგეთ საკუთარ გემოვნებას და შესაძლებლობებს - მე მხოლოდ იდეებს გთავაზობთ :)   მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს! საბოლოო შედეგი იქნება ასეთი:   600

Top