თხილი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "თხილი"

მოხალული ნუში როზმარინით – ენერგიისთვის

ნუში ძალიან სასარგებლოა. როგორც თხილეულთა უმეტესობა, ენერგიის წყაროც არის. შეგიძლია შენ თვითონ მოხალო სასურველ სურნელებსა  და არომატებში. ტკბილი და კარამელიზებული გადასარევია, მაგრამ სუოერკალორიული. ამიტომ მარილიანი ვერსია ვცადე.  მინდა გითხრათ, რომ მარილსაც გვარიანად ისრუტავს, მაგრამ მშრალზე ჩამოიფერთხება. 2 ჭიქა ნუშზე 2 სუფრის კოვზი მარილი, ამდენივე ხმელი როზმარინი და ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილია საჭირო.  რეცეპტის

Baci – შოკოლადის ბურთები

Baci (ბაჩი) იტალიურად თურმე კოცნას ნიშნავს და კიდევ შოკოლადის დესერტის სახელია. დაგჭირდებათ: 200 გრამი შავი შოკოლადი 8 ს/კ რძე 4 კვერცხის გული 80 გრ. შაქარი 1 ჭიქა ლიქიორი 100 გრ დაქუცმაცებული თხილის ფხვიერი ნამცხვარი 200 გრ დაქუცმაცებული თხილი 300 გრამი ნაღები მომზადება: შოკოლადი დაამტვრიეთ და დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე (ან მიკროტალღურ ღუმელში) რძესთან ერთად. აურიეთ გლუვი მასის მიღებამდე. ნაღები ათქვიფეთ მიქსერით (ჩვენს შემთხვევაში

ყველაზე გემრიელი ეკლერები ;)

ეს ეკლერები ისეთი გემრიელია, რომ ვჭამ საკუთარი თავის მშურს  :D   ჩემი აზრით, თუ ვინმეს ეს ნამცხვარი არ უყვარს, უბრალოდ ცუდი რეცეპტით  ან ცუდად მომზადებულს მიირთმევს. ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით!  ცომშიც და კრემშიც, განსაკუთრებით კი კრემში, დაივიწყეთ მარგარინი, შესაბამისად სამარხვო ეკლერი და მსგავსი გაურკვევლობები. პატივი ეცით მარი-ანტუან კარემის წმინდა ხსოვნას,

სტაფილოს ტორტი კარამელიზებული თხილით

მოგეხსენებათ, ბოსტნეულის დესერტებში გამოყენება სიახლე აღარ არის. სტაფილოს, ჭარხლის, ყაბაყის ტორტები იმდენადვე გემრიელია, რამდენადაც უჩვეულოდ ჟღერს :) ჩვენს ბლოგზე უკვე დევს სტაფილოს ტორტი კარამელიანი კრემით და ასევე ყაბაყის ტორტი.  დღევანდელი ტორტი ძალიან გემრიელი, თუმცა ცოტა მსუყე დესერტების რიგს მიეკუთვნება. ზოგადად ამერიკული ნამცხვრები მსუყეა, მაგრამ მე შეძლებისდაგვარად გავამსუბუქე: მაგალითად ქრიმ-ჩიზი კარაქის ნაცვლად ნაღებთან

ქათამი თხილის სოუსში [+ვიდეო]

დღეს ჩვენი სტუმარია დათო, იგივე Voi Chief და გვასწავლის როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივი ქათმის ფილე არაჩვეულებრივ კერძად. ამისთვის დაგვჭირდება: ქათმის ფილე - 1 ცალი ქართული თხილი - გემოვნებით, ხოლო თუ გემოვნებას ვერ ენდობით, მაშინ ასე 15 კაკალი. არაჟანი - 2-3 კოვზი წყალი - 1/3 ჭიქა ევროული ყველი (გაუდა, ედამერი ან სხვა) - 20-30 გრამი პიტნა - გემოვნებით ლიმონი -

თხილის კექსი

შაბათ-კვირა, მეგობრები,  ცხელი ჩაი, ყავა, ახალი ამბები და ძველი ტკბილი დღეების გახსენება...     ეს  კექსი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა :)   შოკოლადი და თხილი საუკეთესო კომბინაციაა, "რატატუი" კი საუკეთესო ადგილი ახალი, გემრიელი იდეებისთვის. 80 გ დაფქული თხილი 2 კვერცხი 80 გ შაქარი 180 გ კეფირი 150 გ ფქვილი 30 გ დარბილებული კარაქი 2/3 ს.კ სოდა ძმრით 80 გ

ნუშჩახუტებული დათუნიები

იაპონური წარმოშობის ფრანგი კულინარის, მაა ტამაგოსანის შექმნილმა უსაყვარლესმა დათუნიებმა მსოფლიო ვებსივრცე მოიარა და ბოლოს BoredPanda-ზე, იქიდან კი - ჩვენს ბლოგზეც აღმოჩნდა. მაა ტამაგოსანი გვირჩევს გავაკეთოთ მარტივი ცომი: 110 გრამი ფქვილი + 20 გრამი კარტოფილის ფქვილი + მწიკვი მარილი + 10გრ თაფლი + 30 მლ ზეთი + 40 გრ შაქრის სიროფი ან შაქარი. ეს

კექსი “სნიკერსი”

თუ ზაფხულის სიცხეში ცხობა არ გეზარებათ, შეგიძლიათ ასეთი მარტივი და გემრიელი კექსი მოამზადოთ. კარგი ხარისხის მოხარშული შესქელებული რძე კექსს კიდევ უკეთესს გახდის. კატეგორიულად არ გირჩევთ "სუპრემოს" სახელით გამოშვებულს, ერთხელ ვიყიდე და გადავაგდე, შიგნით ხორხოშელა ნაწილები ჰქონდა ბევრი და გემოც ძალიან უსიამოვნო, ვიტყოდი უგემური.  თან არაბუნებრივად სქელი იყო. მოკლედ არ მომეწონა.

საოცრად არომატული კექსი მანანის ბურღულით და ლიმონით

ამ კექსის ისტორია ცოტა უცნაურად დაიწყო:  რამე გემრიელის გამოცხობა მინდოდა და მარაგებს რომ გადავხედე ვნახე ფქვილი გამთავებოდა, ძირშიღა ეყარა ცოტაოდენი.  დამეზარა მაღაზიაში წასვლა. არა და ფქვილის გარეშე როგორ უნდა გამომეცხო?  ალტერნატიულ ვარიანტებად შვრია, სიმინდის ფქვილი, მანანის ბურღული (იგივე მანი) და ნორდიკის ბურღულეულის მიქსი მრჩებოდა. სხვათა შორის, ადრეც შემხვედრია რეცეპტები, სადაც

ბეზეს ხრაშუნა ნამცხვრები შოკოლადით და თხილით – უგემრიელესი!

დღევანდელი რეცეპტი რამდენადაც ადვილია, იმდენად გემრიელია. უფრო მეტადაც კი. როცა რაიმე სხვა რეცეპტიდან კვერცხის ცილები მოგრჩებათ, გირჩევთ ასეთი შესანიშნავი გამოყენება მოუძებნოთ. 4 მსხვილი კვერცხის ცილა 150 გ შაქარი 1 ჭიქა მოხალული თხილი 100 გ შოკოლადი ვანილი მარილი 3 ს.კ ფქვილი ცილა და შაქარი ორთქლზე დავდგათ და გავათბოთ, თან ვურიოთ რომ შაქარი გადნეს. მოხალული თხილი მსხვილად დავჭრათ, შოკოლადი წვრილად,

ხრაშუნები თხილეულით

ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, ვპასიურობთ, არა და უამრავი რეცეპტი დაგვიგროვდა :)   აი, თუნდაც ეს რეცეპტი, რა ხანია ელოდება დღის სინათლეს. არა და ისეთი გემრიელი იყო, ნამდვილად ღირს, რომ თქვენც გაგიზიაროთ :)   200 გ დარბილებული კარაქი 200 გ შაქარი 2 დიდი კვერცხი ვანილი 300 გ ფქვილი ½ ჩ.კ დაფქული ჯანჯაფილი ½ ჩ.კ დაფქული დარიჩინი 2/3 ჩ.კ

სახლში მომზადებული “ნუთელა” – უ გ ე მ რ ი ე ლ ე სი და ძალიან მარტივი!

მას შემდეგ, რაც ეს რეცეპტი აღმოვაჩინე, შოკოლადის პასტებს აღარ ვყიდულობ! ისედაც ვიცოდი რომ მავნე უფრო იყო, ვიდრე სასარგებლო, მაგრამ მაინც მიყვარდა. განსაკუთრებით კარფურის შოკოლადიან-თხილიანი პასტა. ასეთ პასტებში თუ კრემებში დიდი რაოდენობით ცხიმი შედის და ძალიან ცოტა თხილი. განსაკუთრებით შემიწუხდა გული, როცა აღმოვაჩინე, რომ ეს ცხიმი არც მეტი არც ნაკლები - პალმის

Top