თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ნიგოზი"

უგემრიელესი გოზინაყი კვახის კაკლით

ახლა გაგიზიარებთ როგორ გააკეთოთ საოცარი გოზინაყი, უნიგვზოდ. ნიგვზის გოზინაყი უპირობოდ გოზინაყთა მეფეა, მაგრამ ვინ გვიშლის სხვანაირიც გავაკეთოთ? აქვე გეტყვით, რომ მზესუმზირითაც ვცადე და დიდი ვერაფერი. კარგი საკნატუნო რამეა, მაგრამ ხალვის გემო აქვს, ახალი და საინტერესო არაფერია. აი გოგრის თესლით, ანუ როგორც დასავლეთ საქართველოში იტყვიან - კვახის კაკლით და გნებავთ "წერეთლის მწვადებით"

სახლი მადათოვზე

ამჯერად ჩემს ობიექტივში „სახლი მადათოვზე“ მოხვდა, ახლად გახსნილი რესტორანი ძველ პლეხანოვზე (აღმაშენებლის 23). რა მომეწონა? მოდიფიცირებული კერძები ქართული სამზარეულოდან, საინტერესო და ჯანსაღი დესერტები. უფრო დეტალურად კი, აღნიშვნის ღირსია იხვის ტოლმა, რომელსაც ჩემდა გასაკვირად, ჩვეულებრივი ვაზის ფოთლის ტოლმის გემო აქვს, ოდნავ მშრალ ხორცს თუ არ ჩავთვლით. თან, ცოტა არ იყოს და, ცოტააა. ხაჭაპური კეცზე,

თაფლის ტორტი “მედოვიკი” არაჟნის კრემით

დღევანდელი პოსტის თემა ყველაზე პოპულარული რუსული თუ საბჭოური თაფლიანი ნამცხვარი "მედოვიკია". მისი ერთერთი ვერსია უკვე გვაქვს ბლოგზე (იხილეთ რეცეპტი) , მაგრამ ამჯერად განსხვავებული კრემით გთავაზობთ. მე ძალიან მომწონს მედოვიკი არაჟნის კრემით. კარაქიან-შესქელებულ რძიანი კრემისგან განსხვავებით, ის უფრო მსუბუქია, ნაკლებ ტკბილი და მსუყე, უკეთ "ჯდება" ფირფიტებში და ოდნავ მომჟავო, სასიამოვნო არომატს მატებს

ღანძილი პარმეზანით

ანი გაგუას რეცეპტი ღანძილი მრავალწლოვანი, ხახვის მსგავსი ბოლქვიანი მცენარეა, ტყესა და მთებში იზრდება და გემო ნივრისთვის მიუგავს. იზრდება გაზაფხულიდან შუა ზაფხულამდე და არც ისე ბევრგან იყიდება. ბოლო დროს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიტმა soplidan.ge პროდუქტების ჩამონათვალს ღანძილიც დაამატა და მისი მოყვარულები ძალიან გაახარა. ამ რეცეპტს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი და ტრენერი, ანი გაგუა გვიზიარებს.

მსხლისა და ყველის სალათა

ეს ძალიან მარტივი, განსხვავებული და გემრიელი სალათაა. განსაკუთრებით მოგეწონებათ თუ შერეულ გემოებს აფასებთ - ერთდროულად  მოტკბოს და მარილიანს. მაგრამ თუ ტრადიციული, შეჩვეული გემოების იქით არაფერი მოგწონთ, მაშინ ამ რეცეპტსაც გულგრილად ჩაუარეთ - პროდუქტები "ტყუილად რომ არ გააფუჭოთ" :D 1 ულუფისთვის: 25 გ რუკოლას ფოთლები ½ მსხალი 2 ს.კ  მსხვილად დაფშვნილი ობიანი ყველი (ნებისმიერი სასურველი) 2

გოგრის კექსი სანელებლებით

გოგრას ამერიკელები ძალიან აფასებენ და მისგან უამრავ რამეს ამზადებენ. ოქტომბრიდან მოყოლებული ყველა ბაზარსა თუ მაღაზიაში უამრავს შეხვდებით.  მეც "ავყევი ფეხის ხმას" და ამ ბოლო დროს ხშირად ვყიდულობ.  ნელ-ნელა ყველა საინტერესო რეცეპტს გაგიზიარებთ, დღეს კი გოგრის კექსით დავიწყებ. აქ გოგრის კექსები ძალიან უყვართ.   180 გ გოგრა 2 კვერცხი 110 გ შაქარი ½ ჩ.კ დაფქული კარდამონი 2/3

შემწვარი ბანანი

თუ ბანანის შეწვა ჯერ არ გიცდიათ, ეს პოსტი თქვენთვისაა. გადაავლეთ თვალი. პირველ რიგში, ტაფაზე გაადნეთ 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი (ან თუ არ გაქვთ - ჩვეულებრივი, ანდა სულად თაფლი) და კარაქის პატარა ნაჭერი. ცხელში ჩაუშვით 1-2 ცალი დაჭრილი ბანანი და მობრაწეთ. შემდეგ სათითაოდ გადააბრუნეთ და 1 მუჭი დაჭრილი ნიგოზიც დაამატეთ. როცა ბანანი და

ქერის ტკბილი ფაფა

მარცვლეული რომ ძალიან სასარგებლოა და აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს რაციონში, ყველამ ვიცით.  დილაობით მარცვლეული საუკეთესო საუზმეა - კარგად ანაყრებს, რთული ნახშირწყლების წყაროა და ენერგიაც დიდხანს გვყოფნის. რამოდენიმე სასარგებლო და გემრიელი ინგრედიენტის დამატებით სუპერ-საუზმეს მივიღებთ. მაშ, მოვამზადოთ ტკბილი ფაფა ქერით (იგივე "პერლოვკა " ) 1 ჭ ქერი (ჭიქა=250მლ) 2.5 ჭ წყალი 2/3 ჭ ქიშმიში ½ ჭ

ბრინჯის ტკბილი ფლავი

ბრინჯის ტკბილ ფლავს ალბათ ყველა აკეთებთ. გემრიელი და მარტივი კერძია.  ჩემი პატარა საიდუმლო, მისი მომზადების დროს, ფორთოხლის ცედრის დამატება გახლავთ, რომელიც საოცარ არომატს და გემოს სძენს ისედაც გემრიელ ფლავს.   1 ჭ გრძელი ბრინჯი ბასმატი 1/3 ჭ დაჭრილი ნიგოზი 50 გ კარაქი (შეიძლება ზეთი ან მარგარინიც, თუ მარხულობთ, მაგალითად) 50 გ შაქარი ვანილი 1/3 ჭ ქიშმიში, ამდენივე

ხრაშუნები თხილეულით

ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, ვპასიურობთ, არა და უამრავი რეცეპტი დაგვიგროვდა :)   აი, თუნდაც ეს რეცეპტი, რა ხანია ელოდება დღის სინათლეს. არა და ისეთი გემრიელი იყო, ნამდვილად ღირს, რომ თქვენც გაგიზიაროთ :)   200 გ დარბილებული კარაქი 200 გ შაქარი 2 დიდი კვერცხი ვანილი 300 გ ფქვილი ½ ჩ.კ დაფქული ჯანჯაფილი ½ ჩ.კ დაფქული დარიჩინი 2/3 ჩ.კ

შოკოლადის ტორტი ყაბაყით

უჩვეულო ექსპერიმენტი - ტორტი ყაბაყით.  მაგრამ წინასწარ გულს ნუ აიცრუებთ ძალიან გემრიელია!  ყაბაყი ბისკვიტს სინოტივეს ანიჭებს და აბსოლუტურად არ აისახება გემოზე, ანუ ბოსტნეულის გემო არ დაჰყვება.  მე გირჩევთ, რომ სცადოთ :) 3 კვერცხი 110 გ შაქარი 100 გ ზეთი 1 ჩ.კ სოდა 200-220 გ ქორფა ყაბაყი (1 საშუალო ზომის) 100 გ ფქვილი მარილი 2 ს.კ კაკაო 40 გ დაფქული

კალმახი ქინძისა და ნიგვზის სოუსში

ეს სოუსი, სხვადასხვა ინტერპრეტაციებით, ბევრ კულინარიულ წიგნში და ბლოგზე შემხვედრია.  რეცეპტების ნაწილში წყლის ნაცვლად ზეითუნის ზეთს იყენებდნენ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ნიგოზი, ზეთი და შემწვარი თევზი მეტისმეტი იქნებოდა ერთად ჩემი კუჭისთვის, ამიტომ წყლით ჩავანაცვლე. ცხელ თევზთან ახალმომზადებული არომატული სოუსი ძალიან გემრიელი იყო.  თევზის პატარა ულუფა დარჩა და ცივიც გავსინჯე. შთაბეჭდილება: ცხელი უკეთესია.

Top