თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "მაკარონი" (Page 2)

პასტა ბოსტნეულით

ძალიან მიყვარს პასტა, ან მაკარონი, როგორც ჩვენთან უყვართ ხოლმე თქმა. კარგი ხარისხის პასტა თავისთავადვე ისეთი გემრიელია რომ მხოლოდ ზეითუნის ზეთით და ახალდაფქული შავი პილპილითაც შემიძლია მივირთვა :)  მაგრამ კარგი სოუსი პასტას ისევე უხდება, როგორც ადამიანს ლამაზი ტანსაცმელი. მაკარონის ნაწარმის მირთმევა სასურველია ბევრ ბოსტნეულთან ან მწვანილთან ერთად, ასე უფრო ადვილად ითვისებს

მაკარონის ბრაწულა შაშხით და ყველით

თავდაპირველად მაკარონი (ფარფალე) ჩავყარე ადუღებულ მარილწყალში და მოვხარშე (სანამ ჩაყრით ორი ჩაის კოვზი ზეთი ჩაასხით ერთმანეთს რომ არ მიეკროს).შემდეგ თუშფალანგზე (ნასვრეტებიანი ჯამი) გადმოვყარე და ცივი წყალი გადავავლე. სანამ მაკარონი იხარშებოდა შაშხი დავჭერი სოლისებრად ან როგორც თქვენ გნებავთ ისე და ყველიც გავხეხე. შუშის საცხობში, რამდენიმე ადგილას ძირზე კარაქი გავანაწილე და

პასტა ბეკონით

მასალა: 2 ულუფა პასტა 100 გ ბეკონი 1 ხახვი (სურვილით) ყველი 100 გ ოხრახუში პილპილი პასტა მოხარშეთ მარილწყალში წესისამებრ. პარალელურად, ბეკონი მოგრძო ნაჭრებად დაჭერით და ცოტა ცხიმში შეწვით ტაფაზე. სურვილის შემთხვევაში ხახვის დამატებაც შეგიძლიათ, თუმცა მე არ გამომიყენებია. შებრაწულ ბეკონს დაამატეთ წყლისგან გადაწურული მოხარშული პასტა და რამდენიმე წუთით დატოვეთ ცეცხლზე, თან ამოურიეთ. ბოლოს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დახეხილი ყველი (მე

მაკარონის მობრაწულა

ეს კერძი იაფი და გემრიელი კერძების კატეგორიაში გადის და ძირითადად მაშინ ვამზადებ, როცა მაცივარში ''ფოე-ფოე'' პროდუქტები მითავდება :დ თან უმარტივესია ✔  1/2 შეკვრა მაკარონი ✔  200 გ ქამა სოკო ✔  ყველი ✔  პილპილი სოუსი: ✔  100 გ მაიონეზი, 100-150 გ არაჟანი, 1 კვერცხი მაკარონი წინასწარ მოხარშეთ მარილწყალში. გარჩეული სოკო დაჭერით. მაკარონის ერთი ნაწილი მოათავსეთ მსუბუქად გაცხიმულ საცხობ ფორმაში, მოაყარეთ

პასტა სოკოთი და ლორით

1 ულუფა ✔ 100-130 გრ პასტა ✔ 3-4 ქამა სოკო ✔ 100 გ შებოლილი ან სხვა, თქვენთვის სასურველი ლორი ✔ მარილი, პილპილი ✔ ოხრახუში ✔ 1-2 კოვზი წითელი ხიზილალა (სურვილისამებრ) მოხარშეთ პასტა მარილწყალში, როგორც წესია. ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში მაღალ ცეცხლზე შებრაწეთ დაჭრილი სოკო, რამდენიმე წუთში დაამატეთ დაჭრილი ლორიც . 2-4 წუთში შეურიეთ გადაწურული პასტა და კარგად აურიეთ. მოშუშეთ კიდევ 2-3 წუთი და გადმოიღეთ ცეცხლიდან.

ფარფალე გრეიფრუტით და კრევეტებით

მასალა: 200 გ პასტა ფარფალე 1 მოზრდილი გრეიფრუტი 200-250 გ კრევეტები (თუ მეტი გაქვთ, უკეთესია) 1 თავი წითელი ხახვი ცოტა კამა ან მწვანე ხახვი ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი 1-2 კოვზი წითელი ხიზილალა მოხარშეთ ფარფალე წესისამებრ მარილიან წყალში, გადაწურეთ და ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით. კრევეტები 3-4 წთ ჩაყარეთ მდუღარეში და გადაწურეთ, თუ გასარჩევია გაარჩიეთ გრეიფრუტი გაფცქვენით, დაანაწევრეთ და ლებნებს

Top