თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კეფირი"

ხვეულა ნამცხვარი ალუბლით

ამ  ბოლო დღეებში ეს ნამცხვარი უამრავ ფეიჯსა თუ ვებ-გვერდზე შემომხვდა და გადავწვიტე დამეტესტა. საკმაოდ მარტივია და ყველა ინგრედიენტი ხელთ მქონდა. მაშ, გაგიზიარებთ ჩემი ექსპერიმენტის შედეგებს და შთაბეჭდილებებს. მსგავსი ნამცხვრის რეცეპტი რატატუიზე უკვე დიდი ხანია გვიდევს, თუმცა იქ ფენოვანი ცომია გამოყენებული, გულში კი ვაშლისა და ნუშის მიქსი აქვს. რეცეპტის ნახვა ამ ბმულზეა

ყველაზე არომატული და გემრიელი ლიმონის კექსი

ეს ძალიან, ძალიან გემრიელი, არომატით სავსე, ნოტიო და სურნელოვანი კექსია. ჩაისთან უბრალოდ ფანტასტიურია, მერწმუნეთ! პირველად ცოცხალი მოცვით გამოვაცხე, რომელიც წინა დღეს იაფად შემომხვდა ბაზარში და ხელს გამოვაყოლე.  ძალიან მოუხდა მოცვი და ლიმონი ერთმანეთს. თუ გაყინული მოცვი გაქვთ შემონახული, სწორედ დროა დამოიყენოთ :) რამდენიმე დღეში კიდევ გადავწყვიტე გამოცხობა, მაგრამ რადგან მოცვი ამჯერად

თხილის კექსი

შაბათ-კვირა, მეგობრები,  ცხელი ჩაი, ყავა, ახალი ამბები და ძველი ტკბილი დღეების გახსენება...     ეს  კექსი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა :)   შოკოლადი და თხილი საუკეთესო კომბინაციაა, "რატატუი" კი საუკეთესო ადგილი ახალი, გემრიელი იდეებისთვის. 80 გ დაფქული თხილი 2 კვერცხი 80 გ შაქარი 180 გ კეფირი 150 გ ფქვილი 30 გ დარბილებული კარაქი 2/3 ს.კ სოდა ძმრით 80 გ

კექსი “სნიკერსი”

თუ ზაფხულის სიცხეში ცხობა არ გეზარებათ, შეგიძლიათ ასეთი მარტივი და გემრიელი კექსი მოამზადოთ. კარგი ხარისხის მოხარშული შესქელებული რძე კექსს კიდევ უკეთესს გახდის. კატეგორიულად არ გირჩევთ "სუპრემოს" სახელით გამოშვებულს, ერთხელ ვიყიდე და გადავაგდე, შიგნით ხორხოშელა ნაწილები ჰქონდა ბევრი და გემოც ძალიან უსიამოვნო, ვიტყოდი უგემური.  თან არაბუნებრივად სქელი იყო. მოკლედ არ მომეწონა.

შოკოლადის მსუბუქი ბისკვიტი მინანქრით და ხილით

"Life is short. Eat dessert first" Jacques Torres. მეც სწორედ ასე ვფიქრობ, როგორც პატივცემული ბატონი ტორესი და არასოდეს ვამბობ უარს არც ერთ დესერტზე, რომელსაც ცხოვრება მთავაზობს :)  ჯულია ჩაილდის პერიფრაზს თუ გავაკეთებ, დიეტაზე  მანამდე ვარ, სანამ ნამცხვარი გამოცხვება :D დღევანდელი დესერტი ერთდროულად ადვილიცაა და ძალიან გემრიელიც. კრემის წასმაც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც მოვერიდე ზედმეტ

საოცრად არომატული კექსი მანანის ბურღულით და ლიმონით

ამ კექსის ისტორია ცოტა უცნაურად დაიწყო:  რამე გემრიელის გამოცხობა მინდოდა და მარაგებს რომ გადავხედე ვნახე ფქვილი გამთავებოდა, ძირშიღა ეყარა ცოტაოდენი.  დამეზარა მაღაზიაში წასვლა. არა და ფქვილის გარეშე როგორ უნდა გამომეცხო?  ალტერნატიულ ვარიანტებად შვრია, სიმინდის ფქვილი, მანანის ბურღული (იგივე მანი) და ნორდიკის ბურღულეულის მიქსი მრჩებოდა. სხვათა შორის, ადრეც შემხვედრია რეცეპტები, სადაც

კეფირში დამარინადებული ღორის ხორცი გარნირით

ეს ისეთი კერძია, გრილ ამინდებს რომ უფრო უხდება, ამიტომ დღეს გაგიზიარებთ.  შეიძლება გაიფიქროთ, სად ხორცი და სად კეფირიო, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან  გემრიელია. თან მარტივია, საოჯახო. მე რადგან ცხიმიანი საჭმელი არ მიყვარს,  ღორის ხორციც უცხიმო ავარჩიე. ქონიან ნაჭრებს არა მგონია კეფირი მოუხდეს.   800 გ ძვლიანი ღორის ხორცი (შეიძლება რბილიც) 150 მლ კეფირი 2 ხახვი 2 კბ

ფუმფულა ფენქეიქები კეფირიანი ცომი

ბედის ირონიაა, აბა რა არის, დიეტისთვის ნაყიდი კეფირით რომ ფენქეიქებს გააკეთებ ...   ვითომ განტვირთვის დღეების მოწყობას დავაპირებ, ვიყიდი კეფირს, ერთ-ორ ყლუპს ძალით მოვწრუპავ და დევს მერე მაცივარში ასე, თუ ვინმემ არ დალია, ახლოს აღარ ვეკარები. სამაგიეროდ კეფირით სუპერ ცომეული გამოდის :D  სხვათაშორის, ამ ბოლო დროს კეფირის მიღების კარგ გზას

მარმარილოსებური კექსი იგივე “ზებრა”

ჩემს შვილებს უყვართ ეს მარტივი, ზოლებიანი კექსი. როცა ერთ მთლიან ფორმაში ვაკეთებ, სიმეტრიული, ლამაზი ზოლები გამოდის, მაგრამ  მე მგონი არც ასე გამოვიდა ცუდი, გულამოჭრილ კექსის ფორმაში :) ცომს ყოველთვის სხვადასხვანაირად ვაკეთებ, ხან მაწვნით, ხან არაჟნით, ეს ნამცხვარი ინტერპრეტაციის საშუალებას ნამდვილად იძლევა და იმ ინგრედიენტებზე ვარგებ, რომელიც იმ მომენტში მომეპოვება. 500 გ კეფირი 4

სქელი ბლინები კეფირზე

გემრიელი იმპროვიზაცია ბლინების თემაზე: მასალა: 500 მლ კეფირი 200 გ ფქვილი+ 3 ს.კ 1 ჩ.კ საფუარი, მშრალი 1/5 ჩ.კ მარილი 1 ჩ.კ შაქარი 4-5 ს.კ ზეთი 2 მსხვილი კვერცხი ოდნავ შემთბარ კეფირში ჩაყარეთ საფუარი, 3 ს.კ ფქვილი და დადგით სითბოში გასაფუებლად დაახლოებით 30 წუთით. შემდეგ ჩაამატეთ კვერცხები, შაქარი, მარილი და დააცერით ფქვილი. ბოლოს შეურიეთ ზეთი. ცოტა ხნით კიდევ დატოვეთ სითბოში, შემდეგ

Top