კრემი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კრემი"

მოხარშული კრემი – პატისიერი

წავიდა ის დრო, მადლობა ღმერთს, როცა კრემს წყალნარევი რძით, 1 ცალი კვერცხით და ბევრი ფქვილით ვზელდით, ბოლოს კი მარგარინით "გავაკეთილშობილებდით" ხოლმე. ნამდვილი და კარგი მოხარშული კრემი - French: crème pâtissière ცოტა უფრო ძვირი ჯდება (სწორედ ამიტომაც ვზოგავდით 90იანებში, როცა კვერცხი კი არა, კვერცხის ფხვნილი იყო უკვე ფუფუნება). სამაგიეროდ ისეთი გემრიელია, ისეთი <3 ასეთი

ლიმონის კრემიანი ფუნთუშები

შაბათ-კვირა გემრიელი საჭმლის დროა, არ მეთანხმებით?   უფაფუკეს, ლიმონის არომატიან ფუნთუშებზე გეპატიჟებით :) ლიმონის კრემის გარდა, ფუნთუშებს შეგვიძლია ჩავუდოთ ჩვეულებრივი მოხარშული  კრემი ან ჯემი. შეგვიძლია სულაც არაფერი ჩავუდოთ. მე ვთვლი, რომ ლიმონის კრემი იდეალურია ამ შემთხვევაში. ლიმონის კრემის რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით. ამ ფუნთუშებისთვის საკმარისია დაახლოებით 250 გ   ცომი: 250 გ

თაფლიანი ნამცხვარი – მედოკი, კომუნისტური წარსულიდან

ეს რეცეპტი დედაჩემის ძველი კულინარიული რვეულიდანაა. ის რვეული, მგონი  ჩემი ტოლია, ათასნაირი ძველებური, გემრიელი რეცეპტით სავსე, ალაგ-ალაგ დასვრილი, ზოგგან ასოებიც გადღაბნილა, ვანილის სუნი ასდის...   მეორე რვეულიც ჰქონდა, რომლის შევსებაშიც  ბავშვობაში მეც შემქონდა წვლილი. ახლა ღიმილით ვათვალიერებ ხოლმე ჩემს  დაწერილ მიჯღანულ ასოებს. ასეთი ნამცხვრები, რომელსაც მე კომუნისტურს ვეძახი, ახლა ნაკლებად მიყვარს

ტორტი ტირამისუ

ეს იყო ტორტი, რომელიც ჩემმა სტუმრებმა თვალის დახამხამებაში გააქრეს და ყველაზე გემრიელ ტორტად აღიარეს :)  ამ შეფასებას მეც ვეთანხმები, მართლაც სასწაულად გემრიელი ტორტია და მისი საიდუმლო მასკარპონეს კრემშია!  ეს კრემი ჩემი ფავორიტი გახდა, უბრალოდ არაჩვეულებრივია! ფოტოები ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, ღამით გადავიღე და ძალიან ვჩქარობდი. ბისკვიტი 6 კვერცხი 225 გ შაქარი 225 გ ფქვილი 2 ს.კ

შოკოლადის ტორტი მარწყვით

მარწყვის სეზონზე ძირითადად მსუბუქ კვებას და დიეტურ სალათებს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას, არა და რა შეიძლება იყოს უფრო გემრიელი ვიდრე მარწყვის ტორტია, თან ბევრი შოკოლადით :)  ამ სეზონზე თავი გავინებივრე და კვირას, სახლში მარტო რომ დავრჩი ტორტის გაკეთება გადავწყვიტე.  და აი ისიც, ჩემი სუპერ შოკოლადიანი მარწყვის ბომბი! ძალიან გემრიელი, შოკოლადის გამოკვეთილი

ლიმონის კრემი Lemon curd

Lemon curd  უგემრიელესი დესერტია, უფრო სწორად, კრემი. მზიანი, არომატული, ხასხასა, ბედნიერების მომნიჭებელი. თქვენც ხომ განიჭებთ ციტრუსები ბედნიერებას? :) რაში ვიყენებ? რაში აღარ!  რულეტის კრემად, მაფინების გულში ჩასადებად, ტორტის ერტ-ერთ კრემად, ტარტალეტკის ძირზე გადასასმელად, კრემის ქვეშ... საოცარ ნოტებს სძენს საკონდიტრო ნაწარმს.  მოიგონეს ბრიტანელებმა, მათსავით დახვეწილია და ჯენტლმენური :) რეცეპტი ფრანგული ELLE-ის ფურცლებზე აღმოვაჩინე

რულეტი ”წითელი ხავერდი”

ამ ზაფხულს ''წითელი ხავედრის'' ცომზე ექსპერიმენტები ვატარე და სხვადასხვა ფორმით მოვსინჯე მისი ცხობა.  ტორტი და ქაფქეიქები ადრევე გამოვიტანე თქვენს ''სამსჯავროზე'' :)   რულეტის რეცეპტი კი ჟურნალ ''გემრიელისთვის'' მქონდა გაგზავნილი და სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა კიდეც. უკვე შემიძლია აქაც დავწერო :) ცომი იგივეა, რაც ტორტისა და ქაფქეიქის შემთხვევაში, მხოლოდ პროპორციებს ვცვლი ხოლმე იმის

ვარიაცები თემაზე : მარწყვისა და ლიმონის კრემის ნამცხვარი

რამდენიმე დღის წინ ლიმონის კრემიანი მარწყვის ნამცხვარი გავაკეთე (იხილეთ აქ) ჩემებს  ძალიან მოეწონათ და გამეორება გადავწყვიტე. ზუსტად იგივეს გაკეთება მოსაწყენი იქნებოდა, ამიტომ ცვლილებები შევიტანე. სწორედ გუშინ თუ გუშინწინ, ამას რა მნიშვნელობა აქვს,  ჩვენი ბლოგის ერთ-ერთი მკითხველი მარტივ რეცეპტებს ეძებდა, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. ეს რეცეპტიც ამ კატეგორიაში ''გავუშვი'' და ბისკვიტის გარეშე გავაკეთე.

მარწყვის ნამცხვარი ლიმონიანი კრემით

თავიდან სულ სხვა რამის გაკეთებას ვგეგმავდი. ნუშიან ფხვიერი ცომის ბისკვიტზე მარწყვის ჟელე და ლიმონის კრემი შიბუ (creme chiboust) უნდა ყოფილიყო. მერე, ცოტა არ იყოს დამეზარა :( ვიფიქრე რომ ეს ბევრ დროს წამართმევდა და რამე უფრო სწრაფი და მარტივი გადავწყვიტე. მაგრამ ლიმონი და მარწვი აუცილებლად უნდა ყოფილიყო.  საბოლოოდ ეს გამოვიდა. ძალიან

ეკლერი და შუ

ამ გემრიელი დესერტის რეცეპტს ბლოგის მკითხველები ხშირად თხოულობენ, ამიტომ, გადავწყვიტე, ერთი პოსტი მათაც მივუძღვნა, ნამდვილად იმსახურებენ!  ეკლერი და შუ ერთმანეთისგან მხოლოდ ვიზუალით განსხვავდება,ამიტომაც გავაერთიანე. ეს ნამცხვარი უშაქრო, მოხარშული ცომით და კვერცხით მზადდება, ძალიან მარტივია და თუ რეცეპტს მიჰყვებით, აუცილებლად გამოგივათ. რადგან ცომი უშაქროა, გამოცხობის შემდეგ შეიძლება როგორც ტკბილი კრემით,ასევე  არა ტკბილი შიგთავსით

პარიზი-ბრესტი თხილიანი პრალინეს კრემით

სიმართლე რომ გითხრათ, ამ ნამცხვრის გამოცხობას სულაც არ ვაპირებდი, მაგრამ ერთ ჩემს საყვარელ კულინარიულ ბლოგს ვათვალიერებდი და ამ შესანიშნავ რეცეპტს ,,გადავეყარე”. სწორედ მაშინ გადავწყვიტე მეცადა. მისი მომზადება ძალიან ადვილია, ცომი იგივეა რაც შუსა და ეკლერის, კრემი ძირითადად მოხარშული სჭირდება, თუმცა სხვადასხვა ვარიაციებითაც მომიმზადებია. გამოგიტყდებით, რომ ფრანგულ ბლოგზე დადებული რეცეპტი ზუსტად არ დამიცავს.

Top