თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "მწვანე ხახვი"

ლამაზი და გემრიელი ბლინები სოკოთი

ეს არის ბლინები სოკოს უგემრიელესი შიგთავსით. თან ლამაზია, თან უფრო ჯანსაღი, ვიდრე გადახვეული და შემდეგ ტაფაზე ზეთში ყველა მხრიდან შემწვარი. მასალა ხის სოკო -500 გრ სულგუნი - 300 გრ ხახვი - 1 საშუალო ზომის დაფქული შავი პილპილი, მარილი მომზადება ბლინების ცომის რეცეპტი ნახეთ აქ. შიგთავსი კი მოამზადეთ ასე: კარგად გარეცხილ და დაწრეტილ სოკოს მოვბრაწავთ ზეთში ხახვთან ერთად. სოკო რომ მზად იქნება,

ღანძილი პარმეზანით

ანი გაგუას რეცეპტი ღანძილი მრავალწლოვანი, ხახვის მსგავსი ბოლქვიანი მცენარეა, ტყესა და მთებში იზრდება და გემო ნივრისთვის მიუგავს. იზრდება გაზაფხულიდან შუა ზაფხულამდე და არც ისე ბევრგან იყიდება. ბოლო დროს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიტმა soplidan.ge პროდუქტების ჩამონათვალს ღანძილიც დაამატა და მისი მოყვარულები ძალიან გაახარა. ამ რეცეპტს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი და ტრენერი, ანი გაგუა გვიზიარებს.

ხორცის შემწვარი ბურთულები მაწვნისა და კიტრის სოუსით

რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ში (08/2015) თუ ვინმე მკითხავს, სადაური კულინარი ხარ, თუ ხორციანი კერძების კეთება არ გიყვარს, კარგად ისიც არ იცი, საქონლის ხორცის რომელ ნაჭერს რა სახელი ჰქვია, სტეიკს შემწვარს მიირთმევ და ჩვეულებრივი კატლეტი არასდროს გაგიკეთებიაო, მომიწევს ვუპასუხო, რომ კულინარია უბრალოდ ძალიან მიყვარს და ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. მოდი, ბოლოდან, კატლეტის

სტუმრად შაინინასთან, იმედის დღის შოუში

ჩვენმა მერხელმა, რომელიც ჟურნალი კულინArt-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა (მერხელი სვანური სუპი, გნებავთ - შეჭამანდია), საკმაოდ კარგი გამოხმაურება დაიმსახურა და ერთ დღესაც, ტელეიმედის გადაცემა დღის შოუდან მოწვევა მივიღეთ. თემად ქართულ კულინარიაში სუპებისა და წვნიანების შედარებით მწირი არჩევანი და სვანური სამზარეულო ავირჩიეთ. პირდაპირი ეთერის წინ ჭინჭრის დარჩევა (რომელიც მერხელის მტავარი ინგრედიენტია) ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი,

ხბოს ჩაქაფული – à la Pelion [+video]

სულ პატარა დეტალს შეუძლია შეცვალოს კერძი, ვიზუალი, გემო და სტანდარტი და რაც მთავარია ემოცია, რომელიც დაგემოვნებას მოყვება და მეხსიერებაში რჩება. დღევანდელ კერძს პელიონის შეფები წარმოგიდგენენ, ერთი კი არა, სამი ერთად. რად უნდა ერთ ჩაქაფულს სამი კაციო, იტყვის ვიღაც და პრინციპში, მართალიც იქნება. მაგრამ, მენდეთ, ეს ის შემთხვევა არ არის, ერთ სამზარეულოში რომ ორი

კარტოფილის გრატენი

ეს წმინდა ამერიკული რეცეპტია, ჩვენი LearnToCook.com-იდან. ყველაფერი ძალიან მარტივად გამოგივათ, თუ ვიდეო-რეცეპტს მიყვებით. დაგჭირდებათ: კარტოფილი, გათლილი - 4 ც. მწვანე ხახვი - ნახევარი კონა ნაღები 30% და მეტი - 1 ჩ/ჭ რძე - 1 ჩ/ჭ ფქვილი - 2 ს/კ კარაქი - 1  ს/კ მარილი - 1 ს/კ, შავი პილპილი - გემოვნებით ყველი - ნაკლებადმარილიანი, დახეხილი კარტოფილს დაჭრით მრგვალ, სიფრიფანა ნაჭრებად. დაალაგებთ კარაქწასმულ ლამაზ ფორმაში წრიულად,

ფუნთუშები მწვანე ხახვით და ყველით

დილით, ჩაისთან არაჩვეულებრივია :)  მწვანე ხახვის არომატი ძალიან უხდება. მე სულგუნით მოვამზადე, მაგრამ იმერული, სახაჭაპურე ყველით უკეთესი იქნებოდა, რადგან სულგუნი დნება. 300 გ ფქვილი 1 ჩ.კ საფუარი მარილი ½ ჩ.კ შაქარი 2 ს.კ ზეთი 200 გ თბილი წყალი შიგთავსისთვის:  300 გ ყველი 1 კონა მწვანე ხახვი 2 ს.კ ზეთი 1 კვერცხი წყალში გავხსნათ საფუარი. ფქვილს შევურიოთ მარილი, შაქარი, დავამატოთ ზეთი და ბოლოს

Vegetables with Sausage Bake / ბოსტნეულისა და სოსისის ბრაწულა [Video]

Ingredients :/ შემადგენლობა: 5 Carrots / 5 სტაფილო 3 Green paprika / 3 მწვანე ბულგარული წიწაკა Green onion (Scallions) / მწვანე ხახვი Dill / კამა Coriander / ქინძი Sausage 600g. / სოსისი 600გ. 4 Tomatoes / 4 პომიდორი 1 Cauliflower (about 800g.) / 1 ყვავილოვანი კომბოსტო (დაახლ.800გ.) Rice 300g. / ბრინჯი 300გ. Cheese 250g. / ყველი 250გ. 6 Eggs / 6

ჭვიშტარი მწვანე ხახვით

მჭადი კეცზე, მჭადი ზეთში, ჭვიშტარი.. ამოიწურა ჩვენი ფანტაზია, თუ გამომრჩა რამე? ხანდახან რომ რომელიმე მათგანი გადავაკეთოთ, რა მოხდება ვითომ? არც არაფერი :) აი, დედაჩემმა გადააკეთა ტრადიციული ჭვიშტარი და ძალიან გემრიელი რამ გამოუვიდა. ინგრედიენტები: მჭადის ფქვილი - 250-300 გრ გახეხილი ყველი - 100-150 გრ მაიონეზი, რძე ან მაწონი - რამდენიმე სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი - 1 კონა კვერცხი

აკროშკა

აკროშკა როგორც წესი წვნიანი კერძია, ეს იმ აკროშკის shortcut ვერსია გახლავთ და ზუსტად შესაფერისი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის: კიტრი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვათავსოთ ჭურჭელში, დავასხათ ცივ-ცივი მაწონი და ცოტა არაჟანი (თუ გვაქვს), ორი კბილი ნიორი, მწვანილებიდან კამა, ოხრახუში და მწვანე ხახვი დავაჭრათ, მარილი გემოვნებით. მასალა: ✔ 3-4 საშუალო ზომის კიტრი ✔ 500 გრ მაწონი (ცივი აუცილებლად) ✔ 2

Top