თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "მოცარელა"

როგორ მოვამზადოთ პიცა პეპერონი

დღეს ისევ თბილისში ცნობილი შეფ-მზარეული, ვოი გვირჩევს :) დაგჭირდებათ: ფქვილი - 220 გრ კარაქი - 40-50 გრ პომიდორი - 3 ცალი ნიორი - 2 კბილი ხახვი - 1 თავი მოცარელა - 150 გრ გაუდა - 100-120 გრ პარმეზანი - 15-20 გრ ზეითუნის ზეთი მარილი, პილპილი გემოვნებით https://youtu.be/PgCVMixbYVg  

უგემრიელესი ფარშირებული სოკო

რამდენიმე დღის წინ  სუპერ მარტივი და გემრიელი კერძი მოვამზადე სოკოთი - ეს გახლავთ ფარშირებული სოკო. და რადგან გემრიელი რეცეპტების მხოლოდ ჩემთვის შენახვა არაფრით არ შემიძლია, თქვენთვის  მისი გაზიარებაც გადავწვიტე. მის მოსამზადებლად მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ, მაგრამ ისეთი გემრიელია, თითებს ჩაატანთ! მოდით, პირდაპირ რეცეპტზე გადავალ. დაგჭირდებათ: 10 მოზრდილი ქამა სოკო (სასურველია ახალმოკრეფილი, სანამ გაშავდება და ლაქები გაუჩნდება) 1

ლაზანია

დღეს იტალიური ლაზანიას რეცეპტს გთავაზობთ. ხშირად გვეკითხებიან ფეისბუქის გვერდზე ამ კერძის რეცეპტს. ბოლოს და ბოლოს  გავაკეთეთ და აი შედეგიც.   საშუალო ზომის ფორმისთვის   ლაზანიას მზა ფირფიტები, 200 გ სოუსი ბოლონეზე: 500 გ  საქონლის ფარში 2 პამიდორი 1 თავი ხახვი 2 კბ.ნიორი 1 სტაფილო მარილი წიწაკა დაფნის ფოთოლი   ბეშამელის სოუსისთვის 1 თავი ხახვი 50 გ კარაქი 500 გ რძე 1.5 ს.კ ფქვილი მუსკატის კაკალი გემოვნებით   50 გ პარმეზანი 200 გ მოცარელა

ქათმის ხორცის პიცა

პიცაზე ერთხელ უკვე ძალიან ბევრი ვიქაქანე აი ამ პოსტში და ხელახლა აღარ გავიმეორებ, რადგან რაიმე ახალი ცოდნა პიცის შესახებ არ შემიძენია :) ცომი იგივეა, მომზადების წესიც ასევე.  შევცვალე მხოლოდ გულსართი.  საერთოდ ზემოდან რასაც გინდათ იმას დაადებთ, მთავარია პამიდვრის სოუსი წაუსვით და  ყველიც არ დაინანოთ. მაშ ასე, ცომის რეცეპტს ზემოთ მითითებულ ბმულზე ნახავთ, ზემოდან

პიცა – შეძლებისდაგვარად დეტალური რეცეპტი

ამ პოსტში შევეცდები ის მოკრძალებული გამოცდილება გაგიზიაროთ, რაც პიცის ცხობის შესახებ  დამიგროვდა, წამიკითხავს ან მინახავს.  უპირველეს ყოვლისა, ყველანი ვთანხმდებით რომ პიცის გამოსაცხობად იდეალურია ქვის ღუმელი, შეშით რომ გაახურებ და  დაბრაწული პიცის გარდა, კიდევ უამრავ გემრიელ კერძს მოამზადებ. მაგრამ მე ასეთი ღუმელი ჯერჯერობით არ მაქვს, არც ის ვიცი, როდის მექნება, ამიტომ

პასტა ტალიატელე ისპანახით

ბარილას საინტერესო მასტერკლასის ამბავს კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, რომ ამჯერად ისპანახიანი ტალიატელეს შესახებ მოგიყვეთ. ტალიატელე პასტას (მაკარონის) ერთერთი სახეობაა, ფეტუჩინიზე ოდნავ წვრილი. ჩემი, როგორც არაიტალიელის თვალით ამ ორს შორის იმდენი სხვაობა ნამდვილად არ არის, რომ სხვადასხვა სახელი ერქვათ. მაგრამ, რადგან იტალიელებმა თქვეს ასეა საჭიროო, ესე იგი ასეა საჭირო. მოკლედ, გავაკეთოთ ტალიატელე ისპანახით. როცა გვესმის

პენე ალა ნორმა, ჩვენებურად – მაკარონი ხორცითა და ბადრიჯნით

გახსოვთ ალბათ, ამასწინათ ფეისბუქის გვერდზე ვწერდით, რომ ბარილას ადგილობრივი წარმომადგებლობის ორგანიზებით იტალიელმა შეფმზარეულმა, ფაბიო ფოლტრანიმ კულინარიის აკადემიაში მასტერკლასი ჩაატარა და ჩვენც გვერგო პატივი, მიწვეული ვყოფილიყავით. რატატუის ავტორებიდან მე და ნინომ მოვახერხეთ მისვლა და არ გვინანია. არაჩვეულებრივი გარემო, ხალისიანი მასწავლებელი და რაც მთავარია - ძალიან გემრიელი პასტა/მაკარონი, რომელიც ჩვენივე ხელით ძალიან მოკლე

Top