თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კარტოფილი"

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო სვანეთში

ხანდახან გენიალურობა რომ სიმარტივეშია, ამაზე ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შეთანხმდნენ. სვანურ საჭმელს რომ გასინჯავ, ეს ფრაზა აუცილებლად გაგახსენდება: ნაკლებად კრეატიული, მაგრამ ძალიან გემრიელი. სვანური კერძების უმრავლესობა კარტოფილი, ყველისა და ცომის ვარიაციებია. ყველი მჭადის ცომში, ყველი კარტოფილში, ყველი და კარტოფილი ცომში და ა.შ. მიზეზი გასაგებია. ზღვის დონიდან 2000 და მეტი მეტრის სიმაღლეზე

Hard Rock Cafe: ლანჩი ამერიკულად [13 ფოტო]

ჰარდ როკ კაფეს გახსნას თბილისში გვარიანი აჟიოტაჟი მოყვა. ერთმა - ძვირიაო, მეორემ - სამაგიეროდ რამხელა პორციებიაო, მესამემ - მერე რა ამბავია ამხელა პორციებიო, მეოთხემ - ამერიკაში სულ მანდ დავდიოდი და რა მაგარია ამიერიდან თბილისშიც რომ გვექნებაო.. მოკლედ, სულ რამდენიმე კვირაში ჰარდ როკ კაფემ მოხსნა პოპულარობის ის მწვერვალი, რომელიც ალბათ მხოლოდ H&M ან სტარბაქსის

ბატკნის ბეჭი პიტნითა და როზმარინით

მაკა ბახბავა, ჩვენი ვირტუალური მეგობარი და არაჩვეულებრივი კულინარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კიდევ ერთ ლამაზ და გემრიელ რეცეპტს გვიზიარებს - ბატკნის ხორცი პიტნისა და როზმარინის სოუსით, კარტოფილის გარნირთან ერთად. თუ ბატკნის ხორცი გიყვართ, ნახეთ ვიდეო და მოამზადეთ გემრიელი კერძი მარტივად, მაკას რეცეპტით  :) და არ დაგავიწყდეთ მაკას ფბ-გვერდიც გამოწერა :) https://youtu.be/lp_5Pjg_h-E

8 დღიანი დიეტა, რომლის დროსაც თითქმის არ გშია

ეს დიეტა იდეალურია ზაფხულისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დიეტის დროს ათასგვარი ჯანსაღი კერძის მომზადების არც დრო აქვს და არც ნებისყოფა. მოსალოდნელი შედეგი: -5 კგ 16 დღეში, შენარჩუნების პერსპექტივით და მსუბუქად კვების ჩვევის გამომუშავებით. დიეტის არსი 8 ან 16 დღის განმავლობაში მცენარეული საკვებისა და ცილების მონაცვლეობაა. ორგანიზმს რომ დიეტის ატანა გაუადვილდეს, ყოველდღიურად ბორჯომს და მაწონსაც

Niçoise: ნისუა – უგემრიელესი ფრანგული სალათი

მანამ, სანამ ყველა ქართულ კაფესა და რესტორანში სტუმრების უმრავლესობა სალათი ცეზარის გამხმარ და გაფშეკილ ქათმის ხორცს ებრძვის და მაიონეზის კალორიებით იტვირთავს ორგანიზმს, არაერთი კაფე უგემრიელეს სალათს - ნისუასაც ამზადებს, რომელიც ცეზარზე არანაკლებ გემრიელია (თუ უფრო არა) და ჩემი აზრით - უფრო ჯანსაღიც. ნისუა - Niçoise ფრანგული სალათია, რომლის ძირითადი ინგრედიენტები სალათის ფურცლები,

კარტოფილის გრატენი

ეს წმინდა ამერიკული რეცეპტია, ჩვენი LearnToCook.com-იდან. ყველაფერი ძალიან მარტივად გამოგივათ, თუ ვიდეო-რეცეპტს მიყვებით. დაგჭირდებათ: კარტოფილი, გათლილი - 4 ც. მწვანე ხახვი - ნახევარი კონა ნაღები 30% და მეტი - 1 ჩ/ჭ რძე - 1 ჩ/ჭ ფქვილი - 2 ს/კ კარაქი - 1  ს/კ მარილი - 1 ს/კ, შავი პილპილი - გემოვნებით ყველი - ნაკლებადმარილიანი, დახეხილი კარტოფილს დაჭრით მრგვალ, სიფრიფანა ნაჭრებად. დაალაგებთ კარაქწასმულ ლამაზ ფორმაში წრიულად,

კარტოფილის “პიცა” ტაფაზე

დღევანდელი ექსპრეს კერძი მე საუზმისთვის მოვამზადე, მაგრამ სადილადაც გამოდგება და ვახშმადაც. თუმცა გვიანი ვახშმისთვის რაიმე უფრო მსუბუქი აჯობებდა. გემო - მშვენიერი. ამ ბლოგზე ხომ მხოლოდ გემრიელი კერძები ხვდება ;)   დრო სულ რაღაც 30 წუთი. დააპურებს და თვალებში გამოახედებს  ერთ ძალიან მშიერ ან ორ მსუბუქად მოშიებულ ადამიანს. ახლა კი მოიმარაგეთ ინგრედიენტები

ხრაშუნა და გემრიელი კარტოფილის დრანიკები

ასეთ კერძს ძალიან ბევრ ქვეყანაში აკეთებენ და სხვადასხვა სახელითაა გავრცელებული. მაგრამ რაც არ უნდა ერქვას,  ტაფაზე შემწვარი გახეხილი კარტოფილის, კვერცხის და ფქვილის ნარევი მაინც ძალიან გემრიელი კერძია. გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ და მოამზადოთ. 4-5 საშუალო კარტოფილი 1 დიდი კვერცხი მარილი, პილპილი 1-2 ს.კ ფქვილი უმი კარტოფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე და  კარგად გავწუროთ ხელით. შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. ტაფაზე

კარტოფილი მექსიკურად – უმარტივესი და უგემრიელესი [+VIDEO]

ჩვენი დღევანდელი პოსტის თემა მექსიკური კარტოფილის სახელით ცნობილი, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სნექი თუ კერძია. ცხარე და ცხელი კარტოფილის მარტივი შეხამება არაჟნის ცივ სოუსთან უბრალოდ გენიალურია, მომზადება კი - ძალიან მარტივი. სიცხარის გამო ჩვენ მექსიკურს ვუწოდებთ და ღუმელში ვაცხობთ. ნამდვილი მექსიკური ცოტა სხვანაირია, ჩვენებური კი ცოტათი ჰგავს მექსიკურსაც და ღუმელში გამომცხვარ

კარტოფილის მაჭკატები ან გნებავთ – ოლადები არაჟნით

ხომ ძალიან საყვარელი სიტყვაა მაჭკატები? თუ ბავშვობაში ასტრიდ ლინდგრენის წიგნები გიყვარდათ (და ალბათ გიყვარდათ კიდეც, აბა ისე როგორ?), აუცილებლად გემახსოვრებათ მურაბიანი მაჭკატები :) ეს რეცეპტი განსაკუთრებით კარგია წინა დღის სადილიდან მორჩენილი კარტოფილის პიურის უტილიზაციისთვის. დაახლოებით 2 ულუფა გამოდის, მაგრამ თუ ძალიან გშია, შეიძლება მხოლოდ ერთი გამოვიდეს ;) 400გ კარტოფილი (მოხარშული და დაჭყლეტილი) 1

ცივი საზაფხულო სუპი

ეს სუპი მარტივი, სწრაფი, გემრიელი და მსუბუქი საზაფხულო კერძების კატეგორიიდანაა. არც ბევრი ინგრედიენტები დაგჭირდებათ და არც დიდი ძალისხმევა. დაგჭირდებათ: კარტოფილი - 3 დიდი ან 4 საშუალო პომიდორი - 4 ც კიტრი - 4 ც წითელი პაპრიკა (ბულგარული წიწაკა) - 2 ც მწვანილი (ქინძი, მწვანე ხახვი, ოხრახუში) მარილი, ხმელი წითელი წიწაკა, წყალი ბლენდერი პირველ რიგში კარტოფილი გათალეთ და პატარა ნაჭრებად

კეფირში დამარინადებული ღორის ხორცი გარნირით

ეს ისეთი კერძია, გრილ ამინდებს რომ უფრო უხდება, ამიტომ დღეს გაგიზიარებთ.  შეიძლება გაიფიქროთ, სად ხორცი და სად კეფირიო, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან  გემრიელია. თან მარტივია, საოჯახო. მე რადგან ცხიმიანი საჭმელი არ მიყვარს,  ღორის ხორციც უცხიმო ავარჩიე. ქონიან ნაჭრებს არა მგონია კეფირი მოუხდეს.   800 გ ძვლიანი ღორის ხორცი (შეიძლება რბილიც) 150 მლ კეფირი 2 ხახვი 2 კბ

Top