თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კექსი"

ნუშის კექსი ხილით

თუ კექსებში ფქვილის ნაწილის  ნაცვლად დაფქული ნუშის დამატება არ გიცდიათ, აუცილებლად უნდა სცადოთ! ნუში მნიშვნელოვნად ცვლის არა მხოლოდ გემოს, არამედ კექსის სტრუქტურასაც - ფხვიერი, ნაზი და უფრო მსუბუქი გამოდის. დღევანდელი ნუშის კექსი სინამდვილეში რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე, თუმცა მის დასაწერად თითები კლავიატურამდე აქამდე ვერ მოვიტანე :)  სტუმრად უკრაინელ ფუდბლოგერს, ანას ველოდებოდი,

ყველაზე არომატული და გემრიელი ლიმონის კექსი

ეს ძალიან, ძალიან გემრიელი, არომატით სავსე, ნოტიო და სურნელოვანი კექსია. ჩაისთან უბრალოდ ფანტასტიურია, მერწმუნეთ! პირველად ცოცხალი მოცვით გამოვაცხე, რომელიც წინა დღეს იაფად შემომხვდა ბაზარში და ხელს გამოვაყოლე.  ძალიან მოუხდა მოცვი და ლიმონი ერთმანეთს. თუ გაყინული მოცვი გაქვთ შემონახული, სწორედ დროა დამოიყენოთ :) რამდენიმე დღეში კიდევ გადავწყვიტე გამოცხობა, მაგრამ რადგან მოცვი ამჯერად

გოგრის კექსი სანელებლებით

გოგრას ამერიკელები ძალიან აფასებენ და მისგან უამრავ რამეს ამზადებენ. ოქტომბრიდან მოყოლებული ყველა ბაზარსა თუ მაღაზიაში უამრავს შეხვდებით.  მეც "ავყევი ფეხის ხმას" და ამ ბოლო დროს ხშირად ვყიდულობ.  ნელ-ნელა ყველა საინტერესო რეცეპტს გაგიზიარებთ, დღეს კი გოგრის კექსით დავიწყებ. აქ გოგრის კექსები ძალიან უყვართ.   180 გ გოგრა 2 კვერცხი 110 გ შაქარი ½ ჩ.კ დაფქული კარდამონი 2/3

საოცრად არომატული კექსი მანანის ბურღულით და ლიმონით

ამ კექსის ისტორია ცოტა უცნაურად დაიწყო:  რამე გემრიელის გამოცხობა მინდოდა და მარაგებს რომ გადავხედე ვნახე ფქვილი გამთავებოდა, ძირშიღა ეყარა ცოტაოდენი.  დამეზარა მაღაზიაში წასვლა. არა და ფქვილის გარეშე როგორ უნდა გამომეცხო?  ალტერნატიულ ვარიანტებად შვრია, სიმინდის ფქვილი, მანანის ბურღული (იგივე მანი) და ნორდიკის ბურღულეულის მიქსი მრჩებოდა. სხვათა შორის, ადრეც შემხვედრია რეცეპტები, სადაც

მარმარილოსებური კექსი იგივე “ზებრა”

ჩემს შვილებს უყვართ ეს მარტივი, ზოლებიანი კექსი. როცა ერთ მთლიან ფორმაში ვაკეთებ, სიმეტრიული, ლამაზი ზოლები გამოდის, მაგრამ  მე მგონი არც ასე გამოვიდა ცუდი, გულამოჭრილ კექსის ფორმაში :) ცომს ყოველთვის სხვადასხვანაირად ვაკეთებ, ხან მაწვნით, ხან არაჟნით, ეს ნამცხვარი ინტერპრეტაციის საშუალებას ნამდვილად იძლევა და იმ ინგრედიენტებზე ვარგებ, რომელიც იმ მომენტში მომეპოვება. 500 გ კეფირი 4

ხილის ნამცხვარი ბეზეს ქუდით – ზაფხულის ნამცეცი ზამთრის ცივ დღეს

ეს გემრიელი ნამცხვარი ზაფხულის ბოლო დღეს გამოვაცხე, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე თქვენთვის გამეზიარებინა. ისეთი არც არაფერია,ახლა რომ ვერ გაიმეოროთ: ატამი ვაშლით,მსხლით ან კომშით თხელი ნაჭრებით შეცვალეთ. ჟოლო გაყინული გამოიყენეთ ან სხვა კენკრით ჩაანაცვლეთ. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის ხილით მოამზადოთ, თუნდაც სრულიად განსხვავებულით, მაგალითად გაყინული ალუბლით,ან ფორთოხლით - წარმოიდგინეთ, რა გემრიელი

ხაჭოს კექსი

ყოველთვის, როცა ხაჭოს ვყიდულობ, ჩემში ბჟუტავს იმედი, რომ ჩემი შვილები მას შეჭამენ, თუნდაც ნახევარს, ან მესამედს...   იშვიათად ასეც ხდება, თუმცა უმეტესად მათ თეფშებზე დადებული ხაჭო ასე ხელუხლებლადვე რჩება. ზოგჯერ ხილის კოქტეილში ვნიღბავ, ზოგჯერ ბლინებს ვუცხობ, ზოგჯერ კი აი ასეთ გემრიელ დესერტად გარდავქმნი ხოლმე.  ძალიან გემრიელი გამოდის, ზოგჯერ მარტო ხაჭოთი,

შოკოლადის კექსი ალუბლით და ცუკატით

ეს ნაუცბათევად გაკეთებული კექსია, ახალი ფორმა ვიყიდე და დავტესტე. თან სტუმრად დედას ველოდებოდი და მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა. ძალიან მარტივად მზადდება. 100 გ კარაქი 3 კვერცხი 200 გ შაქარი 300 გ მაწონი 1 ჭ უკურკო ალუბალი 1/3 ჭ ფორთოხლის ცუკატები 3 ს.კ კაკაო 2 ჭ ფქვილი (იგულისხმება 250 მლ ჭიქა) 1,5 ჩ.კ სოდა მარილი გავადნოთ კარაქი და შევურიოთ შაქარი, შემდეგ კი კვერცხი.

წითელი ღვინისა და შოკოლადის კექსი

რატატუის ფეისბუქ-გვერდზე ხშირად მთხოვენ სამარხვო რეცეპტებს. რადგან ჩემთან არავინ მარხულობს და არც ვეგეტარიენელი მყავს ვინმე, ამიტომ თამამად ვიყენებ ნებისმიერ ინგრედიენტს რაც მაქვს და მიყვარს.  მაგრამ ბლოგის გამო, გადავწყვიტე ამ პერიოდში სპეციალურად მოვამზადო ისეთი კერძები ან დესერტები, რომელსაც მომარხულეებიც მიირთმევენ. დღეს დესერტს შემოგთავაზებთ, რომლის მირთმევა თავისუფლად შეუძლიათ როგორც ვეგანებს, ისე მარხვაზე მყოფებს.  როგორც წესი,

არაჟნისა და კაკაოს კექსი მსხლით

კონიაკში დამთვრალი მსხლები კაკაოს არომატით - ხომ გემრიელად ჟღერს?  ასეცაა,ძალიან გემრიელი, რბილი, ნაზი კექსის რეცეპტით მოვედი :)  იმედია, თქვენც მოგეწონებათ, თუ კი გამოცხობას გადაწყვეტთ, რასაკვირველია. 400 გ მსხალი (დაახლ. 4 საშუალო) 270 გ შაქარი 300 გ არაჟანი (ან მაწონი და არაჟანი 50/50) 300 გ ფქვილი 2 კვერცხი 3 ს.კ. კაკაო (თავმობმული) 1 ჩ.კ. სოდა 100 გ ზეთი (ან

მინი კექსები ლიმონით

საკონდიტრო ნაწარმში ციტრუსის არომატი ძალიან მიყვარს ხშირად ვიყენებ. ამჯერად ერთ ძალიან ადვილ რეცეპტს შემოგთავაზებთ, თუმცა ინგრედიენტები გათვლილია კექსების მცირე რაოდენობაზე. ამ რეცეპტში შაქარი შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ რადგან მთლიანი ლიმონი გამოიყენება, სიმჟავის გადასაფარად აუცილებელია. 100 გ შაქარი 1 კვერცხი 4 ს.კ არაჟანი 1/2 ჩ.კ სოდა 1 პატარა ლიმონი 5-6 ს.კ ფქვილი 2ს.კ ზეთი ლიმონი გაჭერით,გამოაცალეთ კურკები და დააბლენდერეთ.

კექსი ბევრი მშრალი ხილით

ამ კექსის ფოტოს ჩვენს ფეისბუქის გვერდზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა , ამიტომ თავიდან მოვამზადე, ''ავწონ-დავწონე'' ცომის ინგრედიენტები და აი,რეცეპტიც:)2 კვერცხი250 გ ფქვილი50-60 გ კარაქი150გ შაქარი250 გ არაჟანი ან მაწონი (კეფირიც შეიძლება)1 ჩ.კ სოდა+ლიმონის წვენი(ძალიან სავსე არა)ფორთოხლის ცუკატებიშავი და თეთრი ქიშმიშიშტოშის ჩირიალუბლის ჩირიდაშაქრული ჯანჯაფილის ჩირილეღვის ჩირი, დაჭრილი1 ლიმონის ცედრა1 ფორთოხლის ცედრა (თუ

Top