კიტრი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კიტრი"

STRADA: ქათმის ნაგეტსი ბარბექიუს სოუსით

ჩვენი გუნდი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა რესტორნებს და შემდეგ რჩევებს მკითხველსაც ვუზიარებთ, თუ #სადრავჭამოთ. ამჯერად, არა ამჯერად კი არა, აი უკვე მერამდენედ ვართ სტრადაში (მარჯანიშვილზე) და უკვე არაერთხელ ნაქები და ამოჩემებული სტეიკს თუ მსხლისა და ლურჯი ყველის უგემრიელესი სალათის, ქლაბ სენდვიჩის, კორეული კერძების, იტალიური პასტას და ხრაშუნა ბელგიური ვაფლის ნაცვლად ერთი შეხედვით

ბოსტნეულის ვრეფები ლავაშში

დღეს ვამზადებთ ბოსტნეულის ძალიან გემრიელ, ჯანსაღ და ხრაშუნა ვრეფებს (wrap - ხვეულა). ამისთვის თქვენ მაქსიმუმ 30 წუთი და ათიოდე ლარი დაგჭირდებათ (გასათვალისწინებელია ბოსტნეულის ცვალებადი ფასი სეზონების მიხედვით, ზაფხულში 4-5 ლარზეც ჩამოხვალთ). 5 ცალი საშუალო ზომის ვრეფისთვის დაგვჭირდება - 1 ცალი სომხური ლავაში ან 5 ცალი ტორტილას ფირფიტა - 2 ცალი კიტრი - 1 ცალი წითელი

8 დღიანი დიეტა, რომლის დროსაც თითქმის არ გშია

ეს დიეტა იდეალურია ზაფხულისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დიეტის დროს ათასგვარი ჯანსაღი კერძის მომზადების არც დრო აქვს და არც ნებისყოფა. მოსალოდნელი შედეგი: -5 კგ 16 დღეში, შენარჩუნების პერსპექტივით და მსუბუქად კვების ჩვევის გამომუშავებით. დიეტის არსი 8 ან 16 დღის განმავლობაში მცენარეული საკვებისა და ცილების მონაცვლეობაა. ორგანიზმს რომ დიეტის ატანა გაუადვილდეს, ყოველდღიურად ბორჯომს და მაწონსაც

კიტრის და მაწვნის გამაგრილებელი სმუზი

ზაფხული დგება და გამაგრილებელი და ჯანსაღი სასმელები გვჭირდება. სმუზი (ინგლ. Smoothie) ხილის ან ბოსტნეულის სქელ, დაბლენდერებულ სასმელს ჰქვია. გარდა იმისა რომ საყვარელი ხილი თუ ბოსტნეული შეგიძლია თხევადი სახით გემრიელად მიირთვა, სმუზის ფორმით შეიძლება ისეთი ინგრედიენტებიც მიიღო, რომელსაც ცალკე დიდი სიხარულით არ გასინჯავდი. მაგალითად ჩემთვის ასეთი ინგრედიენტი რძეა, არავითარ შემთხვევაში ცალკე არ

კუსკუსის სალათა ბოსტნეულით – ძალიან მარტივი და გემრიელი

წლების წინ, ჩემი პირველი შეხვედრა კუსკუსთან წარუმატებად დასრულდა. მაშინ ვიფიქრე რომ ეს ყველაზე უგემური რამ იყო, რაც კი მანამდე მეჭამა! დიდხანს ვიყავით ასე უბრად მე და კუსკუსი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ერთი შანსი კიდევ მიმეცა: მისგან  ყველაზე მარტივი  და ცნობილი სალათა მოვამზადე. ეს სალათა ზაფხულში შესანიშნავი საჭმელია. ასევე გამოდგება გარნირად ხორცეულთან. საოცრად

სულგუნის როლები ბოსტნეულით [+Video]

დღეს, ძალიან გემრიელ და ლამაზ, თანაც, მარტივ კერძს წარმოგიდგენთ - სულგუნის როლები გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან <3 ვიდეო-რეცეპტის ავტორია, ჩვენი პარტნიორი - FocusTV. სულგუნის როლები შეგვიძლია მსუბუქ სტარტერად მივართვათ სტუმარს, გაკეთებაც ძალიან მარტივია და ვიზუალურადაც - ეფექტური. ინგრედიენტებს წვრილ, გრძელ ნაჭრებად დავჭრით და გადავახვევთ სულგუნის ფირფიტებში. თეფშზე ლამაზად დავაწყობთ და მივართმევთ სტუმარს.. ან მივირთმევთ :)) ამ ყველაფრისთვის კი

მწნილი თუ მურაბა? (პატარა რეპორტაჟი ბათუმიდან)

საკვები პროდუქტების დამწნილება ჯერ კიდევ 4 000 წლის წინ დაიწყეს. მაგალითად, ინდოეთში საკმაოდ პოპულარული  იყო კიტრის მწნილი, რასაც ჩრდილოეთ ინდოეთში, „აჩარს“ უწოდებენ. დამწნილების მეთოდს სეზონური საკვები პროდუქტების შესანახად იყენებდნენ, მწნილს კი მაშინ მიირთმევდნენ, როდესაც სეზონის მიხედვით, ესა თუ ის პროდუქტი არ მოიპოვებოდა. დამწნილებული პროდუქტების წაღება საკმაოდ კომფორტულად ითვლებოდა ხანგრძლივი, საზღვაო მოგზაურობის

ცივი საზაფხულო სუპი

ეს სუპი მარტივი, სწრაფი, გემრიელი და მსუბუქი საზაფხულო კერძების კატეგორიიდანაა. არც ბევრი ინგრედიენტები დაგჭირდებათ და არც დიდი ძალისხმევა. დაგჭირდებათ: კარტოფილი - 3 დიდი ან 4 საშუალო პომიდორი - 4 ც კიტრი - 4 ც წითელი პაპრიკა (ბულგარული წიწაკა) - 2 ც მწვანილი (ქინძი, მწვანე ხახვი, ოხრახუში) მარილი, ხმელი წითელი წიწაკა, წყალი ბლენდერი პირველ რიგში კარტოფილი გათალეთ და პატარა ნაჭრებად

რულეტი ბოსტნეულით და ორაგულით

ასეთი ფასტ-ფუდი ჩემი ბოლო დროის აკვიატებაა. ლავაშებში ნაირ-ნაირ ბოსტნეულს, თევზს, ქათმის ან საქონლის ხორცს, ლორს ვახვევ და სრაფი  სადილი მზადაა. ნაყიდს ათასჯერ სჯობს - ყოველთვის ახალ ბოსტნეულს ვდებ , სოუსად არ ვიყენებ  მაიონეზს, მით უფრო ნაყიდს. ამ პროდუქტზე საერთოდ უარი ვთქვი და არასოდეს ვყიდულობ. მწვანილიან-ნივრიანი  არაჟნით, ჩემს მიერვე დაყენებული არომატიზებული

პასტა-გებჟალია

პასტა ძალიან მიყვარს, მაგრამ რადგან ვიცი, რომ კალორიულია, ვცდილობ მაქსიმალურად შევზღუდო, მხოლოდ კვირაში ერთხელ და ისიც დღის პირველ ნახევარში გავაკეთო და როგორც ფაბიო ფოლტრანმა ბარილას მასტერკლასის დროს გვირჩია, ერთ პორციაზე მეტი არ შემომეჭამოს :D პიტნიან-ყველიანი პასტის (ჩვენებურად - მაკარონის) შესახებ ადრეც წავიკითხე უცხოურ საიტებზე, მაგრამ არც გამისინჯავს და არც აზრად მომსვლია

. კიტრისა და მაწვნის ცივი სუპი

  ცივი წვნიანები ზაფხულში სასურველიცაა და პოპულარულიც. მით უფრო თუ დიდ ძალისხმევას და კულინარიულ ოსტატობას არ მოითხოვს :)  ამასთან დაბალკალორიულიცაა. თუ აკროშკა გიყვართ, მაშინ ეს სუპიც მოგეწონებათ. 4  საშუალო ზომის კიტრი 750 გ მაწონი 2ს.კ  დაჭრილი კამა 2ს.კ დაჭრილი პიტნა მარილი, პილპილი კიტრი გაჭერით შუაზე და კოვზის დახმარებით თესლები ამოაცალეთ. მოათავსეთ ბლენდერში და მაწონთან ერთად აქციეთ ერთგვაროვან მასად.

ტაბულე ბულგურით

ტაბულე ძირითადად  მზადდება კუსკუსით, თუმცა ზოგიერთ რეცეპტში გვხვდება ბულგურიც. მიუხედავად იმისა რომ ორივე, კუსკუსიცა და ბულგურიც ხორბლის დამუშავების შედეგად მიიღება, მაინც სხვადასხვა პროდუქტად ითვლება. ბულგური კანგაცლილი, დაღერღილი ხორბალია, იყიდება სხვადასხვა ზომის, წვრილი, საშუალო და მსხვილი მარცვლებით. მე საშუალოდ დაღერღილი მომწონს ყველაზე მეტად. ასე გამოიყურება ჩემი ნაყიდი ბულგური 4-5 ულუფისათვის დაგჭირდებათ   1 ჭ

Top