თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კრევეტი"

კრევეტების სალათა

დღეს ჩემი საყვარელი კრევეტების ახალი, ორიგინალური რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ სახლში მომზადებული მაიონეზით, კაპერსით, ფორთოხლით და კამით. ხომ ძალიან უჩვეულოდ და შეუსაბამოდ ჟღერს? გამოგიტყდებით თავიდან მეც ასე ვიფიქრე. ეს რეცეპტი ერთმა აქაურმა ნაცნობმა გამომიგზავნა. თავიდან ცხვირი ავიბზუე, მაიონეზით როგორ გავაფუჭებდი კრევეტებს? სჯობდა ღვინით, ნივრით და ოხრახუშით მომემზადებინა! მაგრამ კულინარიაში ყველაზე საინტერესო

პაე(ლ)ია

ეს კერძი, ესპანეთში, ახალდაჭერილი ზღვის პროდუქტით,  ალბათ ათასჯერ გემრიელია. არომატიც იქაური ჰაერით, იქაური ზღვით და მზით ექნება გაჯერებული.   თუ ასეთი მზარეული მოგიმზადებთ, შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც აღფრთოვანდეთ  :D                     მაგრამ ჩვენებურ პაეიასაც არაფერი დაეწუნებოდა :)  მშვენიერი სადილი გამოგვივიდა.   300 გ ბრინჯი 6 დიდი კრევეტი სამეფო 1-2 კალმარი 200 გ კრევეტები (მომცრო ზომის) 150 გ მწვანე ლობიო 100

ბარდის სუპი კრევეტებით

ეს მსუბუქი და ხასხასა კრემ-სუპი ძალიან სწრაფად მზადდება გაყინული ბარდით. შეგიძლიათ კრევეტების გარეშეც სცადოთ, ორივენაირად გემრიელია. 250 გ გაყინული მწვანე ბარდა 12 ცალი კრევეტი, უმი 2 საშუალო კარტოფილი ნედლი პიტნის რამდენიმე ფოთოლი 100 მლ ნაღები, 10-20% 1 ხახვი 2 ნივრის კბილი   გავარჩიოთ კრევეტები, დავუტოვოთ მხოლოდ კუდი. ჯამში მოვათავსოთ 1 კბილი დაჭრილი  ნიორი, 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და ამოვსვაროთ

ბრინჯი კრევეტებით

გემრიელი კერძების მოსამზადებლად რეცეპტის ზუსტი მიდევნება საჭირო არ არის, უბრალოდ, ფანტაზია უნდა მოიშველიო და მაცივარსა თუ კარადაში მორჩენილი პროდუქტები ერთმანეთს შეუხამო. ამაში უამრავჯერ დავრწმუნდი და ერთ მაგალითს ამ რეცეპტის სახით თქვენც გთავაზობთ. ინგრედიენტები (ბრინჯის გარდა) გემოვნებით დავამატე, ყოველგვარი აწონვის გარეშე, ამიტომ მათი რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, თუ კი მომზადებას დააპირებთ, რა თქმა

სუპი კრევეტით და სიმინდით

ეს არის უმარტივესი, მაგრამ ამავდროულად ძალიან გემრიელი სუპი კრევეტებით, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ, როცა კრევეტებს "ჩავიგდებ" ხელში. მოგეხსენებათ საქართველოში ეს ცოტა ძვირი და იშვიათი სიამოვნებაა. რეცეპტი ერთ ფრანგულ ბლოგზე ვნახე და მცირე ცვლილება შევიტანე, ქართული რეალობისთვის რომ მომერგო: მასალა: 500 გ კარტოფილი 300 გ ნედლი ან გაყინული სიმინდი (შეგიძლიათ კონსერვირებულით ჩაანაცვლოთ) 2-3 ნაჭერი ბეკონი 400-500 გ (გაყინული)

ფარფალე გრეიფრუტით და კრევეტებით

მასალა: 200 გ პასტა ფარფალე 1 მოზრდილი გრეიფრუტი 200-250 გ კრევეტები (თუ მეტი გაქვთ, უკეთესია) 1 თავი წითელი ხახვი ცოტა კამა ან მწვანე ხახვი ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი 1-2 კოვზი წითელი ხიზილალა მოხარშეთ ფარფალე წესისამებრ მარილიან წყალში, გადაწურეთ და ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით. კრევეტები 3-4 წთ ჩაყარეთ მდუღარეში და გადაწურეთ, თუ გასარჩევია გაარჩიეთ გრეიფრუტი გაფცქვენით, დაანაწევრეთ და ლებნებს

Top