თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "მურაბა"

მანდარინის მურაბა

მანდარინის მურავა

როგორც იქნა, ეს მითიური მანდარინის მურაბა გავსინჯე! უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ორი კვირის წინ ბათუმში, მეგობრის ოჯახში ვიყავით სტუმრად და გადავწყვიტეთ, მასპინძლის, თამრიკო ხომერიკის გულისხმიერებით ბოროტად გვესარგებლა და რამდენიმე რეცეპტი ჩაგვეწერა. ერთერთია ეს მანდარინის მურაბა. ეს არ არის საქართველოში გავრცელებული, ტრადიციული რეცეპტი. ოდესღაც რუსმა მეზობელმა მასწავლაო. არომატული, მწიფე მაგრამ მკვრივი, პატარა ზომის მანდარინები

მწნილი თუ მურაბა? (პატარა რეპორტაჟი ბათუმიდან)

საკვები პროდუქტების დამწნილება ჯერ კიდევ 4 000 წლის წინ დაიწყეს. მაგალითად, ინდოეთში საკმაოდ პოპულარული  იყო კიტრის მწნილი, რასაც ჩრდილოეთ ინდოეთში, „აჩარს“ უწოდებენ. დამწნილების მეთოდს სეზონური საკვები პროდუქტების შესანახად იყენებდნენ, მწნილს კი მაშინ მიირთმევდნენ, როდესაც სეზონის მიხედვით, ესა თუ ის პროდუქტი არ მოიპოვებოდა. დამწნილებული პროდუქტების წაღება საკმაოდ კომფორტულად ითვლებოდა ხანგრძლივი, საზღვაო მოგზაურობის

სამარხვო ნამცხვარი გარგრის მურაბით

ეს ნამცხვარი გარგრის ჯემით ან მურაბით მზადდება და ბრაუნის მაგვარი სველი და ნაზი სტრუქტურა აქვს. თუ მურაბას იყენებთ, ხილის ნაჭრებიანად დაამატეთ. მაგრამ ერთ შენიშვნას გავაკეთებ: მე გარგრის სქელ მურაბას ვამზადებ, შედარებით ცოტა წვენით და დაჭრილი ხილით. თუ თქვენი მურაბა უფრო წვნიანია, შეიძლება ფქვილის დამატება დასჭირდეს. აი, ასე გამოიყურება ჩემი მურაბა:   500

გარგრის მურაბა

სოფელში ერთი ბებერი გარგრის ხე გვიდგას, ნახევრად გამხმარი, იშვიათად ისხამდა ნაყოფს. ან  შეიძლება ჩვენ ჩავდიოდით იშვიათად და ვერ ვხედავდით...  ზუსტად არც კი ვიცი. წელს ნამდვილად გაგვანებივრა და თითქმის სავსე ყუთი ოქროსფერი, მწიფე, წინწკლებიანი და ძალიან გემრიელი გარგარი ჩამოვიტანეთ. ჯეიმი ოლივერს თუ დავუჯერებთ (კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა დავუჯეროთ?)  გარგარი ცხიმიან

წითელი ღვინისა და შოკოლადის კექსი

რატატუის ფეისბუქ-გვერდზე ხშირად მთხოვენ სამარხვო რეცეპტებს. რადგან ჩემთან არავინ მარხულობს და არც ვეგეტარიენელი მყავს ვინმე, ამიტომ თამამად ვიყენებ ნებისმიერ ინგრედიენტს რაც მაქვს და მიყვარს.  მაგრამ ბლოგის გამო, გადავწყვიტე ამ პერიოდში სპეციალურად მოვამზადო ისეთი კერძები ან დესერტები, რომელსაც მომარხულეებიც მიირთმევენ. დღეს დესერტს შემოგთავაზებთ, რომლის მირთმევა თავისუფლად შეუძლიათ როგორც ვეგანებს, ისე მარხვაზე მყოფებს.  როგორც წესი,

ლიმონის მარმელადი

ეს მარმელადი (თუ მურაბა) პირველად ჩემმა ახლობელმა გააკეთა და ძალიან მიქო. იდეამ მომხიბლა და გადავწყვიტე გამეკეთებინა. ადრე ფორთოხლის მარმელადი გავაკეთე და საოცრად მომეწონა, ვიფიქრე, რომ ესეც საინტერესო იქნებოდა. თუ თქვენც გადაწყვეტთ სცადოთ,მოიმარაგეთ1 კგ ლიმონი1,200 კგ შაქარი400-450მლ  წყალივანილილიმონი მეტ-ნაკლებად მოტკბო ჯიშის უნდა იყოს, საქართველოში ასეთი ბერძნული (თუ თურქული) ლიმონია, ნაკლებად მჟავეა

Top