თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კატლეტი"

წითელი ოსპის კატლეტი

ოსპი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია და სხვა სიკეთეებთან ერთად, დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. იმდენჯერ და იმდენნაირად გავაკეთე უკვე შემიყვარდა კიდეც :D  სხვათა შორის,  ამ ბოლო დროს ოსპით ორი უგემრიელესი კერძი გავაკეთე, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ მალე. მანამდე კი ასევე გემრიელი კატლეტი სცადეთ. 300 გ წითელი ოსპი 1-2 თავი ხახვი 2 კბილი ნიორი 1 საშუალო ზომის სტაფილო 1

Fish cake – ანუ თევზის კატლეტები

ესკოლარი (იგივე „მასლიანკა“) ძალიან ნაზი და გემრიელი თევზია, ცოტა ფხებით. მისგან შესანიშნავი კატლეტი მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ცხიმიანი თევზია, კატლეტები მსუყე სულაც არ არის. 800 გ ესკოლარის ფილე 3  საშუალო ზომის კარტოფილი 1-2 თავი ხახვი 1 კონა კამა მარილი პილპილი 1 კვერცხი თევზი, მწვანილი, ხახვი და კარტოფილი ხორცსაკეპში გავატაროთ. 

კიევური კატლეტი

კიევური კატლეტი ძალიან გემრიელია და ადვილიც - მის მომზადებას არ სჭირდება ბევრი ფილოსოფია. შეგიძლიათ თქვენც სცადოთ :) 2 ქათმის ფილე 2-3 ს.კ დარბილებული კარაქი 2-3 ღერი კამა მარილი პილპილი საფანელი 2 კვერცხი ფქვილი   ქათმის ფილეს სასურველია დავუტოვოთ მკერდის ძვალი. მაგრამ თუ პირდაპირ ფილეს იყენებთ და ძვალი არ აქვს, არც ესაა დიდი ტრაგედია. ფილე გავრეცხოთ, გავამშრალოთ.  ბასრი დანით სიბრტყეზე გადავჭრათ, ისე

Salmon cake – ორაგულის კატლეტები

ეს უგემრიელესი კატლეტები, რა თქმა უნდა, სხვა თევზითაც შეიძლება მომზადდეს, თუმცა ორაგულით განსაკუთრებით მომწონს. ორაგულში ვგულისხმობ ხასხასა ვარდისფერ, ცხიმიან ატლანტიკის ორაგულს, ე.წ.  семга,  იმ ორაგულის მსგავსი გადამხმარი თევზით, რომელიც ჩვენთან გაყინული იყიდება, ისეთი არ გამოდის როგორც საჭიროა.   600 გ ორაგული 1 კარტოფილი 1 კონა კამა 3-4 ღერი მწვანე ხახვი 1 კვერცხი 1.5  ს.კ ფქვილი მარილი პილპილი ლიმონი   ორაგული გავასუფთავოთ კანისა

ქათმის ბურთულები პამიდვრით

დღეს ისეთი გრილი ამინდია, ღუმელის ანთება ალბათ არც დაგეზარებათ :)  ამ გემრიელი კერძის მომზადებას კი ერთი საათიც არ სჭირდება.  თუ ქათმის ფარში არ აღმოჩნდა თქვენს სიახლოვეს, არც ეგაა პრობლემა, სცადეთ საქონლის ხორცით. მოარგეთ საკუთარ გემოვნებას და შესაძლებლობებს - მე მხოლოდ იდეებს გთავაზობთ :)   მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს! საბოლოო შედეგი იქნება ასეთი:   600

როგორ მოვამზადოთ ნაზი და წვნიანი კატლეტი

დღეს კატლეტები მოვამზადე სადილისთვის და ამ პოსტის დაწერაც მაშინ მომაფიქრდა. გადავწყვიტე ჩემი პატარა საიდუმლო თქვენც გაგიზიაროთ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს საიდუმლო ჩემი სულაც არ არის, რამდენიმე წლის წინ, ჩემმა დედამთილმა მასწავლა.   ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კატლეტების  გაკეთება რატომღაც არ გამომდიოდა. ხან რა არ მომწონდა, ხან რა.  არა და კაცმა

შვრიის კატლეტი

ინგრედიენტები:შვრიის ფანტელი (ჰერკულესი) ... 1/2 კგკარტოფილი ... 2-3 ც (გააჩნია ზომას)ხახვი ... 1-2 თავისტაფილო ... 3-4 ცკვერცხი ... 3 ც (სამარხვოსთვის გამორიცხეთ)ცოცხალი ქინძი, უცხო სუნელი, მარილი, შავი წიწაკა ... გემოვნებითსაფანელი ... ამოსავლებადმომზადება:შვრია ჩავალბოთ ნახევარი საათით თბილ წყალში და დაველოდოთ, სანამ აფუვდება და ფაფისებურ წებოვან მასად იქცევა. ამასობაში ბოსტნეული მოვხარშოთ და

Top