თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "მაწონი"

კენკრის ჰაეროვანი დესერტი გაწურული მაწვნით

კენკრის სეზონზე, პაპანაქება სიცხეში დესერტიც ცივი და თან, რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კეთებისას რომ კიდევ უფრო არ დაგცხეთ :D ამიტომაც, დღეს გთავაზობთ კენკრის და მაწვნის გემრიელ დესერტს, რომელიც ცხელ ზაფხულს გაგიგრილებთ და გაგაბედნიერებთ. ინგრედიენტები 500 მლ. მაწონი 120 გრ. შაქარი ვანილის შაქარი ერთი ჩ/კ. ლიმონის წვენი 1 ს/კ. ან ცედრა 400 მლ. ნაღები მარწყვი, ჟოლო

8 დღიანი დიეტა, რომლის დროსაც თითქმის არ გშია

ეს დიეტა იდეალურია ზაფხულისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დიეტის დროს ათასგვარი ჯანსაღი კერძის მომზადების არც დრო აქვს და არც ნებისყოფა. მოსალოდნელი შედეგი: -5 კგ 16 დღეში, შენარჩუნების პერსპექტივით და მსუბუქად კვების ჩვევის გამომუშავებით. დიეტის არსი 8 ან 16 დღის განმავლობაში მცენარეული საკვებისა და ცილების მონაცვლეობაა. ორგანიზმს რომ დიეტის ატანა გაუადვილდეს, ყოველდღიურად ბორჯომს და მაწონსაც

კიტრის და მაწვნის გამაგრილებელი სმუზი

ზაფხული დგება და გამაგრილებელი და ჯანსაღი სასმელები გვჭირდება. სმუზი (ინგლ. Smoothie) ხილის ან ბოსტნეულის სქელ, დაბლენდერებულ სასმელს ჰქვია. გარდა იმისა რომ საყვარელი ხილი თუ ბოსტნეული შეგიძლია თხევადი სახით გემრიელად მიირთვა, სმუზის ფორმით შეიძლება ისეთი ინგრედიენტებიც მიიღო, რომელსაც ცალკე დიდი სიხარულით არ გასინჯავდი. მაგალითად ჩემთვის ასეთი ინგრედიენტი რძეა, არავითარ შემთხვევაში ცალკე არ

ხორცის შემწვარი ბურთულები მაწვნისა და კიტრის სოუსით

რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ში (08/2015) თუ ვინმე მკითხავს, სადაური კულინარი ხარ, თუ ხორციანი კერძების კეთება არ გიყვარს, კარგად ისიც არ იცი, საქონლის ხორცის რომელ ნაჭერს რა სახელი ჰქვია, სტეიკს შემწვარს მიირთმევ და ჩვეულებრივი კატლეტი არასდროს გაგიკეთებიაო, მომიწევს ვუპასუხო, რომ კულინარია უბრალოდ ძალიან მიყვარს და ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. მოდი, ბოლოდან, კატლეტის

ტარხუნისა და სტაფილოს კექსი

რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ის ივნისის ნომერში (06/2015) https://soundcloud.com/monna-ekaterina/czjbdpqijr6h ცხოვრებაში უამრავი საინტერესო რამე ხდება და კულინარიით ჩემი გატაცებაც ერთ-ერთია იმ საინტერესო ამბავთაგან, რომელიც ცხოვრების გზაზე შემომეყარა და ალბათ მუდამ თან გამყვება. არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცხო ქვეყანაში გადაცხოვრება მომიხდა, ჯერ საკუთარ თავზე, უფრო სწორად - კუჭზე ზრუნვა დავიწყე, შემდეგ კი პატრიოტულმა

ხაჭაპური უსაფუარო ცომით

ეს ვიდეო-რეცეპტი თვეზე მეტია ჩაიწერა, მაგრამ აღდგომის წინა და შემდეგ პერიოდში მგონი არავინ იყო ხაჭაპურის დანახვის ხასიათზე და ცოტა ხნით ჩუმად, ჩვენთვის შევინახეთ ;) უყურეთ ვიდეოს, როგორ შეიძლება გააკეთოთ ტრადიციული, სახლის ხაჭაპური სახლში, საკუთარი ხელით, უსაფუარო ცომით :) https://youtu.be/jbvvtsl6VBw  

ვაშლის ნამცხვარი – ძალიან ადვილი, ფუმფულა და გემრიელი

ვაშლი  ერთადერთი ხილია, რომელიც, ჩემი აზრით, ნამცხვრებში უფრო გემრიელია ვიდრე ცოცხლად.  აი, კიდევ ერთი გემრიელი და მარტივი ნამცხვარი ვაშლით, რომელიც, ვფიქრობ, მოგეწონებათ :) 2 კვერცხი 400 გ მაწონი/არაჟანი ან მათი ნარევი 200 გ შაქარი 1.5 ჩ.კ სოდა ვანილი მარილი 400 გ ფქვილი 2.5 ჩ.კ ლიმონის ცედრა 4-5 ვაშლი დაჭრილი ნიგოზი სურვილით დარიჩინი   კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, შევურიოთ მაწონი ან არაჟანი, სოდა,

აირანი – აღმოსავლური სასმელი მაწვნით

აირანი აღმოსავლური სასმელია, ჯანსაღი და გემრიელი. ეს სახელი ზოგისთვის თურქეთთან ასოცირდება, ზოგისთვის აზერბაიჯანთან. სინამდვილეში თითქმის მთელ აღმოსავლეთში გავრცელებული ყოფილა: თურქეთში, ირანში, ავღანეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, მაკედონიაში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში... მომზადება უმარტივესია, სულ ორი ინგრედიენტით: თანაბარი რაოდენობის მაწონი და წყალი. რომ არ გამესინჯა, არასდროს მომაფიქრდებოდა მაწვნისა და წყლის ერთმანეთში არევა და მითუმეტეს გემრიელად

შოკოლადის კექსი ალუბლით და ცუკატით

ეს ნაუცბათევად გაკეთებული კექსია, ახალი ფორმა ვიყიდე და დავტესტე. თან სტუმრად დედას ველოდებოდი და მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა. ძალიან მარტივად მზადდება. 100 გ კარაქი 3 კვერცხი 200 გ შაქარი 300 გ მაწონი 1 ჭ უკურკო ალუბალი 1/3 ჭ ფორთოხლის ცუკატები 3 ს.კ კაკაო 2 ჭ ფქვილი (იგულისხმება 250 მლ ჭიქა) 1,5 ჩ.კ სოდა მარილი გავადნოთ კარაქი და შევურიოთ შაქარი, შემდეგ კი კვერცხი.

. კიტრისა და მაწვნის ცივი სუპი

  ცივი წვნიანები ზაფხულში სასურველიცაა და პოპულარულიც. მით უფრო თუ დიდ ძალისხმევას და კულინარიულ ოსტატობას არ მოითხოვს :)  ამასთან დაბალკალორიულიცაა. თუ აკროშკა გიყვართ, მაშინ ეს სუპიც მოგეწონებათ. 4  საშუალო ზომის კიტრი 750 გ მაწონი 2ს.კ  დაჭრილი კამა 2ს.კ დაჭრილი პიტნა მარილი, პილპილი კიტრი გაჭერით შუაზე და კოვზის დახმარებით თესლები ამოაცალეთ. მოათავსეთ ბლენდერში და მაწონთან ერთად აქციეთ ერთგვაროვან მასად.

შემწვარი სოსისი კვერცხით – ბიჭების საყვარელი ფასთ-ფუდი

ბიჭების უმრავლესობას, მითუმეტეს კავკასიელებს, ძალიან ეზარებათ სამზარეულოში ტრიალი და თუ მაინც მოუწევთ, ცდილობენ რამე სწრაფი, იაფი და გემრიელი მოამზადონ. ხშირ შემთხვევაში ეს "რამე" ყველიანი მაკარონი ან კვერცხთან ერთად შემწვარი სოსისია. სწორედ ასე აღმოვაჩინე, რომ ისეთ მარტივ "კერძსაც" კი (თუ შეიძლება კერძი ვუწოდოთ), როგორიც კვერცხთან ერთად შემწვარი სოსისია, მომზადების თავისი ტექნიკა აქვს. პირველ

მაწვნის სუპი

პირველ რიგში ხახვი წვრილად დაჭერით და კარაქთან ერთად მოდაღეთ საშუალო ზომის ქვაბში, ოდნავ შეოქროსფერებამდე. შემდეგ აიღეთ წვრილბადიანი საწური და ქვაბში ნელ–ნელა მაწონი ჩაწურეთ, ასე მაწვნის დაკოლტვას აცდებით და ერთგვაროვან მასას მიიღებთ. დაბალ ცეცხლზე ურიეთ, ოდნავ წამოდუღების შემდეგ დაამატეთ მითითებული რაოდენობის წყალი და კვლავ ურიეთ პერიოდულად, სანამ არ ადუღდება. ადუღების შემდეგ ქვანში

Top