კალმახი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "კალმახი"

კალმახი ფოლგაში

დღეს ხარებაა და როგორც ამბობენ, ამ დღის მენიუ თევზისაა. ეს არის ფოლგაში შემწვარი კალმახი. კარგად გარეცხილ და შემდეგ ხელსახოცით შემშრალებულ კალმახს ორივე მხრიდან და შიგნიდან მოვაყარე მარილი (მსხვილი) და დავალაგე ფოლგიან "ჟარონაზე ". მოვიწყვე შუაზე გაჭრილი პომიდორი, რამდებიმე კბილი ნიორი, როზმარინი, ბულგარული წიწაკა და ლიმონის ნაჭრები. მოვასხი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბროწეულის მზა წვენი

კალმახის კუბდარი მესტიიდან

ნამდვილი სვანური კუბდარის შესახებ რატატუიზე კარგა ხნის წინ მოგიყევით, მერე კი მის გამარტივებულ ვარიანტზეც, ზარმაცებისთვის. დღეს მეილი გავხსენი და ძალიან საყვარელი წერილი დამხვდა, ირმა გირგვლიანისგან. ირმა გარდა იმისა, რომ ჩვენს ბლოგს ადევნებს თვალს, ჩემი ძალიან ახლობელი, უნიჭიერესი ადამიანია. წარმატებული ფინანსისტობის გარდა 4 შვილის დედა და კიდევ არაჩვეულებრივი კულინარიცაა. მოკლედ, ეს ყველაფერი იქით

კალმახი ბოსტნეულით – ჯანსაღი, სასარგებლო და გემრიელი

ასე მომზადებული კალმახი განსაკუთრებით მიყვარს და მეგემრიელება. ჯერ ერთი, მარტივია, მეორეც - ჯანსაღი. და რაც მთავარია - ძალიან გემრიელი. ბოსტნეული ხრაშუნა და ხასხასა რჩება, თევზი წვნიანია და არომატით გაჟღენთილი. ბოსტნეულს სხვადასხვას ვიყენებ, იმის მიხედვით, რაც მაცივარში მაქვს: ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი, ბროკოლი, ბარდა, მწვანე ლობიო, სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, ლიმონიც აუცილებლად.  განსაკუთრებით

კალმახი ქინძისა და ნიგვზის სოუსში

ეს სოუსი, სხვადასხვა ინტერპრეტაციებით, ბევრ კულინარიულ წიგნში და ბლოგზე შემხვედრია.  რეცეპტების ნაწილში წყლის ნაცვლად ზეითუნის ზეთს იყენებდნენ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ნიგოზი, ზეთი და შემწვარი თევზი მეტისმეტი იქნებოდა ერთად ჩემი კუჭისთვის, ამიტომ წყლით ჩავანაცვლე. ცხელ თევზთან ახალმომზადებული არომატული სოუსი ძალიან გემრიელი იყო.  თევზის პატარა ულუფა დარჩა და ცივიც გავსინჯე. შთაბეჭდილება: ცხელი უკეთესია.

თევზი ბოსტნეულით

ამ  რეცეპტით ნებისმიერი სახეობის თევზის მომზადება შეიძლება. თავდაპირველად სიბასი, იგივე ზღვის ქორჭილა მოვამზადე. არაჩვეულებრივი თევზია, საოცრად გემრიელი და წვნიანი,ძალიან ცოტა ფხებით.  სამწუხაროდ, გადაღების დროს ძალიან ვჩქარობდი და უხარისხო  ფოტოები გამომივიდა. თუმცა ერთს მაინც დავდებ თვალსაჩინოებისთვის. აი, აქ  შეწვამდე შემდეგ იგივე მეთოდით დიდი კალმახი მოვამზადე, თითქმის 1.5 კგ-ზე მეტი იყო 1 ცალი.

კალმახი ბროწეულის სოუსით

კალმახი თავისთავად გემრიელი თევზია, თუნდაც უბრალოდ ლიმონის წვენმოსხმული და შემწვარი. მისი ნაზი გემო საშუალებას იძლევა სხვადასხვა სოუსები შევუხამოთ და ახალი ნოტები შევძინოთ.  ბროწეულის სოუსი უბრალოდ შემწვარ კალმახს ნამდვილ სადღესასწაულო კერძად აქცევს და გულგრილს არავის დატოვებს. ჩემს ოჯახში ნამდვილად ასე მოხდა, ჩემი შვილი, რომელსაც თევზის გაგონებაც არ სურს (ორაგულის გრავლაქსის გარდა),

კალმახი ნუშითა და ღვინით

კალმახი ძალიან მიყვარს. ლიმონის წვენმოსხმული და უბრალოდ შემწვარიც კი ძალიან გემრიელია ჩემი აზრით. ამ ზაფხულს  ''სქაი ბარში'' მეგობრულ-საქმიანი შეხვედრა გვქონდა კულინარიაზე შეყვარებულ რამდენიმე ადამიანს. მახსოვს იქაც კალმახი შევუკვეთე, ღვინის სოუსით. წინასწარ წარმოვიდგინე, რა გემრიელი იქნებოდა, თევზი და ღვინო, ეს ხომ არაჩვეულებრივია! მაგრამ, როგორც ერთი კაცი ამბობს ხოლმე: ნურას უკაცრავად! ვერ მოგართვით

კალმახის ფილე ბეკონით

შესაძლოა, კალმახი და ბეკონი ერთად მეტისმეტად უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ეს კერძი უკვე  ჩემი ფავორიტების სიაშია :)  მერწმუნეთ, ძალიან გემრიელია, განსხვავებული და საინტერესო. 1 მოზრდილი კალმახი 1 ნაჭერი პური ½ წითელი ბულგარული წიწაკა 2 ნაჭერი ბეკონი 1-2 ს.კ ზეითუნის ზეთი პილპილი მარილი ოხრახუში ლიმონის წვენი   ბასრი დანით კალმახს ავაცალოთ ფილე. ამისთვის დანა დაუსვით ლაყუჩებთან და კუდისკენ გაასრიალეთ ხერხემლის გასწვრივ. მოაცილეთ ზედმეტი

სიმინდის ფუჩეჩში გამომცხვარი თევზი

ასეთი მეთოდით მომზადებული თევზი ძალიან ჯანსაღი და გემრიელია. მართალია სიმინდის ფუჩეჩი არ გამოიჩევა განსაკუთრებული არომატით,რაც თევზზე მოახდენდა გავლენას, თუმცა ეს არცაა საჭირო,რათა თევზის პირველადი გემო არ გადაიფაროს და დაიკარგოს. მარტივ კერძებში სწორედ ის მხიბლავს, რომ ყველა ინგრედიენტი საკუთარ გემოს და არომატს ინარჩუნებს, მთლიანობაში კი ჰარმონიული და გემრიელია :)  მე კალმახის

Top