თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "მოცვი"

ხილის “პიცა”

ავტორი: მარიამი, იგივე ფაუსტინა, იგივე Maria Ma ხილის "პიცა" - ჩემი შვილის შეკვეთა... ძალიან მარტივი და გემრიელი :) დაგჭირდებათ: - 2 ც კვერცხი - 2 სუფრის კოვზი შაქარი - 2 სუფრის კოვზი ფქვილი - 1 სუფრის კოვზი კაკაო - 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი - 450 გრამი ნაღები - 100 გრამი კრემ-ყველი (cream cheese, მაგალითად ფილადელფია) - შაქარი (პუდრა) კრემისთვის -

მოცვისა და ბანანის სმუზი

მოცვის სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. ბოლო დროს მისი შოვნა მაღაზიებში ისეთი რთული აღარ არის, როგორც ადრე. ბანანი ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. სმუზების მთავარი ღირსება ჩემთვის, როგორც ადრეც აღვნიშნე, მასში რძის უმტკივნეულოდ შერევის შესაძლებლობაა. ჩემნაირი რძისმოძულეებისათვის მისწრებაა. თუმცა, ვისაც რძე ჩემზე მეტად გძულთ, შეგიძლიათ მის ნაცვლად ნაყინი გამოიყენოთ. დაგჭირდებათ: 4 ცალი ბანანი

ფენოვანი კალათები ხილით – უგემრიელესი საუზმე შაბათ-კვირისთვის მინიმალური ინგრედიენტებით

და აი, საუკუნოვანი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა მოვიტანე თითები კლავიატურასთან და უგემრიელესი, უმარტივესი რეცეპტის წერას შევუდეგი!  იდეას ვუმადლი ფეისბუქის სქროლვისას "შემოფეთებულ" ერთ-ერთი კულინარიული გვერდის ვიდეოს. მაგრამ არ მკითხოთ რომელს - აღარ მახსოვს, ასეთი გვერდი მილიონი მაქვს :)) გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა უფრო აქტიური გავხდე, ყოველდღიურად უამრავ გემრიელ რეცეპტს ვათვალიერებ და

ხილის უგემრიელესი სმუზი – ვიტამინების საბადო

ჩვენ ყოველდღიურად თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ვახერხებთ მივიღოთ უფრო მეტი არაჯანსაღი წვენი და სხვა უალკოჰოლო სასმელი, შაქრითა და კონსერვანტებით გაჯერებული, მაშინ, როცა თავად შეგვიძლია მოვამზადოთ ხილის უგემრიელესი სასმელები. თუ ოდნავ მეტს მოინდომებთ და მითუმეტეს თუ გვერდში Bosch MUM5 - ანუ უჭკვიანესი მულტირობოტიც გყავთ, ყველაზე ჭირვეულ ბავშვსაც კი შეიძლება მოაწონოთ სხვადასხვა ხილისგან მომზადებული

ნუშის კექსი ხილით

თუ კექსებში ფქვილის ნაწილის  ნაცვლად დაფქული ნუშის დამატება არ გიცდიათ, აუცილებლად უნდა სცადოთ! ნუში მნიშვნელოვნად ცვლის არა მხოლოდ გემოს, არამედ კექსის სტრუქტურასაც - ფხვიერი, ნაზი და უფრო მსუბუქი გამოდის. დღევანდელი ნუშის კექსი სინამდვილეში რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე, თუმცა მის დასაწერად თითები კლავიატურამდე აქამდე ვერ მოვიტანე :)  სტუმრად უკრაინელ ფუდბლოგერს, ანას ველოდებოდი,

ჩემი საყვარელი ტორტი “ტირამისუ”

ეს ტორტი ანასთვის გავაკეთე, დაბადების დღის საჩუქრად. ანა რამდენიმე თვის წინ შემთხვევით გავიცანი ფეისბუქზე, ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც სან ფრანცისკო bay area-ში მცხოვრები ქალები ათას საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას უზიარებენ ერთმანეთს. მისი მეუღლეც თბილისიდან იყო, სწორედ ამიტომ დამიკავშირდა. ანა ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის ვინც აქ გავიცანი (არანაკლებ კარგები, სხვათაშორის). ამერიკაში

ყველაზე არომატული და გემრიელი ლიმონის კექსი

ეს ძალიან, ძალიან გემრიელი, არომატით სავსე, ნოტიო და სურნელოვანი კექსია. ჩაისთან უბრალოდ ფანტასტიურია, მერწმუნეთ! პირველად ცოცხალი მოცვით გამოვაცხე, რომელიც წინა დღეს იაფად შემომხვდა ბაზარში და ხელს გამოვაყოლე.  ძალიან მოუხდა მოცვი და ლიმონი ერთმანეთს. თუ გაყინული მოცვი გაქვთ შემონახული, სწორედ დროა დამოიყენოთ :) რამდენიმე დღეში კიდევ გადავწყვიტე გამოცხობა, მაგრამ რადგან მოცვი ამჯერად

გორდონ რამზის მიერ შთაგონებული ყიყლიყო კარამელიზებული ხილით

არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ მან შთამაგონა და მომანდომა ასეთი ყიყლიყოს მომზადება. ერთ დღეს, ტელევიზორის ეკრანზე თვალი შევასწარი, როგორ ფუსფუსებდა, თან აღფრთოვანებით საუბრობდა ამ საუზმის მთელ სიკეთეზე.   მაშინვე მომინდა გაკეთება. რა თქმა უნდა, პატივცემული გორდონი ყიყლიყოდ არ მოიხსენიებდა თავის ნახელავს, მაგრამ, რადგან ჩვენში კვერცხიან პურს ასე ვეძახით, მეც ასე

ბლინები შვრიით – შესანიშნავი საუზმე

შვრია ჩემთვის იდეალური საუზმეა. უკვე 9 წელია, ყოველ დილით მივირთმევ შვრიის ფაფას თაფლით.  ჩემგან განსხვავებით, ჩემს შვილებს ზოგჯერ ბეზრდებათ ასეთი საუზმე და უარს აცხადებენ მის ჭამაზე.  ამიტომ გადავწყვიტე მიწოდების ფორმა შემეცვალა. მათ საყვარელ ბლინებში (აქ ალბათ კიდევ მეტყვის ვინმე, რომ ამას ბლინი კი არა ოლადები ჰქვია ;) ) შვრია და

Top