თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "მდოგვი"

ქათმის პასტრომა – დაივიწყეთ ნაყიდი ძეხვეული!

პასტრომა გახლავთ ერთგვარი ძეხვი, რომელიც ძალიან ადვილად მზადდება და უგემრიელესია. შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ქათმის, ისე ინდაურის ან საქონლის ფილე. მომზადების ტექნოლოგიის წყალობით, ფილე ინარჩუნებს წვენს და ძეხვი, შესაბამისად, წვნიანი და რბილი გამოდის. მოსამზადებლად გამოდგება როგორც ქათმის, ისე ინდაურის ან საქონლის ფილე. მე ჯერჯერობით მხოლოდ ქათმით ვცადე. პასტრომა უფრო იაფია ვიდრე ნაყიდი

ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით

ღორის სუკს ღუმელში რა უნდაო, იტყვის ალბათ ვინმე ამ რეცეპტის წაკითხვისას და წარმოიდგენს კიდეც როგორ ააშიშხინებდა ნაკვერჩხალზე... მართლაც არაფერია ამაზე მარტივი და გენიალური. მაგრამ მრავალფეროვნება ყველაფერში  კარგია და კულინარიაში აუცილებელიც კი.  და თუ ზოგჯერ ნაკვერჩხალზე დაბრძანების ნაცვლად სუკის ნაჭერს ღუმელში მიაბრძანებთ, არ ინანებთ, მერწმუნეთ. 1 კგ ღორის სუკი (ჩემს შემთხვევაში

თევზი არომატულ მარინადში

დღეს თევზის მომზადების ჩემს  ერთ-ერთ ფავორიტ რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც განსაკუთრებით უხდება თეთრი თევზის სახეობებს. სცადეთ და გამოზიარეთ თქვენი  შთაბეჭდილებებიც :) დაგჭირდებათ: 600 თევზის ფილე 1 პატარა ლიმონი 1 ჩ.კ მდოგვი 2 ს.კ ზეითუნის ზეთი მარილი, პილპილი 1 ჩ.კ დაჭრილი კამა ლიმონს ავახეხოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. შევურიოთ მდოგვი, ზეთი, პილპილი და კამა. თევზის

ღუმელში შემწვარი არომატული ყვავილოვანი კომბოსტო

ჩემდა გასაკვირად, ეს მშვენიერი, უპრეტენზიო ბოსტნეული ბევრს არ უყვარს. არა და მისგან ნამდვილად შეიძლება გემრიელი კერძების მომზადება! აი ერთ-ერთი მათგანიც :) რა დაგჭირდებათ ამ კერძის მოსამზადებლად?  1 საშუალო თავი ყვავილოვანი კომბოსტო 1 ლიმონის ცედრა 2 კბილი ნიორი 3 ს.კ ზეთი 1 ჩ.კ მდოგვი მარილი პილპილი 1/3 ჭიქა დაფქული პური 50 გ ყველი ჩედარი (ან სხვა სასურველი ყველი) კომბოსტო შეგვიძლია წინასწარ მოვწალოთ

ბროკოლის სალათი იტალიურად

დაახლოებით 2 წლის წინ, ბლოგის ერთ-ერთმა მკითხველმა, ქეთი მაღლაკელიძემ ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გამიკეთა და იტალიელი შეფ-მზარეულის, ჯინო დ'აკამპოს წიგნი მაჩუქა. მისი ეს ჟესტი, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნო იყო  ჩემთვის და დღემდე, როცა ამ წიგნს ვშლი, მადლიერების გრძნობა მავსებს :)  წიგნის გარდა უგემრიელესი ფორთოხლის მარმელადი და არომატული ჩაის ნაკრებიც გამომიგზავნა. კულინარიის სიყვარულმა,

სახლში მომზადებული მაიონეზი

ბოლო წლებში მაიონეზს ხშირად აღარ ვიყენებ.   მაგრამ ზოგჯერ მაინც ვაკეთებ რამეს მისი შემცველობით. ასეთ მომენტებში ვცდილობ არ დავიზარო და მაიონეზიც მე თვითონ მოვამზადო. ვაღიარებ, ხანდახან მეზარება, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ  სახლში მომზადებული ბევრად უფრო გემრიელია.  დიდი ხნის წინ ბლოგზე უკვე დავდე მაიონეზის ერთი  რეცეპტი, რომელშიც მთლიან კვერცხს ვიყენებ ხოლმე.

ქათმის მკერდი მდოგვითა და მწვანილიანი საფანელით

მიყვარს რეცეპტები, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს ჩემგან, როცა შემიძლია 30-40 წუთში ოჯახის ყველა წევრისთვის მისაღები სადილი მოვამზადო. მიუხედავად იმისა, რომ კულინარია სიამოვნებას მანიჭებს, მთელი დღის სამზარეულოში გატარება მაინც არ მხიბლავს. ქათამში ყველაზე მეტად ფილე მიყვარს, კიდევ ღვიძლიც :D  არავითარი ბარკალი ან დაბრაწული ფრთა. როცა ქათმისგან რამეს ვამზადებ,  ფილეს აუცილებლად მოვიტოვებ

არომატული კარტოფილი

ამ სახით მომზადებული კარტოფილი გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელია, კარგი ალტერნატივაა, თუ კი  უბრალოდ შემწვარი  კარტოფილი მოგბეზრდებათ. ამასთან, სტუმრებსაც ძალიან მოსწონთ ხოლმე, როცა გარნირად მიმაქვს რაიმე შემწვარ ხორცეულთან. კარტოფილი მზადდება კანიანად, მით უფრო, თუ ახალია. საერთოდ, კარტოფილის კანი, პამიდვრის კანისგან განსხვავებით, ადვილად გადამუშავდება კუჭში და ორგანიზმისთვის მავნე არ არის (თუ დარწმუნებული

სოუსი თაფლითა და მდოგვით

სოუსი Honey Mustard ძალიან მარტივი გასაკეთებელია და უგემრიელესია ყველაფერთან, რასაც კი ზოგადად მდოგვი უხდება, თუმცა ბუნებრივია, უფრო ტკბილია და ნაკლებად ცხარე :) ინგრედიენტები: > 2 წილი მაიონეზი > 1 წილი მდოგვი > 1 წილი თაფლი > 1/2 წილი ლიმონის წვენი ან ძმარი > ცოტა მარილი მომზადება (3-4 წთ) ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს კარგად ვურევთ ერთმანეთში, სანამ სრულად ერთგვაროვან მასას

Top