თაფლი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "თაფლი"

უგემრიელესი გოზინაყი კვახის კაკლით

ახლა გაგიზიარებთ როგორ გააკეთოთ საოცარი გოზინაყი, უნიგვზოდ. ნიგვზის გოზინაყი უპირობოდ გოზინაყთა მეფეა, მაგრამ ვინ გვიშლის სხვანაირიც გავაკეთოთ? აქვე გეტყვით, რომ მზესუმზირითაც ვცადე და დიდი ვერაფერი. კარგი საკნატუნო რამეა, მაგრამ ხალვის გემო აქვს, ახალი და საინტერესო არაფერია. აი გოგრის თესლით, ანუ როგორც დასავლეთ საქართველოში იტყვიან - კვახის კაკლით და გნებავთ "წერეთლის მწვადებით"

მოცვისა და ბანანის სმუზი

მოცვის სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. ბოლო დროს მისი შოვნა მაღაზიებში ისეთი რთული აღარ არის, როგორც ადრე. ბანანი ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. სმუზების მთავარი ღირსება ჩემთვის, როგორც ადრეც აღვნიშნე, მასში რძის უმტკივნეულოდ შერევის შესაძლებლობაა. ჩემნაირი რძისმოძულეებისათვის მისწრებაა. თუმცა, ვისაც რძე ჩემზე მეტად გძულთ, შეგიძლიათ მის ნაცვლად ნაყინი გამოიყენოთ. დაგჭირდებათ: 4 ცალი ბანანი

თაფლის ტორტი “მედოვიკი” არაჟნის კრემით

დღევანდელი პოსტის თემა ყველაზე პოპულარული რუსული თუ საბჭოური თაფლიანი ნამცხვარი "მედოვიკია". მისი ერთერთი ვერსია უკვე გვაქვს ბლოგზე (იხილეთ რეცეპტი) , მაგრამ ამჯერად განსხვავებული კრემით გთავაზობთ. მე ძალიან მომწონს მედოვიკი არაჟნის კრემით. კარაქიან-შესქელებულ რძიანი კრემისგან განსხვავებით, ის უფრო მსუბუქია, ნაკლებ ტკბილი და მსუყე, უკეთ "ჯდება" ფირფიტებში და ოდნავ მომჟავო, სასიამოვნო არომატს მატებს

ქერის ტკბილი ფაფა

მარცვლეული რომ ძალიან სასარგებლოა და აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს რაციონში, ყველამ ვიცით.  დილაობით მარცვლეული საუკეთესო საუზმეა - კარგად ანაყრებს, რთული ნახშირწყლების წყაროა და ენერგიაც დიდხანს გვყოფნის. რამოდენიმე სასარგებლო და გემრიელი ინგრედიენტის დამატებით სუპერ-საუზმეს მივიღებთ. მაშ, მოვამზადოთ ტკბილი ფაფა ქერით (იგივე "პერლოვკა " ) 1 ჭ ქერი (ჭიქა=250მლ) 2.5 ჭ წყალი 2/3 ჭ ქიშმიში ½ ჭ

თაფლიანი ნამცხვარი – მედოკი, კომუნისტური წარსულიდან

ეს რეცეპტი დედაჩემის ძველი კულინარიული რვეულიდანაა. ის რვეული, მგონი  ჩემი ტოლია, ათასნაირი ძველებური, გემრიელი რეცეპტით სავსე, ალაგ-ალაგ დასვრილი, ზოგგან ასოებიც გადღაბნილა, ვანილის სუნი ასდის...   მეორე რვეულიც ჰქონდა, რომლის შევსებაშიც  ბავშვობაში მეც შემქონდა წვლილი. ახლა ღიმილით ვათვალიერებ ხოლმე ჩემს  დაწერილ მიჯღანულ ასოებს. ასეთი ნამცხვრები, რომელსაც მე კომუნისტურს ვეძახი, ახლა ნაკლებად მიყვარს

ფარშირებული პორტობელო

პორტობელოს  ნაცვლად  ქამა სოკოს გამოყენებაც შეიძლება. სოკოს ქუდები  უნდა იყოს დიდი ზომის. თაფლი ამძაფრებს ყველის არომატს და უფრო პიკანტურს ხდის.  მთლად იდეალურ, ევროპულ ვარიანტში, ყველი ობიანი უნდა იყოს : როკფორი, გორგონზოლა ან რაიმე ამდაგვარი, მწვანილსაც აღარ დაამატებთ.  თუ შიშობთ, რომ თაფლი დაატკბობს, დაგამშვიდებთ და გეტყვით - ტკბილი არ არის, მაგრამ

გოზინაყი

ახალ წლამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა!   ცოტა ხნის წინ დავასრულე გოზინაყის კეთება და ბარემ დავწერ-თქო, ვიფიქრე. მართალია ჩვენს ბლოგზე უკვე დევს ამ ტკბილეულის ორი ვერსია, მაგრამ გოზინაყი ახალ წელს ზედმეტი არასდროს არის!  იქნებ ვინმეს გამოადგეს... ბოლო რამდენიმე წელია გოზინაყი კარგად გამომდის, რაღაც ტრიუკები ''დავამუღამე"  . მახსოვს ჩემი პირველი გოზინაყი საერთოდ

ჯანჯაფილის თაფლაკვერები

წლების წინ, რუსთავი 2-ზე ''საიდუმლო მასალები'' გადიოდა. ალბათ გახსოვთ ეს სერიალი, აგენტი მალდერი და აგენტი სქალი, უხცოპლანეტელები, აუხსნელი მოვლენები და ასე შემდეგ :D  მაშინ მოზარდი ვიყავი,  აქტიურად ვადევნებდი თვალს და ძალიან მომწონდა.  სწორედ იქიდან დამამახსოვრდა ''ზარდანჩოს თაფლაკვერის კაცები'', რომელიც ერთ-ერთ სერიაში მთავარი მტკიცებულება თუ დატოვებული კვალი იყო.  საოცრად მომწონდა ეს

სამარხვო ნამცხვრები თაფლით

ეს ნამცხვარი გასინჯვისთანავე მომეწონა. დედაჩემისთვის უსწავლებია ერთ მეზობელს, მან კი მე მომიტანა :) ისეთი გემრიელი იყო, ვერც დავიჯერე თუ ასეთი ცოტა და მარტივი ინგრედიენტებისგან შედგებოდა.  თაფლი საოცარ არომატს აძლევს, ''პრიანიკების'' გემოც კი გამახსენა. თავისთავად თაფლიც მრავალნაირი არომატით არსებობს. თუ რეცეპტში კონკრეტული არომატის თაფლი არ არის მითითებული, უმჯობესია რბილი,ნეიტრალური გემოს თაფლი შეარჩიოთ.

ქათმის ფრთები სოიოს სოუსით

ამ მარინადით შეგვიძლია შევწვათ როგორც ქათმის ცალკეული ნაჭრები, ასევე მთლიანად ქათამი. გირჩევთ ქათამი დაჭრათ და ისე დაამარინადოთ, უკეთ შეიწოვს ყველა არომატს. თუ მთლიან, დაჭრილ ქათამს მოამზადებთ, მარინადის რაოდენობა უნდა გაზარდოთ. 4 ცალი ქათმის ფრთა 2 ს.კ სოიოს სოუსი 1/2 ჩ.კ თაფლი ნივრის პატარა კბილი ½ ჩ.კ ხმელი ქონდარი წითელი წიწაკა, მსხვილად დაფქული მარილი 1 ს.კ ზეითუნის ზეთი   ერთმანეთში შევურიოთ

გრანოლა – მარტივი, გემრიელი, სასარგებლო

გრანოლა სახლში, საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი, ხრამუნა შვრიის ფანტელებია. უგემრიელესია ცივ მაწონში ან იოგურტში, ასევე ხაჭოსა და არაჟნის კომბინაძიასთან. ამბობენ, რომ რძეშიც, მაგრამ მე რძე არ მიყვარს და ამიტომ არ გამისინჯავს. აუცილებლად გამოგადგებათ, თუ ოჯახში ბავშვები გყავთ, რომლებსაც რძის, მაწვნის ან შვრიის ფაფის ცალკე ჭამა ეზარებათ. რასაკვირველია, ნედლი შვრიის სასარგებლო თვისებები გრანოლაში

სოუსი თაფლითა და მდოგვით

სოუსი Honey Mustard ძალიან მარტივი გასაკეთებელია და უგემრიელესია ყველაფერთან, რასაც კი ზოგადად მდოგვი უხდება, თუმცა ბუნებრივია, უფრო ტკბილია და ნაკლებად ცხარე :) ინგრედიენტები: > 2 წილი მაიონეზი > 1 წილი მდოგვი > 1 წილი თაფლი > 1/2 წილი ლიმონის წვენი ან ძმარი > ცოტა მარილი მომზადება (3-4 წთ) ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს კარგად ვურევთ ერთმანეთში, სანამ სრულად ერთგვაროვან მასას

Top