თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ნუში"

მოხალული ნუში როზმარინით – ენერგიისთვის

ნუში ძალიან სასარგებლოა. როგორც თხილეულთა უმეტესობა, ენერგიის წყაროც არის. შეგიძლია შენ თვითონ მოხალო სასურველ სურნელებსა  და არომატებში. ტკბილი და კარამელიზებული გადასარევია, მაგრამ სუოერკალორიული. ამიტომ მარილიანი ვერსია ვცადე.  მინდა გითხრათ, რომ მარილსაც გვარიანად ისრუტავს, მაგრამ მშრალზე ჩამოიფერთხება. 2 ჭიქა ნუშზე 2 სუფრის კოვზი მარილი, ამდენივე ხმელი როზმარინი და ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილია საჭირო.  რეცეპტის

წარმოუდგენლად მარტივი და გემრიელი ისპანახის სალათა

საქართველოში რატომღაც  ისპანახს მხოლოდ ფხალის, ზოგჯერ კი სუპის სახით აღიარებენ და მიირთმევენ. მისი სალათებში გამოყენების იდეა ბევრს არ ხიბლავს. თითქოს და რა უნდა იყოს ისპანახის სალათა? მაგრამ არის! მერწმუნეთ ღირს გასინჯოთ. მთავარია ქორფა, ახალი, საღი ისპანახის ფოთლები იშოვოთ, ღეროც რომ არ გამაგრებია, ისეთი. სალათებში სწორედ ასეთი ისპანახი გამოიყენება და ძალიან

ნუშის კექსი ხილით

თუ კექსებში ფქვილის ნაწილის  ნაცვლად დაფქული ნუშის დამატება არ გიცდიათ, აუცილებლად უნდა სცადოთ! ნუში მნიშვნელოვნად ცვლის არა მხოლოდ გემოს, არამედ კექსის სტრუქტურასაც - ფხვიერი, ნაზი და უფრო მსუბუქი გამოდის. დღევანდელი ნუშის კექსი სინამდვილეში რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე, თუმცა მის დასაწერად თითები კლავიატურამდე აქამდე ვერ მოვიტანე :)  სტუმრად უკრაინელ ფუდბლოგერს, ანას ველოდებოდი,

ლაიმისა და მარწყვის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

ვიცი რომ საქართველოში მარწყვის სეზონი რა ხანია დასრულდა, მაგრამ კალიფორნიაში ფანტასტიური ამინდების გამო ყოველთვის ყველაფრის სეზონია. აქ ყველაფერი სხვანაირადაა, მუდამ მზე ანათებს, მუდამ ყვავილობენ მცენარეები, მუდამ ყველანაირი ხილ-ბოსტნეული იყიდება ბაზრებში და მხოლოდ სურვილი, ცოტაოდენი დრო და ბლომად ფული გჭირდება გასტრონომიული სურვილების ასასრულებლად. ჩიზქეიქები ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ შემიყვარდა, იმიტომ რომ მისი წესების

კუსკუსის სალათა ბოსტნეულით – ძალიან მარტივი და გემრიელი

წლების წინ, ჩემი პირველი შეხვედრა კუსკუსთან წარუმატებად დასრულდა. მაშინ ვიფიქრე რომ ეს ყველაზე უგემური რამ იყო, რაც კი მანამდე მეჭამა! დიდხანს ვიყავით ასე უბრად მე და კუსკუსი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ერთი შანსი კიდევ მიმეცა: მისგან  ყველაზე მარტივი  და ცნობილი სალათა მოვამზადე. ეს სალათა ზაფხულში შესანიშნავი საჭმელია. ასევე გამოდგება გარნირად ხორცეულთან. საოცრად

მაფინები ქოქოსის რძით

დღევანდელი რეცეპტი სიმარტივით გამოირჩევა და  დაახლოებით 40 წუთში მზადდება გამოცხობის ჩათვლით. თუ ქოქოსის რძის არომატი არ გიყვართ, ჩვეულებრივი რძე ან დაბალცხიმიანი ნაღები გამოიყენეთ.  სიმართლე რომ გითხრათ, მაფინებს ქოქოსის რძის მკვეთრი არომატი არ მიჰყვება, ან შესაძლოა მე არ ვიყიდე გამორჩეულად კარგი პროდუქტი... საბოლოოდ, მაფინები მაინც მშვენიერი გამოვიდა,  ფუმფულა, რბილი და გემრიელი.   120

verdens beste kake – მსოფლიოში საუკეთესო ტორტი

სწორედ ამას ნიშნავს ამ ნორვეგიული დესერტის verdens beste kake-ის  სახელწოდება ქართულად და ტორტი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს!  წლების წინ ამ ტორტს ნორვეგიის ეროვნული ნამცხვრის წოდებაც კი მიანიჭეს. რეცეპტს შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში. ჯერ სახელმა მიმიზიდა, შემდეგ დავგუგლე და უამრავი მადისაღმძვრელი ფოტო მომხვდა თვალში. მეც გადავწყვიტე გამეკეთებინა.  ფოტოები მაინც და მაინც გადასარევი არ

უგემრიელესი მარციპანის ხრაშუნები ჯანჯაფილით, ქიშმიშით და გოგრის თესლით

რა სამწუხაროა, რომ მობილურით გადაღებულ ამ ფოტოებს არ შეუძლია გადმოგცეთ ის მრავალფეროვანი და უუგემრიელესი არომატი და გემო, რაც ამ ხრაშუნებს აქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა "რაც სახლში მქონდა", ყველაფერი გამოვიყენე და მეც გამიკვირდა, ისეთი შედეგი მივიღე. ამასწინათ მეგობარმა მარციპანის აი ასეთი როლი მაჩუქა, რამეს გააკეთებო. მარციპანის ფანი მე არ ვარ და კარგა

მსხალი ღვინის სიროფში [+ვიდეო]

საახალწლოდ თუ არაასაახალწლოდ, ყოველთვის შეიძლება ორიგინალური დესერტის გაკეთბა ნაცვლად ტრადიციული ტკბილეულისა. მთავარია არ დაიზაროთ და ჩვენს გემოვნებას ენდოთ ;) ამ გემრიელი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მაგარი მსხალი, ღვინო, ფორთოხალი (კანი/ცედრა), დარიჩინი, შაქარი და ვანილი. ასევე ცოტა ნუში, თავზე მოსახეხად. მსხლების რაოდენობის მიხედვით უნდა განსაზღვროთ ღვინის და შესაბამისად მისი საკმაზების + შაქრის რაოდენობა, ქვაბის

კენკრის გალეტი

საერთოდ, ეს საზაფხულო დესერტია, მსუბუქი, ტკბილ-მჟავე, გემრიელი, მაგრამ თუ მაცივარში გაყინული კენკრა გეგულებათ, რა გიშლით ხელს, რომ თუნდაც ახლა გამოაცხოთ?  თბილ-თბილივე მიირთვით,  ვანილის ნაყინი უხდება, მაგრამ არც ცხელ ჩაისთანაა ურიგო :)   ცომი 200 გ ფქვილი 2 ს.კ არაჟანი 100 გ დარბილებული კარაქი მარილი 1 ს.კ შაქარი 2 ს.კ ცივი წყალი  შიგთავსი 300 გ ცოცხალი ან გაყინული  კენკრა (წითელი და

უმარტივესი ტარტი ატმით

შეგინიშნავთ, სექტემბრში ჰაერი როგორ სხვანაირად ლივლივებს, მზის სხივები კი როგორი რბილია და მათრობელა?  გინდა კატასავით მიეფიცხო მზეს, არსად გეჩქარებოდეს, თვლემდე და ტკბებოდე.   დილა-საღამოს სიგრილეს ცხელი სურნელოვანი ჩაით ხვდებოდე, - თუ თქვენ არომატული მაგარი ყავა გირჩევნიათ? როგორც გენებოთ, ეს ატმის ტარტი ორივეს მოუხდება :) შემოდგომის ატამი განსაკუთრებულად გემრიელია. წვნიან რბილობში აქვს

ნუშჩახუტებული დათუნიები

იაპონური წარმოშობის ფრანგი კულინარის, მაა ტამაგოსანის შექმნილმა უსაყვარლესმა დათუნიებმა მსოფლიო ვებსივრცე მოიარა და ბოლოს BoredPanda-ზე, იქიდან კი - ჩვენს ბლოგზეც აღმოჩნდა. მაა ტამაგოსანი გვირჩევს გავაკეთოთ მარტივი ცომი: 110 გრამი ფქვილი + 20 გრამი კარტოფილის ფქვილი + მწიკვი მარილი + 10გრ თაფლი + 30 მლ ზეთი + 40 გრ შაქრის სიროფი ან შაქარი. ეს

Top