კვერცხი Archives | Page 2 of 8 |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კვერცხი" (Page 2)

ხაჭაპური უსაფუარო ცომით

ეს ვიდეო-რეცეპტი თვეზე მეტია ჩაიწერა, მაგრამ აღდგომის წინა და შემდეგ პერიოდში მგონი არავინ იყო ხაჭაპურის დანახვის ხასიათზე და ცოტა ხნით ჩუმად, ჩვენთვის შევინახეთ ;) უყურეთ ვიდეოს, როგორ შეიძლება გააკეთოთ ტრადიციული, სახლის ხაჭაპური სახლში, საკუთარი ხელით, უსაფუარო ცომით :) https://youtu.be/jbvvtsl6VBw  

კვერცხის შეწვის ხუთი+ გზა [VIDEO]

კვერცხის შეწვა შეიძლება ისეც და ასეც, გემრიელად და უგემურად, ზეთში და კარაქში, გამომშრალი და ნახევრადშემწვარი. მოკლედ, ერთი შეხედვით ისეთი მარტივი ოპერაცია, როგორიც კვერცხის შეწვაა, შეიძლება წარუმატებლადაც დასრულდეს :D მათთვის, ვინც კვერცხის მარტივად შეწვა უკვე 'დაამუღამა', შეგვიძლია შემდეგი საფეხურისთვის ახალი იდეები შევთავაზოთ.   მაგალითად აი ეს, ნენეს რეცეპტი: კვერცხის მაფინები მიკროტალღურ ღუმელში. ამისთვის ინგრედიენტების გარდა

ტორტი ტრუფელი ბანანით და ვანილის კრემით

თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს იმ ტრადიციული, ნამდვილი ტრუფელის რეცეპტი არ გახლავთ, არამედ მხოლოდ ერთგვარი ინტერპრეტაცია. ფენებს შორის ნამდვილ ტრუფელში შოკოლადის განაში გამოიყენება, ჩემს ვერსიაში ორი კრემი გამოვიყენე: შოკოლადის და ვანილის. ბონუსად კი ერთი ფენა ბანანის ფირფიტებითაც დავფარე. რატომაც არა? ბანანი, შოკოლადი და ვანილი = იდეალურ შეხამებას. ინგრედიენტები: ბისკვიტი კვერცხი - 4 ც შაქარი -

საუზმე ვალენტინისათვის [+VIDEO]

აი ასე მარტივად და სწრაფად შეიძლება მოუმზადოთ საყვარელ ადამიანს საუზმე, ვალენტინობისათვის. ანდა, რატომ მხოლოდ ვალენტინობისათვის? ;) http://youtu.be/tHswfsqO4sg

ყველაზე აჭარული აჭარული ხაჭაპური

მის გარეშე წარმოუდგენელია ზღვაზე შვებულება, ქობულეთი და ბათუმი.  მიხვდით ალბათ, საუბარია აჭარული სამზარეულოს ყველაზე აჭარულ, უკვე რეგიონის სიმბოლოდ ქცეულ აჭარულ ხაჭაპურზე. ლეგენდის თანახმად ასეთი ფორმა ჩვენი საყვარელი სასმუსნაოს შემქმნელს ზღვაში დანახულმა მეთევზის ნავმა ჩააგონა, კვერცხის გული კი ჩამავალი მზის სიმბოლოდ ჩაახალა. აი ასეთი ლამაზი ისტორია აქვს ამ კალორიების ბომბას :) ახლა კი

ორაგულის კულებიაკა

ორაგულის კულებიაკა ჩემი საყვარელი ღვეზელია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში კარგი ორაგულის შოვნა მარტივი არ არის:  გაყინული რაც იყიდება, ძირითადად ან საუკუნის წინანდელია - შესაბამისად საშიანლად უგემური, ან რაღაც სხვა ქვესახეობაა ორაგულად გასაღებული. თუ კარგი წითელი, ცხიმიანი და გემრიელი ორაგული იყიდება სადმე, ფასი აქვს "ცეცხლის".  მაგრამ ასეა თუ ისეა, რეცეპტს

ფუმფულა ფენქეიქები კეფირიანი ცომი

ბედის ირონიაა, აბა რა არის, დიეტისთვის ნაყიდი კეფირით რომ ფენქეიქებს გააკეთებ ...   ვითომ განტვირთვის დღეების მოწყობას დავაპირებ, ვიყიდი კეფირს, ერთ-ორ ყლუპს ძალით მოვწრუპავ და დევს მერე მაცივარში ასე, თუ ვინმემ არ დალია, ახლოს აღარ ვეკარები. სამაგიეროდ კეფირით სუპერ ცომეული გამოდის :D  სხვათაშორის, ამ ბოლო დროს კეფირის მიღების კარგ გზას

როგორ შევღებოთ კვერცხები ენდროთი

ეს რეცეპტი, ალბათ, არავისთვის იქნება სიახლე, მაგრამ კულინარიულ ბლოგზე ასეთი მარტივი ჭეშმარიტება ხომ უნდა იყოს?  ამიტომ  მაინც დავწერ. ჯერ რამდენიმე რჩევით დავიწყებ: შეეცადეთ შესაღებად კვერცხები რამდენიმე დღით ადრე შეიძინოთ. ახალი კვერცხი კარგ მუქ ფერზე არ იღებება. მოძებნეთ შედარებით ძველი ქვაბი, რომლის ენდროთი გაფუჭებაც არ დაგენანებათ. ან ისეთი ქვაბი, მავთულით რომ გაიხეხოს მოგვიანებით. ხახვის ფურცლები

სააღდგომო პასკა ან გნებავთ – კულიჩი

სააღდგომო პასკას წლებია სახლში ვაცხობ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ამ რეცეპტით. რეცეპტი, უფრო სწორად კი მიღებული შედეგი ძალიან მომწონს და რაიმე განსხვავებულის ძებნით თავი აღარ დამიღლია. ერთი ეგაა, რომ რეცეპტი ბევრად გავამარტივე. გამარტივება იმაში გამოიხატება, რომ ინგრედიენტებს ცალ-ცალკე არ ვამზადებ და ყველაფერს ერთიანად ვზელ.    ამგვარად, ბევრი გაზომვა - აწონვისა

კალათები ფილოს ცომით

  ეს ძალიან მსუბუქი და გემრიელი ღვეზელებია, რომელიც მარტივად მზადდება და ფანტაზიის ჩართვის საშუალებასაც იძლევა. შეგვიძლია გულში სხვადასხვა ინგრედიენტი ჩავუდოთ. ფილოს ცომი  თურქულ და ბერძნულ  სამზარეულოშია გავრცელებული. საქართველოში თურქულ მაღაზიებში იყიდება, მაგრამ თუ ვერ იშოვით ფენოვანითაც შეგიძლიათ შეცვალოთ  10 ფურცელი ფილო 5 ფირფიტა ბეკონი 10 ბროკოლის ყვავილედი 200 გ არაჟანი ან 20% ნაღები 2 კვერცხი მარილი პილპილი გახეხილი ყველი გამდნარი კარაქი,

გორდონ რამზის მიერ შთაგონებული ყიყლიყო კარამელიზებული ხილით

არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ მან შთამაგონა და მომანდომა ასეთი ყიყლიყოს მომზადება. ერთ დღეს, ტელევიზორის ეკრანზე თვალი შევასწარი, როგორ ფუსფუსებდა, თან აღფრთოვანებით საუბრობდა ამ საუზმის მთელ სიკეთეზე.   მაშინვე მომინდა გაკეთება. რა თქმა უნდა, პატივცემული გორდონი ყიყლიყოდ არ მოიხსენიებდა თავის ნახელავს, მაგრამ, რადგან ჩვენში კვერცხიან პურს ასე ვეძახით, მეც ასე

რულეტი ბოსტნეულით და ორაგულით

ასეთი ფასტ-ფუდი ჩემი ბოლო დროის აკვიატებაა. ლავაშებში ნაირ-ნაირ ბოსტნეულს, თევზს, ქათმის ან საქონლის ხორცს, ლორს ვახვევ და სრაფი  სადილი მზადაა. ნაყიდს ათასჯერ სჯობს - ყოველთვის ახალ ბოსტნეულს ვდებ , სოუსად არ ვიყენებ  მაიონეზს, მით უფრო ნაყიდს. ამ პროდუქტზე საერთოდ უარი ვთქვი და არასოდეს ვყიდულობ. მწვანილიან-ნივრიანი  არაჟნით, ჩემს მიერვე დაყენებული არომატიზებული

Top