ნამცხვარი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ნამცხვარი"

თაფლის ტორტი “მედოვიკი” არაჟნის კრემით

დღევანდელი პოსტის თემა ყველაზე პოპულარული რუსული თუ საბჭოური თაფლიანი ნამცხვარი "მედოვიკია". მისი ერთერთი ვერსია უკვე გვაქვს ბლოგზე (იხილეთ რეცეპტი) , მაგრამ ამჯერად განსხვავებული კრემით გთავაზობთ. მე ძალიან მომწონს მედოვიკი არაჟნის კრემით. კარაქიან-შესქელებულ რძიანი კრემისგან განსხვავებით, ის უფრო მსუბუქია, ნაკლებ ტკბილი და მსუყე, უკეთ "ჯდება" ფირფიტებში და ოდნავ მომჟავო, სასიამოვნო არომატს მატებს

სტუმრად რუსთავი 2-ზე, მერიკოსთან, შუა დღე-ში

ეს ჩანაწერი საკმაოდ ძველია, დაგვეკარგა და აი ახლა ვიპოვეთ - გადაცემა შუა დღე, რუსთავი 2, მერიკო გუბელაძესთან, 2012 წ. :) ვსაუბრობთ ჩვენს ბლოგზე, კულინარიაზე, ვაკეთებთ ცხელი შოკოლადის ნამცხვარს მდნარი გულით და ცნობილ კერძს - რატატუის, დიახ, სწორედ იმას, რომლის სახელიც ჰქვია ჩვენს ბლოგს :)   დაბალი ხარისხის ჩანაწერისთვის ბოდიშს გიხდით. https://youtu.be/w6dYMfFyijw    

ხვეულა ნამცხვარი ალუბლით

ამ  ბოლო დღეებში ეს ნამცხვარი უამრავ ფეიჯსა თუ ვებ-გვერდზე შემომხვდა და გადავწვიტე დამეტესტა. საკმაოდ მარტივია და ყველა ინგრედიენტი ხელთ მქონდა. მაშ, გაგიზიარებთ ჩემი ექსპერიმენტის შედეგებს და შთაბეჭდილებებს. მსგავსი ნამცხვრის რეცეპტი რატატუიზე უკვე დიდი ხანია გვიდევს, თუმცა იქ ფენოვანი ცომია გამოყენებული, გულში კი ვაშლისა და ნუშის მიქსი აქვს. რეცეპტის ნახვა ამ ბმულზეა

ვაშლის ღვეზელი ხაჭოს ცომით

დღევანდელი  რეცეპტი გახლავთ ვაშლის ღვეზელი. ისეთი გემრიელია, როგორც ზოგადად ვაშლის ნამცხვრებს ეკადრება :)  მზადდება მარტივად. ცომი წინასწარაც შეგიძლიათ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ. შემდეგ უცებ ჩაუდებთ გულს, ერთი, ორი, სამი და ღვეზელიც მზადაა! მზადდება ასე: ცომი 200 გ ხაჭო 200 გ ფქვილი 100გ კარაქი ½ ჩ.კ მარილი 100 გ შაქარი ½ ჩ.კ სოდა 1 კვერცხი გულსართი 3 ვაშლი ½ ჭიქა ქიშმიში 1 ჩ.კ დარიჩნი 2

შოკოლადის ნამცხვარი გამოცხობის გარეშე

თუ  ტკბილეული გიყვართ, ღუმელის ჩართვა კი ძალიან გეზარებათ, სწორედ რომ სათქვენო რეცეპტი მოგიტანეთ :)  ეს შოკოლადისა და ბანანის ნამცხვარია გამოცხობის გარეშე! მისი რეცეპტი სადღაც, ინტერნეტში "ყვინთვისას" შემომხვდა და ჩავინიშნე. ძალიან მარტივია და გემოც საკმაოდ ნორმალური. თუმცა, მე პირადად, ჩვეულებრივ-ტრადიციული გამომცხვარი ვერსიები უფრო მხიბლავს. თუმცა ვისთვის როგორ - შეიძლება თქვენ ეს

სამარხვო ნამცხვარი გარგრის მურაბით

ეს ნამცხვარი გარგრის ჯემით ან მურაბით მზადდება და ბრაუნის მაგვარი სველი და ნაზი სტრუქტურა აქვს. თუ მურაბას იყენებთ, ხილის ნაჭრებიანად დაამატეთ. მაგრამ ერთ შენიშვნას გავაკეთებ: მე გარგრის სქელ მურაბას ვამზადებ, შედარებით ცოტა წვენით და დაჭრილი ხილით. თუ თქვენი მურაბა უფრო წვნიანია, შეიძლება ფქვილის დამატება დასჭირდეს. აი, ასე გამოიყურება ჩემი მურაბა:   500

ბეზეს ხრაშუნა ნამცხვრები შოკოლადით და თხილით – უგემრიელესი!

დღევანდელი რეცეპტი რამდენადაც ადვილია, იმდენად გემრიელია. უფრო მეტადაც კი. როცა რაიმე სხვა რეცეპტიდან კვერცხის ცილები მოგრჩებათ, გირჩევთ ასეთი შესანიშნავი გამოყენება მოუძებნოთ. 4 მსხვილი კვერცხის ცილა 150 გ შაქარი 1 ჭიქა მოხალული თხილი 100 გ შოკოლადი ვანილი მარილი 3 ს.კ ფქვილი ცილა და შაქარი ორთქლზე დავდგათ და გავათბოთ, თან ვურიოთ რომ შაქარი გადნეს. მოხალული თხილი მსხვილად დავჭრათ, შოკოლადი წვრილად,

ხრაშუნები თხილეულით

ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, ვპასიურობთ, არა და უამრავი რეცეპტი დაგვიგროვდა :)   აი, თუნდაც ეს რეცეპტი, რა ხანია ელოდება დღის სინათლეს. არა და ისეთი გემრიელი იყო, ნამდვილად ღირს, რომ თქვენც გაგიზიაროთ :)   200 გ დარბილებული კარაქი 200 გ შაქარი 2 დიდი კვერცხი ვანილი 300 გ ფქვილი ½ ჩ.კ დაფქული ჯანჯაფილი ½ ჩ.კ დაფქული დარიჩინი 2/3 ჩ.კ

შოკოლადის რგოლები – ძალიან ადვილი რეცეპტი

ეს ნამცხვრები საბავშვო ტკბილეულობის წიგნიდანაა, რომელიც ჩემს შვილს ვაჩუქე.  მარტივი, რეცეპტებია, ისეთი, ბავშვები რომ საკუთარი ხელით გააკეთებენ.   გულწრფელად რომ გითხრათ, არ მიყვარს სამზარეულოში პატარების შეშვება, ხომ ხვდებით რატომაც...  მაგრამ  ჯერ ეს წიგნი და შემდეგ კი რაიმეს გამოცხობა ისე  ძალიან უნდოდა, რომ ნება დავრთე და ცოტა დავეხმარე კიდეც. მაშ ასე, სპეციალურად

ხილის ნამცხვარი ბეზეს ქუდით – ზაფხულის ნამცეცი ზამთრის ცივ დღეს

ეს გემრიელი ნამცხვარი ზაფხულის ბოლო დღეს გამოვაცხე, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე თქვენთვის გამეზიარებინა. ისეთი არც არაფერია,ახლა რომ ვერ გაიმეოროთ: ატამი ვაშლით,მსხლით ან კომშით თხელი ნაჭრებით შეცვალეთ. ჟოლო გაყინული გამოიყენეთ ან სხვა კენკრით ჩაანაცვლეთ. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის ხილით მოამზადოთ, თუნდაც სრულიად განსხვავებულით, მაგალითად გაყინული ალუბლით,ან ფორთოხლით - წარმოიდგინეთ, რა გემრიელი

ქლიავის / ვაშლის ტარტი ფენოვანი ცომით

თუ მაცივარში წინასწარ გამზადებული ფენოვანი ცომი და ტარტისათვის გამოსადეგი რომელიმე ხილი გაქვთ, 40 წუთში შეგიძლიათ გემრიელი ნამცხვარი მოამზადოთ. ფემოვანი ცომი გააბრტყელეთ ღუმელის საცხობ ტაფაზე, მოაყარეთ დარიჩინგარეული შაქარი (2-3 სუფრის კოვზი), დააწყვეთ თხლად დაჭრილი ხილი და ზემოდან ისევ შაქარი მოაყარეთ, რომელსაც ვანილთან და დარიჩინთან ერთად 1 სუფრის კოვზ კარტოფილის სახამებელსაც გაურევთ. მე

ტყემლის ტარტი

ეს ტარტი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ბეზე უყვარს. რეცეპტში ახალს და ორიგინალურს ვერაფერს შემოგთავაზებთ. უბრალოდ ნინოს "ლიმონის ტარტის" რეცეპტით ვიხელმძღვანელე, მაგრამ ლიმონის კრემის ნაცვლად ტყემლის საწებლიდან მორჩენილი წითელი ტყემლის პიურე გამოვიყენე, ახალმოხარშული ძალიან მჟავე ტყემლის ჯემი. ცოტა წყალი და ჟელატინი გავურიე, რომ ტარტის ცომზე კარგად გამაგრებულიყო, დანარჩენი კი ისევე გავაკეთე, როგორც ლიმონის

Top