თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კიტრი" (Page 2)

კიტრის ხვეულები

ძალიან სეზონური, უმარტივესი რეცეპტით მოვედი :) 1 საშუალო კიტრი 100 გ კრემ-ყველი (cream cheese), ან  ნაღების მდნარი ყველი კამა ან პიტნა(გემოვნებით) მარილი და შავი პილპილი ბოსტნეულის სათლელით თხელ ლენტებად დავჭრათ კიტრი. რადგან ძალიან თხელია, ორი ფენა დავადოთ ერთმანეთს. კრემ-ყველს დავამატოთ კამა, მარილი და პილპილი, ავურიოთ და ეს მასა დავადოთ კიტრის ლენტებს. გადავახვიოთ. გავაფორმოთ სურვილის მიხედვით და

მწვანე ლიმონათი

მოკლედ და კონკრეტულად, ეს კიტრისა და პიტნის ლიმონათია. რეცეპტი რომელიღაც რუსულენოვან ფუდ-ბლოგზე ვნახე ადრე, ვცადე და რომ გითხრათ რომ აღვფრთოვანდი, მართალი არ ვიქნები.  შემდეგ იგივე კომბინაციით, თუმცა ცოტა განსხვავებული ვერსია გემრიელი.ge-ის ფეისბუქის გვერდზე ვნახე. ფოტო იმდენად მიმზიდველი და ლამაზი იყო, ხელახლა გამიჩნდა გაკეთების სურვილი. ქართულ და რუსულ ვერსიებში განსხვავება ის

ახალი კარტოფილის სალათი ორაგულით

რაც უფრო ზემოთ იწევს ტემპერატურა, მით უფრო ქვეითდება ჩემი შრომისუნარიანობა :( მაგრამ, რადგანაც ნებისმიერ ამინდში მოშიება გარდაუვალია,  რატომ არ უნდა მოვამზადოთ რაიმე ადვილი და გემრიელი? 2 ულუფისთვის: 4-5 საშუალო ზომის ახალი კარტოფილი 1 მომცრო კიტრი 1 პამიდორი (ჩერი უკეთესი იქნებოდა) 100 გ ყველი ფეტა (შეგიძლიათ შეცვალოთ) თხლად დაჭრილი შებოლილი ან დამარილებული ორაგული სოუსი: 2 ჩ.კ.ტარხუნის ძმარი 2 ს.კ ზეითუნის

ბუტერბროდი კიტრით და კრემ-ყველით

დილის საუზმისთვის შესანიშნავ იდეას გთავაზობთ. ესაა ბუტერბროდი კრემ-ყველით, კიტრითა და თაფლით. მისი  მომზადება ზუსტად 2 წუთში შეიძლება. დაგჭირდებათ პურის ნაჭერი, სასურველია მარცვლოვანი, სხვადასხვა თესლებით ან მსხვილად დაფქული ხორბლის. კრემ-ყველი (ან კარგი ხარისხის ნაღების მდნარი ყველი) კიტრის სიფრიფანა ნაჭრები თხევადი თაფლი, სასურველია ყვავილების, ნეიტრალუი, რბილი გემოთი დაჭრილი პიტნა მარილი და პილპილი გემოვნებით პურის ნაჭერს სქლად გადაუსვით კრემ-ყველი, დაალაგეთ ზემოდან

კიტრის სალათი პიტნით

დღეს ერთ კულინარიულ ბლოგს ვათვალიერებდი და თვალში მომხვდა ამ სალათის რეცეპტი. მისმა სიმარტივემ მომხიბლა, ამასთან  ჩემს ბოლოდროინდელ მსუბუქი მენიუს პირობებს მშვენივრად პასუხობდა. ავტორი გენიალურსაც კი უწოდებდა  აღწერისას და წერდა რომ მისი ფავორიტი სალათების სიაშია. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ რაღა შემაკავებდა :D  გავაკეთე და თქვენც გიზიარებთ. 2 ულუფისთვის: 2-3 კიტრი (ზომის მიხედვით) 1-2 კბილი

მწვანე სალათი მარტივად

მარტივად სწრაფად და იაფად სალათის გაკეთება ყოველთვის შეიძლება, თუ ერთი-ორი ბალახი მოგეპოვებათ სახლში. ამ სალათებს სახელი არ აქვს, რადგან განსაკუთრებულ შედევრს არცერთი არ წარმოადგენს, მაგრამ მთავარია, რომ ცოცხალი ვიტამინების მიღების კარგი და გემრიელი საშუალებაა. ამჯერად მხოლოდ მწვანე ბოსტნეული გამოვიყენე: კიტრი სალათის ფურცლები მჟაუნა მწვანე ხახვი ზეთი, ძმარი, სუნელები გემოვნებით (ან სვანური მარილი) და - მარილიანი იმერული ყველი პროპორციები გემოვნებით

საგაზაფხულო სალათი ახალი კომბოსტოთი

უკვე გაზაფხულია და მალე ახალი ბოსტნეულიც გამოჩნდება ბაზრებსა და მარკეტებში. წინასწარ გთავაზობთ ამ მსუბუქი, გემრიელი სალათის რეცეპტს, რომელიც, საჭიროებისამებრ, მარტივად გარდაიქმნება სამარხვო სალათად :) 500 გრ ახალი კომბოსტო 3-4 კიტრი 1 თავი თეთრი ხახვი 1 კონა კამა 3-4 ტოტი პიტნა მარილი, პილპილი სოუსი: მაიონეზი, ან ზეითუნის ზეთი+ლიმონის წვენი მომზადების წესი კომბოსტო დაჭერით თხელ გრძელ ნაჭრებად (როგორც ბორშისთვის) კიტრი დაჭერით რგოლებად

აკროშკა

აკროშკა რუსული ცივი სუპია, შედგება წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისა და კეფირიანი ან არაჟნიანი სითხისგან. ტრადიციული აკროშკის ძირითადი ინგრედიენტად ბურახი ითვლება, თუმცა, დღეს მას ამზადებენ კეფირით, არაჟნით, ნატურალური იოგურტით და ლუდითაც კი. მისი მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს, მეტ-ნაკლები სხვაობებით. მეც შემოგთავაზებთ ჩემს ვარიანტს, სადაც ძირითადი ინგრედიენტები (კარტოფილი, კვერცხი, კიტრი) შენარჩუნებულია. ✔ 200 გრ არაჟანი/მაწონი ან

აკროშკა

აკროშკა როგორც წესი წვნიანი კერძია, ეს იმ აკროშკის shortcut ვერსია გახლავთ და ზუსტად შესაფერისი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის: კიტრი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვათავსოთ ჭურჭელში, დავასხათ ცივ-ცივი მაწონი და ცოტა არაჟანი (თუ გვაქვს), ორი კბილი ნიორი, მწვანილებიდან კამა, ოხრახუში და მწვანე ხახვი დავაჭრათ, მარილი გემოვნებით. მასალა: ✔ 3-4 საშუალო ზომის კიტრი ✔ 500 გრ მაწონი (ცივი აუცილებლად) ✔ 2

სალათი ”ცეზარი”

აიღეთ რაიმე სინი ან დიდი ზომის თეფში, კიტრი და პომიდორი წვრილ კუბიკებად დაჭერით და ფენა-ფენა გაშალეთ ამ სინზე, შემდეგ სალათის ფურცლები აჰკუწეთ და ზემოდან დააყარეთ, ამასობაში ქათმის ფილეც მოიხარშებოდა, მოხარშული ფილეც დააქუცმაცეთ და მოაყარეთ სალათს, პატარა კუბიკა-სუხარიკები (თუ რაც ჰქვია) - ცოტა ეგეც დაგჭირდებათ. მწვანილებიდან აუცილებელია კამა და ოხრახუში, ბოლოს კი

შემწვარი ცეცხლოვანი კიტრები

რეცეპტის ავტორი ჩვენი მოძმე ბლოგერი, ზურა – Zur.Ge მოიმარჯვეთ კიტრი, პომიდორი, ახალი და ძველი ხახვი, მარილი, ცხარე წიწაკა, კვერცხი, ყველი, ყვავილოვანი კომბოსტო და დავიწყოთ ექსპერიმენტი.თავდაპირველად ვჭით კიტრს, ისე, როგორც ბადრიჯანს.კერძში წამყვანი სწორედ შემწვარი კიტრია.რატომ კიტრი და არა ბადრიჯანი? იმიტომ, რომ შემწვარი კიტრი ბევრად გემრიელია, გაცილებით ტკბილი და ბადრიჯნის სპეციფიკური

Top