თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ლიმონი" (Page 2)

ღუმელში შემწვარი არომატული ყვავილოვანი კომბოსტო

ჩემდა გასაკვირად, ეს მშვენიერი, უპრეტენზიო ბოსტნეული ბევრს არ უყვარს. არა და მისგან ნამდვილად შეიძლება გემრიელი კერძების მომზადება! აი ერთ-ერთი მათგანიც :) რა დაგჭირდებათ ამ კერძის მოსამზადებლად?  1 საშუალო თავი ყვავილოვანი კომბოსტო 1 ლიმონის ცედრა 2 კბილი ნიორი 3 ს.კ ზეთი 1 ჩ.კ მდოგვი მარილი პილპილი 1/3 ჭიქა დაფქული პური 50 გ ყველი ჩედარი (ან სხვა სასურველი ყველი) კომბოსტო შეგვიძლია წინასწარ მოვწალოთ

საოცრად არომატული კექსი მანანის ბურღულით და ლიმონით

ამ კექსის ისტორია ცოტა უცნაურად დაიწყო:  რამე გემრიელის გამოცხობა მინდოდა და მარაგებს რომ გადავხედე ვნახე ფქვილი გამთავებოდა, ძირშიღა ეყარა ცოტაოდენი.  დამეზარა მაღაზიაში წასვლა. არა და ფქვილის გარეშე როგორ უნდა გამომეცხო?  ალტერნატიულ ვარიანტებად შვრია, სიმინდის ფქვილი, მანანის ბურღული (იგივე მანი) და ნორდიკის ბურღულეულის მიქსი მრჩებოდა. სხვათა შორის, ადრეც შემხვედრია რეცეპტები, სადაც

ლიმონის კრემიანი ფუნთუშები

შაბათ-კვირა გემრიელი საჭმლის დროა, არ მეთანხმებით?   უფაფუკეს, ლიმონის არომატიან ფუნთუშებზე გეპატიჟებით :) ლიმონის კრემის გარდა, ფუნთუშებს შეგვიძლია ჩავუდოთ ჩვეულებრივი მოხარშული  კრემი ან ჯემი. შეგვიძლია სულაც არაფერი ჩავუდოთ. მე ვთვლი, რომ ლიმონის კრემი იდეალურია ამ შემთხვევაში. ლიმონის კრემის რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით. ამ ფუნთუშებისთვის საკმარისია დაახლოებით 250 გ   ცომი: 250 გ

ხაჭოს კექსი

ყოველთვის, როცა ხაჭოს ვყიდულობ, ჩემში ბჟუტავს იმედი, რომ ჩემი შვილები მას შეჭამენ, თუნდაც ნახევარს, ან მესამედს...   იშვიათად ასეც ხდება, თუმცა უმეტესად მათ თეფშებზე დადებული ხაჭო ასე ხელუხლებლადვე რჩება. ზოგჯერ ხილის კოქტეილში ვნიღბავ, ზოგჯერ ბლინებს ვუცხობ, ზოგჯერ კი აი ასეთ გემრიელ დესერტად გარდავქმნი ხოლმე.  ძალიან გემრიელი გამოდის, ზოგჯერ მარტო ხაჭოთი,

არომატული ქათამი- ძალიან გემრიელი და მარტივი რეცეპტი

"მსურს, რომ ჩემს სამეფოში არ იყოს არც ერთი იმდენად ღარიბი ადამიანი, რომელიც ვერ მისცემდა თავს უფლებას , ყოველ კვირას ეჭამა ქათამი" ანრი  IV     ქათმის შეწვის სხვადასხვა რეცეპტებს ვტესტავ, მინდა რაიმე ახალი, გემრიელი და თან ადვილი შევარჩიო საახალწლოდ. ბევრი დრო აღარ დარჩა :)  ტრადიციული საცივი ჩემს სუფრას ნამდვილად დააკლდება. ასეთ გადაწყვეტილებას გოზინაყისა და კუჭმაჭის

პირველი ლიმონი – პატარების მჟავე გამოცდილება

ფოტოგრაფებმა, დევიდ ვეილმა და ეპრილ მეისიბორკამ საინტერესო ფოტოსერია გადაიღეს: პატარა ბავშვებს ლიმონი გაასინჯეს და მათი რეაქციები ფოტოებზე აღბეჭდეს. იხილეთ ფოტოები და ისიამოვნეთ პატარების მჟავე სახეებით :)                         წყარო: http://www.demilked.com/toddlers-tasting-lemon-for-the-first-time/

შემწვარი კალმარები

მარტივზე მარტივი, მაგრამ როგორი გემრიელი!  დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ, მით უფრო ლუდზე მისაყოლებლად ;)  მე გაყინული კალმარით მოვამზადე, მაგრამ კარფურში გაუყინავიც ბევრჯერ ვნახე და ალბათ ასეთით უფრო გემრიელიც გამოვიდოდა.   250 გ გარჩეული კალმარი (დაახლოებით 2 ცალი მოზრდილი) 100 მლ თეთრი ღვინო 2 ს.კ ფქვილი 1 ს.კ სიმინდის ფქვილი 2 კბილი ნიორი წიწაკა ან პილპილი მარილი ლიმონის ნაჭრები   კალმარები თუ გაყინულია

მარწყვის სორბე

მარწყვის სეზონზე სორბე აუცილებლად უნდა გააკეთოთ.  იმიტომ რომ ადვილია, გემრიელია, მსუბუქია. პირადად მე ნაყინის დიდი მოყვარული არ ვარ, თუ რაიმე საოცრად გემრიელი არ არის.  წელს მაგალითად მხოლოდ ერთხელ ვჭამე. ჩემი ფავორიტი ხილის სორბეა, მარწყვის, ატმის, ნესვის და სხვა ნებისმიერი ხილის. 400 გ მარწყვი, გარჩეული 2 ს.კ ლიმონის წვენი 100 გ შაქარი 100 მლ წყალი 4

ლიმონის ტარტი

გასულ ზაფხულს ნათია მინაშვილმა არაჩვეულებრივი წიგნი მაჩუქა ''100 საუკეთესო დესერტი" .  მადისაღმძვრელი დესერტები საოცარი ფოტოებით - ყველაფრის მომზადება და დაგემოვნება რომ მოგინდება.  ლიმონის ტარტიც ერთ-ერთი მათგანია - არომატული და გემრიელი. დიდი მადლობა ნათიას კიდევ ერთხელ და არა მხოლოდ ამისთვის :) ფხვიერი ცომისთვის: 250 გ ფქვილი 125 გ კარაქი 1 კვერცხის გული 80 გ შაქარი 30 გ დაფქული ნუში ვანილი მარილი   ლიმონის

ხბოს ხორცი ლიმონით და ჯანჯაფილით

ბევრი ტრადიციული გემოს მოყვარული ალბათ იფიქრებს, ამ სააღდგომოდ რა დროს ლიმონი  და ჯანჯაფილია, როცა ახალი ტყემალი უკვე იყიდება და ტარხუნაც ბლომადაა ჩაქაფულის გასაკეთებლად ... მაგრამ  მე ამ რეცეპტს მათთვის ვწერ, ვისაც ტრადიციულთან ერთად განსხვავებულის გასინჯვაც ხიბლავთ :)   ჩაქაფულის გაკეთებას კი მეც ვაპირებ სააღდგომოდ. ორიოდე სიტყვას ამ კერძზეც გეტყვით: ჩვენ მოგვეწონა,

ლიმონჩელო

საოცარი ქვეყანაა იტალია და საოცარია მისი სამზარეულოც.  ყველაფერი ასეთი მარტივი და გენიალური. სავსე ფერებით, არომატებით, მზით <3 . ალკოჰოლს თითქმის არასოდეს ვსვამ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ლიმონჩელოს გაკეთება.  უფრო იმიტომ რომ ბევრი ლიმონი ვიყიდე, საღი, წვნიანი, სურნელოვანი :) ლიმონათებს ვაკეთებ და ქერქები ლიმონჩელოსთვის გადავინახე.  სხვათაშორის, ძალიან ადვილი გასაკეთებელია, ცოტა ხანგრძლივია, თორემ არავითარ

ბროკოლის სალათი იტალიურად

დაახლოებით 2 წლის წინ, ბლოგის ერთ-ერთმა მკითხველმა, ქეთი მაღლაკელიძემ ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გამიკეთა და იტალიელი შეფ-მზარეულის, ჯინო დ'აკამპოს წიგნი მაჩუქა. მისი ეს ჟესტი, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნო იყო  ჩემთვის და დღემდე, როცა ამ წიგნს ვშლი, მადლიერების გრძნობა მავსებს :)  წიგნის გარდა უგემრიელესი ფორთოხლის მარმელადი და არომატული ჩაის ნაკრებიც გამომიგზავნა. კულინარიის სიყვარულმა,

Top