თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ორაგული"

ორაგულის ტოსტი მარტივად

როგორც ბარბარე ჯორჯაძე იტყოდა, თუ შემთხვევით წინა დღიდან ინდაურის ბარკალი მოგრჩათ... :D მოკლედ, თუ თქვენც შემთხვევით მარილიანი ორაგულის ნაჭრები მოგრჩათ და არ იცით სად წაიღოთ, აი ასე შეგიძლიათ გააკეთოთ უგემრიელესი და უმარტივესი ტოსტი. 1 ტოსტისთვის დაგჭირდებათ: 1 ნაჭერი პური (შავი ან თეთრი, გახუხული ან გახუხვის გარეშე) 2 ღერი რუკოლა 1 ნაჭერი მარილში

ისპანახის რულეტი დამარილებული ორაგულით

ეს რულეტი თამუნასთან, ჩემს მეგობართან, გერმანიაში გავსინჯე. სასწაულად გემრიელი აპეტაიზერია. თევზიც თუ გიყვართ და ისპანახიც, დარწმუნებული ვარ, გასინჯვისას ჩემსავით თვალებს დახუჭავთ, რომ გემო სრულად და უკეთ შეიგრძნოთ. გაკეთება რთული არ არის. დაგჭირდებათ: ისპანახი კვერცხი მარილში გამოყვანილი ორაგული cream cheese ან მდნარი ყველი შავი პილპილი და მარილი დახეხილი პარმეზანი (სურვილის შემთხვევაში) ვერცხლისფერი ქაღალდი და ბასრი დანა გასუფთავებულ-გარეცხილი ისპანახის ფოთლები ოდნავ

თანდილა – ახალი რესტორანი ბათუმში [მიმოხილვა I]

შემოდგომის და გაზაფხულის ბათუმი სულ სხვანაირია. ამ სეზონის წვიმა, მთებზე ლამაზი ნისლი და გრილი ჰავა, მგონია, რომ აქაურობისთვის არანაკლებ ორგანულია, ვიდრე ზაფხულის გიჟური ტემპი და ცხელი ზღვა. ბათუმის რესტორნების შესახებ ჩვენს ბლოგზე პირველად არ ვწერთ. პელიონი და ნეფელე ბათუმში ამ წლის სიახლე და არა მხოლოდ ჩვენი ფავორიტია. კიდევ ერთი, რომელსაც მხოლოდ სექტემბრის ბოლოს

ორაგულის კულებიაკა

ორაგულის კულებიაკა ჩემი საყვარელი ღვეზელია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში კარგი ორაგულის შოვნა მარტივი არ არის:  გაყინული რაც იყიდება, ძირითადად ან საუკუნის წინანდელია - შესაბამისად საშიანლად უგემური, ან რაღაც სხვა ქვესახეობაა ორაგულად გასაღებული. თუ კარგი წითელი, ცხიმიანი და გემრიელი ორაგული იყიდება სადმე, ფასი აქვს "ცეცხლის".  მაგრამ ასეა თუ ისეა, რეცეპტს

Salmon cake – ორაგულის კატლეტები

ეს უგემრიელესი კატლეტები, რა თქმა უნდა, სხვა თევზითაც შეიძლება მომზადდეს, თუმცა ორაგულით განსაკუთრებით მომწონს. ორაგულში ვგულისხმობ ხასხასა ვარდისფერ, ცხიმიან ატლანტიკის ორაგულს, ე.წ.  семга,  იმ ორაგულის მსგავსი გადამხმარი თევზით, რომელიც ჩვენთან გაყინული იყიდება, ისეთი არ გამოდის როგორც საჭიროა.   600 გ ორაგული 1 კარტოფილი 1 კონა კამა 3-4 ღერი მწვანე ხახვი 1 კვერცხი 1.5  ს.კ ფქვილი მარილი პილპილი ლიმონი   ორაგული გავასუფთავოთ კანისა

რულეტი ბოსტნეულით და ორაგულით

ასეთი ფასტ-ფუდი ჩემი ბოლო დროის აკვიატებაა. ლავაშებში ნაირ-ნაირ ბოსტნეულს, თევზს, ქათმის ან საქონლის ხორცს, ლორს ვახვევ და სრაფი  სადილი მზადაა. ნაყიდს ათასჯერ სჯობს - ყოველთვის ახალ ბოსტნეულს ვდებ , სოუსად არ ვიყენებ  მაიონეზს, მით უფრო ნაყიდს. ამ პროდუქტზე საერთოდ უარი ვთქვი და არასოდეს ვყიდულობ. მწვანილიან-ნივრიანი  არაჟნით, ჩემს მიერვე დაყენებული არომატიზებული

ორაგულის რულეტი ლავაშში

დღევანდელი რეცეპტი მარტივი, გემრიელი და ეფექტური რეცეპტების კატეგორიას მიეკუთვნება. მზადდება სწრაფად და ასეთივე სისწრაფით ქრება თეფშებიდან :)   1   დიდი ზომის ლავაში 200 გ კრემ-ყველი 200 გ მარილში გამოყვანილი ან შებოლილი ორაგული 1-2 კიტრი კამა მარილი პილპილი   ორაგული მე თავად მოვამზადე ამ რეცეპტის მიხედვით, მხოლოდ, ამჯერად, მარტო ლიმონის წვენი, მარილი და შაქარი გამოვიყენე მარინადისთვის. თვითონ რულეტს კი ვაკეთებთ ასე: კიტრი დავჭრათ ჩხირებივით. ლავაშს

თეთრი კრემ-სუპი ოხრახუშის პესტოთი

მე ეს კრემ-სუპი ძალიან მიყვარს. ჯერ ერთი, ძალიან მარტივია, თან გემრიელი. თევზთან ერთად განსაკუთრებით, თუმცა მის გარეშეც შეიძლება. უფრო ხშირად ცივ დღეებში ვამზადებ, თუმცა მსუბუქია და ნებისმიერ დროს შეიძლება მირთმევა. იმედი მაქვს მოგეწონებათ და თქვენს მენიუშიც შეიტანთ :)   400 გ ყვავილოვანი კომბოსტო 400 გ კარტოფილი 1 ხახვი 1-2 კბილი ნიორი 4 ს.კ ოხრახუშის პესტო (რეცეპტისთვის

სპაგეტი ორაგულით

სამეფო ორაგული - სწორედ ასე ჰქვია ორაგულის ამ სახეობას და ჩემი აზრით, ეს სახელი ზედგამოჭრილია! სამეფოა, აბა რაა, სულ 15 წუთში, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის და ახალდაფქული პილპილის  დამატებით ღვთაებრივად გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება მისგან. როცა ცოტა დრო მაქვს, ან უბრალოდ მეზარება რაიმე განსხვავებულის გაკეთება, სწორედ ასე ვიქცევი: დაჭრილ-ორაგულს, აი

ორაგული სკანდინავიურად, არყიანი სოუსით და ოხრახუშის სალათი

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურადაც გეჩვენოთ ასეთი შეხამება, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რა არის აქ უჩვეულო? არაყი და ორაგული - ჩრდილოეთის ქვეყნების ნაციონალურ სამზარეულოში ძალიან პოპულარულია და იქაური ცივი ამინდების გამათბობელი :) მომზადება რომ გადავწყვიტე, გამოგიტყდებით, ცოტა ეჭვი მეპარებოდა საბოლოო შედეგის წარმატებაში.  მეშინოდა ,  თევზიც არ გამეფუჭებინა, ჩემი საყვარელი  ვარდისფერი და საოცრად

ახალი კარტოფილის სალათი ორაგულით

რაც უფრო ზემოთ იწევს ტემპერატურა, მით უფრო ქვეითდება ჩემი შრომისუნარიანობა :( მაგრამ, რადგანაც ნებისმიერ ამინდში მოშიება გარდაუვალია,  რატომ არ უნდა მოვამზადოთ რაიმე ადვილი და გემრიელი? 2 ულუფისთვის: 4-5 საშუალო ზომის ახალი კარტოფილი 1 მომცრო კიტრი 1 პამიდორი (ჩერი უკეთესი იქნებოდა) 100 გ ყველი ფეტა (შეგიძლიათ შეცვალოთ) თხლად დაჭრილი შებოლილი ან დამარილებული ორაგული სოუსი: 2 ჩ.კ.ტარხუნის ძმარი 2 ს.კ ზეითუნის

გრავლაქსი – მარილში გამოყვანილი ორაგული

Gravlax (შვედურად), Gravlaks (ნორვეგიულად), Graved laks (დანიურად), Graavilohi (ფინურად) ან Graflax  (ისლანდიურად)  სკანდინავიურ სამზარეულოს მიეკუთვნება და ორაგულის უმი ფილესგან მზადდება.  მისი მომზადება ძალიან მარტივია, შედეგი კი ღვთაებრივად გემრიელი :)  თუ მის მომზადებას გადაწყვეტთ, ერთადერთი სერიოზული პრობლემა, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ, თბილისში კარგი, ხარისხიანი თევზის შოვნაა. სამწუხაროდ, საქართველოში ზღვის ნობათის ძალიან მწირი არჩევანი გვაქვს.  გრავლაქსის მოსამზადებლად საჭიროა ორაგულის ჯიშის თევზი, წითელი

Top