თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ზეითუნის ზეთი"

ჰუმუსი – მუხუდოს უგემრიელესი აღმოსავლური პასტა

ჰუმუსი აღმოსავლური საწებელია, ან უფრო - პასტა. მუხუდოსგან დამზადებული უგემრიელესი პასტა იდეალურია ხრაკუნა პურთან, ტოსტებთან, ვრეფებში. მუხუდო თავისთავად ძალიან სასარგებლოა, უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ძვლებისა თუ სისხლძარღვებისათვის. მაგრამ ჰუმუსს უპირველესად მაინც მისი გემოს გამო სცემენ პატივს. თანაც, მისი მომზადება სულ არ არის ძნელი, თუ ინგრედიენტებთან ერთად კარგი ბლენდერი გაქვთ (ჩვენს

სტაფილოს სალათა მაროკოულად

სტაფილო და ქიშმიში ერთი შეხედვით უცნაური შეხამებაა, თუმცა საინტერესო და გემრიელი. ასეთი ტიპის სალათს მაროკოელები ამზადებენ,ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით ფორთოხალსაც ამატებენ.  ლიმონის წვენი სასიამოვნო სიმჟავეს აძლევს, ქიშმიში კი სიტკბოს, საბოლოოდ კარგი შეხამება გამოვიდა, განსაკუთრებით, როცა სტაფილო და ქიშმიში ერთად ხვდებოდნენ პირში :) ამ სალათის მირთმევა შესაძლებელია როგორც გარნირად, ასევე დამოუკიდებლად.   3 მოზრდილი სტაფილო

პიცა – შეძლებისდაგვარად დეტალური რეცეპტი

ამ პოსტში შევეცდები ის მოკრძალებული გამოცდილება გაგიზიაროთ, რაც პიცის ცხობის შესახებ  დამიგროვდა, წამიკითხავს ან მინახავს.  უპირველეს ყოვლისა, ყველანი ვთანხმდებით რომ პიცის გამოსაცხობად იდეალურია ქვის ღუმელი, შეშით რომ გაახურებ და  დაბრაწული პიცის გარდა, კიდევ უამრავ გემრიელ კერძს მოამზადებ. მაგრამ მე ასეთი ღუმელი ჯერჯერობით არ მაქვს, არც ის ვიცი, როდის მექნება, ამიტომ

კარტოფილის სალათა

კარტოფილი ჩემი საყვარელი ბოსტნეულის სიაში საპატიო ადგილს იკავებს. შემწვარი კარტოფილი ხომ საერთოდ, უგემრიელესია, მაგრამ ამასთანავე აბსოლუტურად არა-სასარგებლო :(  ვცდილობ, იშვიათად მოვამზადო და მივირთვა.  ჩემს საყვარელ კარტოფილს უფრო სასარგებლო გამოყენებას ვუძებნი, ნაკლებად ცხიმიანს და ბევრად ჯანსაღს.   600 გ კარტოფილი 1 პატარა თავი  ბროკოლი 1-2 მოხარშული კვერცხი, სურვილით 6 ს.კ ზეით.ზეთი ½ ჩ.კ მდოგვი 2 ს.კ ტარხუნის ძმარი

ჭარხლის სალათი

ამ კვირის პირველი რეცეპტი ვიტამინებით სავსე, ხასხასა და გემრიელი სალათაა უმი ბოსტნეულით.  მოამზადეთ - თქვენი ორგანიზმი მადლობას აუცილებლად გადაგიხდით :)       3 საშუალო ჭარხალი 2 სტაფილო 1 მუჭა დაჭრილი ნიგოზი 1 კონა ქინძი მარილი პილპილი ზეითუნის ზეთი   გავხეხოთ უმი ჭარხალი და მოვასხათ 1 ს.კ ზეთი, ავურიოთ. ასე მისი ფერი ნაკლებად გადავა სხვა ინგრედიენტებზე. დავამატოთ გახეხილი სტაფილოც, შემდეგ ნიგოზი და

არომატული ზეთი და ძმარი სალათებისთვის

სხვადასხვა არომატით გაჯერებული ზეთი და ძმარი ძალიან ადვილად მზადდება და არაჩვეულებრივ სურნელსა და გემოს  სძენს სალათებს. მინის პატარა ჭურჭელში უამრავი სახეობა შეგვიძლია დავამზადოთ, იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებით გვსურს მათი გამოყენება.  ზეთისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე ინგრედიენტი: ნიორი, წიწაკა, პილპილის მარცვლები, როზმარინის ტოტი, ბაზილიკის ან შაშკვლავის ფოთლები, ხმელი

ბროკოლის სალათი იტალიურად

დაახლოებით 2 წლის წინ, ბლოგის ერთ-ერთმა მკითხველმა, ქეთი მაღლაკელიძემ ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გამიკეთა და იტალიელი შეფ-მზარეულის, ჯინო დ'აკამპოს წიგნი მაჩუქა. მისი ეს ჟესტი, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნო იყო  ჩემთვის და დღემდე, როცა ამ წიგნს ვშლი, მადლიერების გრძნობა მავსებს :)  წიგნის გარდა უგემრიელესი ფორთოხლის მარმელადი და არომატული ჩაის ნაკრებიც გამომიგზავნა. კულინარიის სიყვარულმა,

Top