თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ლაიმი"

ლაიმისა და მარწყვის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

ვიცი რომ საქართველოში მარწყვის სეზონი რა ხანია დასრულდა, მაგრამ კალიფორნიაში ფანტასტიური ამინდების გამო ყოველთვის ყველაფრის სეზონია. აქ ყველაფერი სხვანაირადაა, მუდამ მზე ანათებს, მუდამ ყვავილობენ მცენარეები, მუდამ ყველანაირი ხილ-ბოსტნეული იყიდება ბაზრებში და მხოლოდ სურვილი, ცოტაოდენი დრო და ბლომად ფული გჭირდება გასტრონომიული სურვილების ასასრულებლად. ჩიზქეიქები ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ შემიყვარდა, იმიტომ რომ მისი წესების

ესპანური სანგრია წითელი ღვინით

სანგრიაზე ჩვენს ბლოგზე პირველად არ ვწერთ. საზაფხულოდ არაჩვეულებრივი არჩევანია, ზომიერად ალკოჰოლიან-ხილიანი და გასაკეთელად - მარტივი. დაგჭირდებათ წითელი ღვინო, ფორთოხლის წვენი, კონიაკი ან ვისკი, ფორთოცალი, ლიმონი, ლაიმი, ვაშლი, ატამი და მარწყვი. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ხილი არ გაქვთ, არ იდარდოთ. ეს ის სასმელია, სადაც ფანტაზიაც საკმარისია და მარჯვე ხელებიც არაა მაინცდამაინც საჭირო :) დანარჩენი იხილეთ

ღუმელში შემწვარი არომატული ყვავილოვანი კომბოსტო

ჩემდა გასაკვირად, ეს მშვენიერი, უპრეტენზიო ბოსტნეული ბევრს არ უყვარს. არა და მისგან ნამდვილად შეიძლება გემრიელი კერძების მომზადება! აი ერთ-ერთი მათგანიც :) რა დაგჭირდებათ ამ კერძის მოსამზადებლად?  1 საშუალო თავი ყვავილოვანი კომბოსტო 1 ლიმონის ცედრა 2 კბილი ნიორი 3 ს.კ ზეთი 1 ჩ.კ მდოგვი მარილი პილპილი 1/3 ჭიქა დაფქული პური 50 გ ყველი ჩედარი (ან სხვა სასურველი ყველი) კომბოსტო შეგვიძლია წინასწარ მოვწალოთ

Top