თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ნაღები" (Page 2)

სტაფილოს ტორტი კარამელიზებული თხილით

მოგეხსენებათ, ბოსტნეულის დესერტებში გამოყენება სიახლე აღარ არის. სტაფილოს, ჭარხლის, ყაბაყის ტორტები იმდენადვე გემრიელია, რამდენადაც უჩვეულოდ ჟღერს :) ჩვენს ბლოგზე უკვე დევს სტაფილოს ტორტი კარამელიანი კრემით და ასევე ყაბაყის ტორტი.  დღევანდელი ტორტი ძალიან გემრიელი, თუმცა ცოტა მსუყე დესერტების რიგს მიეკუთვნება. ზოგადად ამერიკული ნამცხვრები მსუყეა, მაგრამ მე შეძლებისდაგვარად გავამსუბუქე: მაგალითად ქრიმ-ჩიზი კარაქის ნაცვლად ნაღებთან

verdens beste kake – მსოფლიოში საუკეთესო ტორტი

სწორედ ამას ნიშნავს ამ ნორვეგიული დესერტის verdens beste kake-ის  სახელწოდება ქართულად და ტორტი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს!  წლების წინ ამ ტორტს ნორვეგიის ეროვნული ნამცხვრის წოდებაც კი მიანიჭეს. რეცეპტს შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში. ჯერ სახელმა მიმიზიდა, შემდეგ დავგუგლე და უამრავი მადისაღმძვრელი ფოტო მომხვდა თვალში. მეც გადავწყვიტე გამეკეთებინა.  ფოტოები მაინც და მაინც გადასარევი არ

შოკოლადის და ჟოლოს ტორტი

2015 წლის პირველი რეცეპტი შოკოლადის და ჟოლოს ტორტია. რადგან პირველია, ვიფიქრე რომ რაიმე განსაკუთრებული და გემრიელი უნდა ყოფილიყო. შოკოლადზე გემრიელი კი აქამდე არაფერი მოუგონიათ :) მას შემდეგ, რაც ათასგვარი საჭირო ინსტრუმენტით სავსე ჩემს თბილისურ სამზარეულოს დავემშვიდობე, რთული დესერტებისა და კერძების მომზადებას შევეშვი. აქ ჯერჯერობთ ყველაფერი არ მაქვს რაც მჭირდება და რასაც

შოკოლადის და მარწყვის ტარტი

მართალია მარწყვის აქტიური სეზონი აღარ არის, მაგრამ მისი შოვნა ჯერ კიდევ შეიძლება.  მაგრამ თუ მარწყვი არ გაქვთ, ჟოლო ან სხვა კენკრაც არ გახლავთ დასაწუნი! ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტარტის მომზადება მაინც ღირს :) 60  გ კარაქი 100 გ ფქვილი 1 ჩ.კ შაქარი მწიკვი მარილი 1 დიდი კვერცხის გული (ან 20  მლ ცივი წყალი) შაქარი, მარილი და

შოკოლადის რულეტი მარწყვით და არაჟნის კრემით

სანამ მარწყვის სეზონი ჯერ კიდევ არის, გთავაზობთ აი ეს შესანიშნავი რულეტი მოამზადოთ :)  ბევრი არაფერი უნდა, მაგრამ ძალიან გემრიელია. მარწყვის გარდა, ვფიქრობ, სხვა კენკრაც  მოუხდება: ჟოლო, მაყვალი ან თუნდაც ალუბალი, ბანანი. 2 კვერცხი 70 გ შაქარი 50 გ ფქვილი 15 გ კაკაო (2 ძალიან სავსე ჩაის კოვზი) 1/3 ჩ.კ. სოდა მწიკვი მარილი კრემი: 200 გ ხარისხიანი არაჟანი შაქრის პუდრი

შოკოლადის ტორტი ყაბაყით

უჩვეულო ექსპერიმენტი - ტორტი ყაბაყით.  მაგრამ წინასწარ გულს ნუ აიცრუებთ ძალიან გემრიელია!  ყაბაყი ბისკვიტს სინოტივეს ანიჭებს და აბსოლუტურად არ აისახება გემოზე, ანუ ბოსტნეულის გემო არ დაჰყვება.  მე გირჩევთ, რომ სცადოთ :) 3 კვერცხი 110 გ შაქარი 100 გ ზეთი 1 ჩ.კ სოდა 200-220 გ ქორფა ყაბაყი (1 საშუალო ზომის) 100 გ ფქვილი მარილი 2 ს.კ კაკაო 40 გ დაფქული

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი

შოკოლადის ტორტი ფორთოხლის ჯემით და შოკოლადისვე კრემით და განაშით - ეს ნამდვილი ზამთრის ტორტია :) ერთი ნაჭერი სეროტონინის საჭირო რაოდენობით აგავსებთ (არასაჭირო კალორიებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას :D) და მთელი დღე ბედნიერების შეგრძნება არ დაგტოვებთ :)   ბისკვიტი: 6 კვერცხი 220 გ შაქარი 2 ს.კ ზეთი მარილი 1 ს.კ ლიმონის წვენი 200 გფქვილი 2 სავსე ს.კ კაკაო  კრემი შიდა: 200 გ ნაღები

როცა გშია, ზაქარია.. ანუ პრასის ფხალი ნაღებში

"როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია" ~ ხალხური სიბრძნე სინამდვილეში პრასი ნაღებით და ნიგვზით, ძალიან გემრიელი გამოვიდა. გულწრფელად დამეზარა  ტრადიციული ქართული რეცეპტის ინსტრუქციისამებრ მთლიანი პრასების მოხარშვა და ნიგოზში ბუდეებად დახვევა. 2 შეკვრა პრასი დავჭერი, 5 წუთით მდუღარეში ჩავყარე და მოვხარშე, შემდეგ კი გავწურე და გავაგრილე. ცხელ ტაფაზე ცოტა კარაქი დავდე და 2 კბილ, წვრილად დაჭრილ

ძალიან გემრიელი შოკოლადის ბურთულები

ეს არის რაღაც cake pops -ის მსგავსი, უფრო სწორედ თითქმის ეგაა, მაგრამ წვრილი ჩხირები არ მქონდა, ბურთულებში რომ ჩამემაგრებინა და ლამაზი ბაფთებითაც მომერთო :)  მაგრამ მერე რა, ისეთი გემრიელი იყო, სილამაზეს ვინ დაეძებდა :)   ბურთულების გასაკეთებლად შეგიძლიათ ცალკე ბისკვიტი  გამოაცხოთ, ან ჩემსავით უკვე მზა ბისკვიტის ნარჩენების უტილიზაცია მოახდინოთ. შოკოლადის

ტირამისუ ინდივიდუალურ ჭიქებში

თუ ერთხელ მაინც გასინჯავთ ნამდვილი მასკარპონეთი მომზადებულ ტირამისუს, მის გემოს ვერასდროს დაივიწყებთ!  ღვთაებრივად გემრიელია :)  მიუხედავად იმისა რომ ტირამისუსთვის საჭირო ღვინო მარსალას თბილისში ვერ იშოვით, მასკარპონე ხომ ნამდვილად იშოვება. ამიტომ მოამზადეთ ეს დესერტი საახალწლოდ, ინდივიდუალურ ულუფებად, ასე უფრო სადღესასწაულო ვიზუალი აქვს :) ტირამისუს შესახებ ადრე უკვე ვწერდით და  შეგიძლიათ იხილოთ  ამ

კალათები ფილოს ცომით

  ეს ძალიან მსუბუქი და გემრიელი ღვეზელებია, რომელიც მარტივად მზადდება და ფანტაზიის ჩართვის საშუალებასაც იძლევა. შეგვიძლია გულში სხვადასხვა ინგრედიენტი ჩავუდოთ. ფილოს ცომი  თურქულ და ბერძნულ  სამზარეულოშია გავრცელებული. საქართველოში თურქულ მაღაზიებში იყიდება, მაგრამ თუ ვერ იშოვით ფენოვანითაც შეგიძლიათ შეცვალოთ  10 ფურცელი ფილო 5 ფირფიტა ბეკონი 10 ბროკოლის ყვავილედი 200 გ არაჟანი ან 20% ნაღები 2 კვერცხი მარილი პილპილი გახეხილი ყველი გამდნარი კარაქი,

დარიჩინიანი დაწნული ფუნთუშა

ეს ფუნთუშა თქვენს მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს, რადგან ძალიან გემრიელი და ეფექტურია. ხრაშუნა დაბრაწული ქერქის ქვეშ ფაფუკი, რბილი გულია და  გაცივების შემდეგაც ინარჩუნებს სირბილეს. იდეალური შედეგის მისაღებად, უმჯობესია მაღალცხიმიანი ნაღების გამოყენება, მათ შორის ნატურალური რძის ნაღების (ე.წ. სოფლის რძის), რომელიც ადუღებისა და გაცივების შემდეგ რძის თავზე გროვდება. თუ გახსოვთ, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტებში

Top