თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ლუდი"

ბავარიული ლუდის – კალტენბერგის წარმოება დაიწყო

ქართული ლუდის ბაზარზე ერთი სასიამოვნო სიახლეა. ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ლუდი - კალტენბერგი გამოჩნდა. Kaltenberg საქართველოში გერმანულ - ქართული ინვესტიციით მზადდება და ბავარიული სამეფო ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. სპეციალურად, ლუდის პრეზენტაციისთვის, კასტელის სათაო ოფისში ულამაზესი (და უუგემრიელესი) მიღება მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ გაუფილტრავი ლუდი აქამდე არ მიყვარდა, რომ არა ეტიკეტი და ცოტა არ

ნივრიანი პურები ანუ კრატუნა კრუტონები ლუდისთვის და არა მხოლოდ

კრუტონებზე პირველად არ ვწერთ რატატუიზე, ამჯერად ვიდეოც გადავიღეთ, რომ გვეჩვენებინა, რა ადვილია საკუთარი ხელით გემრიელი ხრაკუნა პურების დამზადება, ყოველგვარი ემულგატორების, გემოს დანამატების და მავნებლობების გარეშე. შეგიძლიათ მიატანოთ ლუდს, ან სალათს, ან წვნიანს.. არომატებით გაჯერებული შებრაწული პური ხომ ბევრად უფრო მეტად მოუხდება ყველაფერს, ვიდრე ჩვეულებრივი. ხო, თანაც ეს ერთერთი საშუალებაა მოწყენილი,

ქათმის ნაგეთსი [+Video]

ქათმის ნაგეთსი ძალიან პოპულარულია ფასტ-ფუდ-რესტორნებში, ასევე ლუდის ბარებსა და ფაბებში. ნოყიერი და გემრიელი მისაყოლებელია, თან ძალიან მოსახერხებელი. რატომაც არ შეიძლება ნაგეთსი სახლში გავაკეთოთ? თან, შეგვიძლია როგორც ზეთში შევბრაწოთ, ან უფრო ნაკლებკალორიული და ჯანსაღი ვერსია - ღუმელში გამოვაცხოთ. ამჯერად ჩვენ ზუსტად ეს მეორე, ღუმელის ვერსია გვაქვს. თუ თქვენ ზეთიანი გირჩევნიათ, ღუმელი ძალიან მარტივად ჩაანაცვლეთ

კარტოფილი მექსიკურად – უმარტივესი და უგემრიელესი [+VIDEO]

ჩვენი დღევანდელი პოსტის თემა მექსიკური კარტოფილის სახელით ცნობილი, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სნექი თუ კერძია. ცხარე და ცხელი კარტოფილის მარტივი შეხამება არაჟნის ცივ სოუსთან უბრალოდ გენიალურია, მომზადება კი - ძალიან მარტივი. სიცხარის გამო ჩვენ მექსიკურს ვუწოდებთ და ღუმელში ვაცხობთ. ნამდვილი მექსიკური ცოტა სხვანაირია, ჩვენებური კი ცოტათი ჰგავს მექსიკურსაც და ღუმელში გამომცხვარ

შნიცელი – ძალიან მარტივი და გემრიელი

შნიცელი ერთ-ერთი ის კერძია, რომელიც გერმანიასა და ავსტრიასთან ასოცირდება, ძალიან გემრიელია და ნოყიერი, ხოლო მოსამზადებლად - უმარტივესი. ტრადიციული შნიცელის დასამზადებლად ღორის, საქონლის, ხბოს ან ქათმის ფილეს იყენებენ. თუმცა ვეგეტარიანული შნიცელიც არსებობს, რომელიც სოიოს ან ტოფუსგან მზადდება. ტრადიციული ვენური შნიცელის მოსამზადებლად უძვლო ხორცის თხელი ნაჭრები, დასაბეგვი კულინარიული ჩაქუჩი, კვერცხი, ფქვილი და საფანელი გვჭირდება.

ლუდში ჩაბუჟბუჟებული ღორის კანჭი

ჩემი ექსპერიმენტები ლუდზე გრძელდება და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენც გაგიზიარებთ.  ამჯერად ლუდში ღორის კანჭი ჩავაბუჟბუჟე, მთელი რიგი სპა პროცედურები  ჩავუტარე,  ღამით ლუდის აბაზანაში ვანებივრე, დილით  ნიორსა და სუნელებში დავამასაჟე,  შემდეგ კი ღუმელში მივაბრძანე კარგი ნამზეურის მისაღებად...  კარგი რამ იყო, მაგრამ ჩემთვის მეტისმეტად მსუყე და ცხიმიანი.  ჩემს წილ ნებისმიერ ხორცს

ლუდისა და შოკოლადის ტორტი – წარმატებული ექსპერიმენტი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლუდით ტორტის მომზადებაც შეიძლება. ძალიან გემრიელი, არომატული და ნოტიო ბისკვიტი გამოდის. საუკეთესო შედეგისთვის მუქი ლუდი სჯობს, მაგრამ ღია ფერისაც გამოდგება.  თუ სახლში წუნია და პრეტენზიული ხალხი გყავთ, აი იმ ტიპის "ლუდს ტორტში რა უნდა", "ეს რა უნდა იყოს", "ამისთვის პროდუქტებს არ გავაფუჭებ" და ა.შ.  სულაც

ლუდში შემწვარი ქათამი

აი, ქათმის მომზადების კიდევ ერთი ვერსია, რომელიც წინასაახალწლოდ დავტესტე  და რომლის დეგუსტაციამაც წარმატებით ჩაიარა ჩემს ოჯახში.  მე გირჩევთ თქვენც სცადოთ, შემდეგ კი არ დაიზაროთ და შთაბეჭდილებებიც გამიზიაროთ :) ძალიან ადვილად მზადდება. უბრალოდ, წინა დღით ქათამს ლუდის აბაზანაში ჩააბრძანებთ და მთელი ღამით ანებივრებთ. ამ სასიამოვნო რელაქსაციის შემდეგ კი ღუმელში დაბრაწავთ სანამ აი

Top