თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კომბოსტო"

8 დღიანი დიეტა, რომლის დროსაც თითქმის არ გშია

ეს დიეტა იდეალურია ზაფხულისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დიეტის დროს ათასგვარი ჯანსაღი კერძის მომზადების არც დრო აქვს და არც ნებისყოფა. მოსალოდნელი შედეგი: -5 კგ 16 დღეში, შენარჩუნების პერსპექტივით და მსუბუქად კვების ჩვევის გამომუშავებით. დიეტის არსი 8 ან 16 დღის განმავლობაში მცენარეული საკვებისა და ცილების მონაცვლეობაა. ორგანიზმს რომ დიეტის ატანა გაუადვილდეს, ყოველდღიურად ბორჯომს და მაწონსაც

იაპონური სამზარეულო – საჭმელი პლასტმასისგან

ასე გამოიყურება იაპონური მაღაზიების თუ კაფე-რესტორნების ვიტრინები, უგემრიელესი იაპონური სამზარეულო და მრავალფეროვანი კერძები მადას აღუძრავს ნებისმიერ გამვლელს და ითანხმებს, რომ შეუკვეთოს. სინამდვილეში კი... სინამდვილეში ეს ყველაფერი ხელოვნურია და ასეთი "საჭმლის" მოსამზადებლად იაპონელები ხშირად 21 საუკუნის თანამედროვე ტექნოლოგიებს კი არა, უბრალო ცვილს, პლასტმასს, წყალს და მარჯვე ხელებს იყენებენ. უყურეთ და ისიამოვნეთ ამ

კეფირში დამარინადებული ღორის ხორცი გარნირით

ეს ისეთი კერძია, გრილ ამინდებს რომ უფრო უხდება, ამიტომ დღეს გაგიზიარებთ.  შეიძლება გაიფიქროთ, სად ხორცი და სად კეფირიო, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან  გემრიელია. თან მარტივია, საოჯახო. მე რადგან ცხიმიანი საჭმელი არ მიყვარს,  ღორის ხორციც უცხიმო ავარჩიე. ქონიან ნაჭრებს არა მგონია კეფირი მოუხდეს.   800 გ ძვლიანი ღორის ხორცი (შეიძლება რბილიც) 150 მლ კეფირი 2 ხახვი 2 კბ

ჩაშუშული კომბოსტო კუპატებით

კუპატები ჩაშუშული კომბოსტოთი ცოტა გერმანული ელფერის მქონე კერძია. ადვილად მზადდება, ნოყიერია და გემრიელი. 500 გ ღორის კუპატი ½ თავი კომბოსტო 1-2 თავი ხახვი 2 კბ ნიორი 1-2 ს.კ ტომატის პასტა, გახსნილი ცოტა წყალში ძირა მარილი პილპილი ოხრახუში დაფნა   კუპატი რამოდენიმეგან დავჩხვლიტოთ ჩანგლით და მაღალ ცეცხლზე დავბრაწოთ ტაფაში. თხლად დავკეპოთ კომბოსტო, დავჭრათ ხახვი. ტაფაში კუპატთან ჩავამატოთ ხახვი, რომ მოიშუშება, შემდეგ კომბოსტო და დაფნა. პერიოდულად

Cole slow -კოულ სლოუ ზამთრის სალათა ბოსტნეულით

ეს ძალიან სასარგებლო, ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი სალათაა. განსაკუტრებით გემრიელია ხორცეულთან ერთად, მაგრამ დამოუკიდებელ კერძადაც შეგიძლიათ მიირთვათ. ½ თავი წითელი კომბოსტო ½ თავი თეთრი კომბოსტო  (საშუალო ზომის თავები) 2 სტაფილო 1 კონა ოხრახუში 1 კონა კამა 1 ჩ.კ მარცვლოვანი მდოგვი 150 გ  სახლის მაიონეზისა და არაჟნის ნარევი, ან  მხოლოდ არაჟანი ½ ლიმონის წვენი 1 კბილი ნიორი მარილი პილპილი შეგვიძლია დავამატოთ თხლად დაჭრილი

საგაზაფხულო სალათი ახალი კომბოსტოთი

უკვე გაზაფხულია და მალე ახალი ბოსტნეულიც გამოჩნდება ბაზრებსა და მარკეტებში. წინასწარ გთავაზობთ ამ მსუბუქი, გემრიელი სალათის რეცეპტს, რომელიც, საჭიროებისამებრ, მარტივად გარდაიქმნება სამარხვო სალათად :) 500 გრ ახალი კომბოსტო 3-4 კიტრი 1 თავი თეთრი ხახვი 1 კონა კამა 3-4 ტოტი პიტნა მარილი, პილპილი სოუსი: მაიონეზი, ან ზეითუნის ზეთი+ლიმონის წვენი მომზადების წესი კომბოსტო დაჭერით თხელ გრძელ ნაჭრებად (როგორც ბორშისთვის) კიტრი დაჭერით რგოლებად

კომბოსტო – სასარგებლო პროდუქტი

კომბოსტო აქვეითებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, ასევე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თირკმელების მუშაობას, აუმჯობესებს კანისა და სისხლძარღვების მდგომარეობას, აქვეითებს არტერიულ წნევას.დიეტური კვების დროს სასურველია კომბოსტოს სხვადასხვა ჯიშების, მათ შორის თეთრთავიანი და წითელთავიანი კომბოსტოს, კოლრაბის, პეკინური, სავოიის და ბრიუსელის კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და სხვ. მოხმარება. სასარგებლოა დიეტური თვალსაზრისით კომბოსტოს მწნილის

კომბოსტოს წკაპოსეული მწნილი

ეს რეცეპტი და მთლიანად პოსტი ვასილ კეკელიას (იგივე წკაპოს) მოვპარე უნებართვოდ, ისე მომეწონა.ამაზე უკეთ და გრძნობით აბა მე ვერ დავწერდი :))ქართულმა სამზარეულომ და აქედან

Top