თევზი Archives | Page 2 of 3 |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "თევზი" (Page 2)

თევზი ბოსტნეულის სოუსში

დღევანდელი რეცეპტი გახლავთ თევზი ბოსტნეულის არომატულ სოუსში.  რა თქმა უნდა, გემრიელია - როგორც ყველა რეცეპტი ამ ბლოგზე :D  თან სწრაფადაც მზადდება. თვითონ თევზი იძენს შესანიშნავ არომატს და გემოს. გამოდგება ნებისმიერი თევზი, განსაკუთრებით თეთრი, ნაკლებ ცხიმიანი და უფხო თევზეული. ამ ჯერად მე მქონდა ნოტოტენია, მაგრამ კარგი გამოდის კალმახითაც. 800 გ თევზი ნოტოტენია 500 გ

ორაგულის კულებიაკა

ორაგულის კულებიაკა ჩემი საყვარელი ღვეზელია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში კარგი ორაგულის შოვნა მარტივი არ არის:  გაყინული რაც იყიდება, ძირითადად ან საუკუნის წინანდელია - შესაბამისად საშიანლად უგემური, ან რაღაც სხვა ქვესახეობაა ორაგულად გასაღებული. თუ კარგი წითელი, ცხიმიანი და გემრიელი ორაგული იყიდება სადმე, ფასი აქვს "ცეცხლის".  მაგრამ ასეა თუ ისეა, რეცეპტს

კალმახი ბოსტნეულით – ჯანსაღი, სასარგებლო და გემრიელი

ასე მომზადებული კალმახი განსაკუთრებით მიყვარს და მეგემრიელება. ჯერ ერთი, მარტივია, მეორეც - ჯანსაღი. და რაც მთავარია - ძალიან გემრიელი. ბოსტნეული ხრაშუნა და ხასხასა რჩება, თევზი წვნიანია და არომატით გაჟღენთილი. ბოსტნეულს სხვადასხვას ვიყენებ, იმის მიხედვით, რაც მაცივარში მაქვს: ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი, ბროკოლი, ბარდა, მწვანე ლობიო, სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, ლიმონიც აუცილებლად.  განსაკუთრებით

კალმახი ქინძისა და ნიგვზის სოუსში

ეს სოუსი, სხვადასხვა ინტერპრეტაციებით, ბევრ კულინარიულ წიგნში და ბლოგზე შემხვედრია.  რეცეპტების ნაწილში წყლის ნაცვლად ზეითუნის ზეთს იყენებდნენ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ნიგოზი, ზეთი და შემწვარი თევზი მეტისმეტი იქნებოდა ერთად ჩემი კუჭისთვის, ამიტომ წყლით ჩავანაცვლე. ცხელ თევზთან ახალმომზადებული არომატული სოუსი ძალიან გემრიელი იყო.  თევზის პატარა ულუფა დარჩა და ცივიც გავსინჯე. შთაბეჭდილება: ცხელი უკეთესია.

Salmon cake – ორაგულის კატლეტები

ეს უგემრიელესი კატლეტები, რა თქმა უნდა, სხვა თევზითაც შეიძლება მომზადდეს, თუმცა ორაგულით განსაკუთრებით მომწონს. ორაგულში ვგულისხმობ ხასხასა ვარდისფერ, ცხიმიან ატლანტიკის ორაგულს, ე.წ.  семга,  იმ ორაგულის მსგავსი გადამხმარი თევზით, რომელიც ჩვენთან გაყინული იყიდება, ისეთი არ გამოდის როგორც საჭიროა.   600 გ ორაგული 1 კარტოფილი 1 კონა კამა 3-4 ღერი მწვანე ხახვი 1 კვერცხი 1.5  ს.კ ფქვილი მარილი პილპილი ლიმონი   ორაგული გავასუფთავოთ კანისა

შიკაი მაკი სუში

ერთი შეხედვით შეიძლება რთული გეჩვენოთ, თუმცა ნამდვილად ძალიან მარტივია მისი სახლის პირობებში მომზადება და სულაც არაა საჭირო ამ საქმის პროფესიონალი იყოთ. თუ სუშის მომზადება აქამდე არ გიცდიათ, თავდაპირველად ამ ბმულზე გაეცანით რეცეპტს.   მაგრამ თუ უკვე იცით სუშის ანა-ბანა, პირდაპირ კითხვა განაგრძეთ. შიკაი მაკი სუშისთვის დაგჭირდებათ ნორის ფურცელი თევზი სუშის ბრინჯი ბრინჯის ძმარი მარილი და ცოტა შაქარი ბრინჯის

თევზი ბოსტნეულით

ამ  რეცეპტით ნებისმიერი სახეობის თევზის მომზადება შეიძლება. თავდაპირველად სიბასი, იგივე ზღვის ქორჭილა მოვამზადე. არაჩვეულებრივი თევზია, საოცრად გემრიელი და წვნიანი,ძალიან ცოტა ფხებით.  სამწუხაროდ, გადაღების დროს ძალიან ვჩქარობდი და უხარისხო  ფოტოები გამომივიდა. თუმცა ერთს მაინც დავდებ თვალსაჩინოებისთვის. აი, აქ  შეწვამდე შემდეგ იგივე მეთოდით დიდი კალმახი მოვამზადე, თითქმის 1.5 კგ-ზე მეტი იყო 1 ცალი.

ერთი საღამოს შესახებ

გუშინ მოსკოვში -20 გრადუსი იყო და თბილ სახლში დარჩენას არაფერი სჯობდა. მაგრამ ბავშვები ბებიამ დაიტოვა და ჩვენც ვისარგებლეთ თავისუფლებით, გადავწყვიტეთ საღამო საინტერესოდ გაგვეტარებინა. პლანეტარიუმში წავედით. ვისაც ასტრონომია და კოსმოსი იზიდავს ეს ადგილი ნამდვილად მოეწონებოდა!  ათასნაირი გლობუსებით(დედამიწის, მთვარის, მარსის და ა.შ), ცის რუკებით, რაღაც ხელსაწყოებით, მეტეორიტების გამოფენით...   ყველაზე საინტერესო ვარსკვლავების

კალმახი ნუშითა და ღვინით

კალმახი ძალიან მიყვარს. ლიმონის წვენმოსხმული და უბრალოდ შემწვარიც კი ძალიან გემრიელია ჩემი აზრით. ამ ზაფხულს  ''სქაი ბარში'' მეგობრულ-საქმიანი შეხვედრა გვქონდა კულინარიაზე შეყვარებულ რამდენიმე ადამიანს. მახსოვს იქაც კალმახი შევუკვეთე, ღვინის სოუსით. წინასწარ წარმოვიდგინე, რა გემრიელი იქნებოდა, თევზი და ღვინო, ეს ხომ არაჩვეულებრივია! მაგრამ, როგორც ერთი კაცი ამბობს ხოლმე: ნურას უკაცრავად! ვერ მოგართვით

კალმახის ფილე ბეკონით

შესაძლოა, კალმახი და ბეკონი ერთად მეტისმეტად უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ეს კერძი უკვე  ჩემი ფავორიტების სიაშია :)  მერწმუნეთ, ძალიან გემრიელია, განსხვავებული და საინტერესო. 1 მოზრდილი კალმახი 1 ნაჭერი პური ½ წითელი ბულგარული წიწაკა 2 ნაჭერი ბეკონი 1-2 ს.კ ზეითუნის ზეთი პილპილი მარილი ოხრახუში ლიმონის წვენი   ბასრი დანით კალმახს ავაცალოთ ფილე. ამისთვის დანა დაუსვით ლაყუჩებთან და კუდისკენ გაასრიალეთ ხერხემლის გასწვრივ. მოაცილეთ ზედმეტი

სიმინდის ფუჩეჩში გამომცხვარი თევზი

ასეთი მეთოდით მომზადებული თევზი ძალიან ჯანსაღი და გემრიელია. მართალია სიმინდის ფუჩეჩი არ გამოიჩევა განსაკუთრებული არომატით,რაც თევზზე მოახდენდა გავლენას, თუმცა ეს არცაა საჭირო,რათა თევზის პირველადი გემო არ გადაიფაროს და დაიკარგოს. მარტივ კერძებში სწორედ ის მხიბლავს, რომ ყველა ინგრედიენტი საკუთარ გემოს და არომატს ინარჩუნებს, მთლიანობაში კი ჰარმონიული და გემრიელია :)  მე კალმახის

Sushi სუში, სახლში მომზადებული

სუში იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია და მსოფლიოში უამრავ ადამიანს უყვარს. მეც სწორედ მათ რიცხვში ვარ :)  დიდი ხანია, მინდოდა მე თვითონ , ჩემი ხელით მომემზადებინა, თუმცა რატომღაც ვყოყმანობდი. თურმე სულ ტყუილად! ძალიან ადვილია და ინგრედიენტების შოვნის შემთხვევაში, ვფიქრობ, ნებისმიერი შესძლებს მის მომზადებას.  ჩემი ბოლო მოგზაურობიდან სუშისთვის საჭირო ყველა

Top