ნუში Archives | Page 2 of 2 |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ნუში" (Page 2)

ბისკვიტი ატმით და ნუშით

ალბათ შეამჩნევდით, ბლოგზე ძველებურად ვეღარ ვაქტიურობ. ან იქნებ ვერც შეამჩნიეთ და მე მგონია ასე... :D საქმე ისაა, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და თბილისიდან შორეულ კალიფორნიაში გადმოვბარგდით. თუ ოდესმე მსგავსი გამოცდილება გქონიათ, ალბათ იცით, რამდენ ენერგიას მოითხოვს ეს პროცესი.  ახალ ქვეყანასთან, ხალხთან, გარემოსთან, საკვებთან შეგუება არც ისე ადვილია,

ვაშლის ქრამბლი

ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება ვაშლისგან მოვამზადოთ ქრამბლია. უბრალოდ დავჭრით ვაშლს და დავაყრით ცომს, დიახ, სწორედაც რომ დავაყრით, რადგან გაბრტყელებაც კი არ სჭირდება. განსაკუთრებით გემრიელია თბილი, როგორც წესი, ნაყინთან ერთად, მაგრამ მე მის გარეშე მირჩევნია... 125 გ შაქარი 80 გ კარაქი (ან მცენარეული მარგარინი, სამარხვო ვერსიისთვის) 150 გ ფქვილი ვანილი 5 საშუალო ზომის ვაშლი, მომჟავო 1 ჩ.კ.

ამარეტი – იტალიური საშობაო ნამცხვარი

ამარეტები (amaretti) იტალიური ნუშის ნამცხვრებია. ხშირად აცხობენ საშობაოდ, საახალწლოდ, თუმცა ამ არაჩვეულებრივი დესერტის მოსამზადებლად განსაკუთრებული დღეები სულაც არაა აუცილებელი. მზადდება მარტივად, სულ 4 ინგრედიენტისგან. შედეგი კი მართლაც საუცხოოა,გარედან ხრაშუნა და ფხვიერია, შიგნით ოდნავ ნოტიო, რბილი, ‘’ღეჭვადი’’ და ნუშის ინტენსიური არომატით.     3 კვერცხის ცილა 300 გ დაფქული ნუში (იყიდება სუპერმარკეტებში) 300 გ შაქარი+ პუდრა

ხრაშუნები სიმინდის ფქვილით და ნუშით

მმმ, როგორ მიყვარს ასეთი სასუსნავები!  ვიცი, რომ ეს სულაც არაა გონივრული, კვებას შორის "წასუსნავება" მავნედაც კი ითვლება, მაგრამ სიამოვნებაში თუ გონიერებას შეიტან, ეს აღარ იქნებაო სიამოვნება, სადღაც წამიკითხავს :)   ასეა თუ ისე, დილაობით რამდენიმე ასეთი ხრაშუნა და გემრიელი ნამცხვარი ლიმონიან უშაქრო ჩაისთან  ნამდვილად მანიჭებს ბედნიერებას :) ''რამე გემრიელი მინდა" -

ფენოვანი ხვეულა ვაშლით და ნუშით

ვაშლის დესერტი ნუშით პირველად ვცადე. არანაკლებ გემრიელია ვიდრე ნიგვზით (ნიგოზი ხომ ყველაფერს უხდება ).  სახლში მზა ფენოვანი ცომი მქონდა,  ამიტომ ბევრი არც მიწვალია, ისე უცბად და მარტივად მოვამზადე ეს დესერტი. 450-500 გ ფენოვანი ცომი 40 გ კარაქი 100 გ ნუში, კანიანი 4-5 ვაშლი 1 ჩ.კ. დარიჩინი 100 გ.  შაქარი (სასურველია ყავისფერი) კვერცხი ზემოდან წასასმელად გაფცქვნილი, დაჭრილი ვაშლი, შაქარი

კალმახი ნუშითა და ღვინით

კალმახი ძალიან მიყვარს. ლიმონის წვენმოსხმული და უბრალოდ შემწვარიც კი ძალიან გემრიელია ჩემი აზრით. ამ ზაფხულს  ''სქაი ბარში'' მეგობრულ-საქმიანი შეხვედრა გვქონდა კულინარიაზე შეყვარებულ რამდენიმე ადამიანს. მახსოვს იქაც კალმახი შევუკვეთე, ღვინის სოუსით. წინასწარ წარმოვიდგინე, რა გემრიელი იქნებოდა, თევზი და ღვინო, ეს ხომ არაჩვეულებრივია! მაგრამ, როგორც ერთი კაცი ამბობს ხოლმე: ნურას უკაცრავად! ვერ მოგართვით

გრანოლა, სახლში მომზადებული იდეალური საუზმე

გრანოლას მომზადებისას ეკას რეცეპტით  ვხველმძღვანელობდი, მაგრამ მცირე ცვლილებები მეც შევიტანე. ჩირის ასორტი გავამრავალფეროვნე და დოზირებებიც ცოტა შევცვალე, ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე. გრანოლა შვრიის, ხმელი ხილის და ჩირეულის უგემრიელესი ნარევია, რომლის მომზადება სახლში მარტივად შეიძლება და მიუსლისა თუ სხვა მსგავსი დილის საუზმის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა.  უმჯობესია მსხვილფირფიტებიანი შვრია ავირჩიოთ, თუმცა ამ კონკრეტულ რეცეპტში წვრილი შვრიაა

გოზინაყის ასორტი

გოზინაყი ქართული ახალი წლის განუყრელი აქსესუარია, რომელიც ნებისმიერ დღეს შეგიძლია გააკეთო, მაგრამ მაინც წლიდან წლამდე, 31 დეკემბერს ელოდები და რიტუალურად იწყებ მის მომზადებას, ხოლო ღამის 12-ზე - დაგემოვნებას. გოზინაყს ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს, ზოგს ნიგვზის დაქუცმაცებული ნაჭრებისგან გაკეთებული, თეთრი, რბილი გოზინაყი უყვარს. ზოგს კი - კარგად დაბრაწული, ხრაკუნა და მუქი. მე ამ

თურქული ფლავი

ამ კერძის მომზადება მეგობარმა კულინარმა, ნათია მინაშვილმა მირჩია. რა თქმა უნდა, არ ვნანობ რომ დავუჯერე :)  მართლაც ძალიან გემრიელი და მსუბუქი კერძია. რეცეპტის ორიგინალში ცხვრის ხორცია გამოყენებული, თუმცა ცხვართან ვერ ვმეგობრობ და არასოდეს ვამზადებ, ამიტომ ქათამი და საქონლის ხორცი ვსინჯე. გთავაზობთ ქათმის ხორციან ვერსიას.500 გ ქათმის ხორცი ( მე ფილე

ნუშის ნამცხვარი ლიმონის რგოლებით

ამ ნამცხვრის ფოტო (რეცეპტითურთ) ერთ კულინარიულ ბლოგზე ვნახე და მაშინვე დამაინტერესა. ძალიან ლამაზი და ამასთანავე გემრიელია. ციტრუსის მომჟავო არომატი ტკბილ ცომს საოცრად უხდება. გთავაზობთ რეცეპტს ✔ 150 გ დარბილებული კარაქი ✔ 1 კვერცხი + 1 კვ. გული ✔ 200 გ დაფქული ნუში ✔ 100 გ შაქრის პუდრა ✔ 200 გ ფქვილი ✔ 1 ს.კ ლიმონის ცედრა ✔ 1 ს.კ ლიმონის წვენი ✔ 2-3 საშუალო ზომის ლიმონი ✔ შაქარი

ვაშლის ზღარბები

მასალა: 1 მოგრძო ფორმის გოლდენ ვაშლი (მსხალიც შეიძლება) 1 ს.კ შაქარი+2 ს.კ წყალი ნუშის ჩხირები შოკოლადის ბურთულები თვალებისა და ცხვირისთვის მომზადება: ვაშლი გაფცქვენით, გაჭერით სიგრძეზე და ამოუღეთ გული. პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი და შაქარი, რომ წამოდუღდება ძალიან დაბალ ცეცხლზე გადაიყვანეთ, ჩადეთ ვაშლის ნაჭრები და თავზე დაახურეთ. დატოვეთ დაახლოებით 5 წუთი, რომ ვაშლი დარბილდეს. შემდეგ ამოიღეთ, გააციეთ

ტკბილი გულები და ვარსკვლავები

ეს არის ყველაზე მარტივი, გემრიელი და გამძლე, დიახ გამძლე ნამცხვრის რეცეპტი, რომელიც პრინციპში, წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის Christmas cookies-ების ჩემებურ ნაზავს.გვჭირდება:ნამცხვრის გამოსაჭრელი ფორმები - გულები, ვასრკვლავები, მზე, მთვარე, მოკლედ სულ ერთია (იყიდება დანიურ სახლში, გუდვილში)კარაქი ან მარგარინი - 100-150 გრ.შაქარი (პუდრა ან ბლენდერში დაფქული) - 1,5-2 ჩ/ჭ1 კვერცხის ცილა1 საშუალო ჭიქა

Top