ვეგეტარიანული Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ვეგეტარიანული"

კალმახი ფოლგაში

დღეს ხარებაა და როგორც ამბობენ, ამ დღის მენიუ თევზისაა. ეს არის ფოლგაში შემწვარი კალმახი. კარგად გარეცხილ და შემდეგ ხელსახოცით შემშრალებულ კალმახს ორივე მხრიდან და შიგნიდან მოვაყარე მარილი (მსხვილი) და დავალაგე ფოლგიან "ჟარონაზე ". მოვიწყვე შუაზე გაჭრილი პომიდორი, რამდებიმე კბილი ნიორი, როზმარინი, ბულგარული წიწაკა და ლიმონის ნაჭრები. მოვასხი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბროწეულის მზა წვენი

ლობიანი მარტივად

lobio

მგონი, ამ ბლოგზე ჩემს ყველა რეცეპტს ბოლოში მოყვება სიტყვა "მარტივად", განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ, როდესაც ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე, მირჩევნია მომზადების სწრაფი და მარტივი გზები ვიპოვო. ამიტომ, შემოდგით ლობიო მოსახარშად და უახლოესი თონისკენ გაემართეთ ცომის ამოსატანად. ცომი ამოიღეთ ცელოფნის პარკიდან და გადაიტანეთ თასში, ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ, ჩაის ტილო გადააფარეთ

ბროკოლის სალათი იტალიურად

დაახლოებით 2 წლის წინ, ბლოგის ერთ-ერთმა მკითხველმა, ქეთი მაღლაკელიძემ ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გამიკეთა და იტალიელი შეფ-მზარეულის, ჯინო დ'აკამპოს წიგნი მაჩუქა. მისი ეს ჟესტი, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნო იყო  ჩემთვის და დღემდე, როცა ამ წიგნს ვშლი, მადლიერების გრძნობა მავსებს :)  წიგნის გარდა უგემრიელესი ფორთოხლის მარმელადი და არომატული ჩაის ნაკრებიც გამომიგზავნა. კულინარიის სიყვარულმა,

წითელი ღვინისა და შოკოლადის კექსი

რატატუის ფეისბუქ-გვერდზე ხშირად მთხოვენ სამარხვო რეცეპტებს. რადგან ჩემთან არავინ მარხულობს და არც ვეგეტარიენელი მყავს ვინმე, ამიტომ თამამად ვიყენებ ნებისმიერ ინგრედიენტს რაც მაქვს და მიყვარს.  მაგრამ ბლოგის გამო, გადავწყვიტე ამ პერიოდში სპეციალურად მოვამზადო ისეთი კერძები ან დესერტები, რომელსაც მომარხულეებიც მიირთმევენ. დღეს დესერტს შემოგთავაზებთ, რომლის მირთმევა თავისუფლად შეუძლიათ როგორც ვეგანებს, ისე მარხვაზე მყოფებს.  როგორც წესი,

გახეხილი კარტოფილის ბრაწულა [Video]

"უბრალოდ შემწვარი კარტოფილით შენ ვერ გაგაოცებო", - მითხრა და ჩემი მეგობარი   კერძის მომზადებას ბებიის რეცეპტის მიხედვით შეუდგა. სიმართლე გითხრათ, არც ფოტო და არც ვიდეო გადაღება გეგმაში არ გვქონდა, ჯერ ფოტო გადაღებით დავიწყე, შემდეგ (საბედნიეროდ მალე) წამომეწია იდეა რომ ვიდეო რეცეპტიც ჩაგვეწერა. მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ფოტოებს და შემდეგ ვიდეოს :)    პირველ რიგში, ბოსტნეულის სახეხზე გახეხეთ გაფცქვნილი,

ზაფხულის ტოლმა

რადგან ამ ტიპის ტოლმა ასეთი სახელით არის გავრცელებული, დავტოვე როგორც არის. ზოგადად კი ამ კერძს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში შეხვდებით სხვადასხვა ფორმით და მომზადების წესით. გავრცელებულია აზიაში, მათ შორის კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. Dolmak გახლავთ ზმნა თურქულ ენაში და ნიშნავს დატენვას, რაღაცით დატენილს. თურქეთში, საბერძნეთში უფრო პოპულარულია ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა, ასევე მეზობელ

ლობიო ყველას მჯობიო

სამზარეულოში ჯერ ისევ ქონდარის სურნელი ტრიალებდა, როდესაც ამ პოსტის წერა დავიწყე. ალბათ ვიღაც იკითხავს, რა საჭიროა ასეთი მარტივი კერძისთვის რეცეპტი, მაგრამ რატომაც არა, იყოს, იქნებ ვინმეს გამოადგეს. ლობიოს წვნიანი პირადად ჩემთვის ის კერძია, რომლის გასახსენებლად და შემდეგ გასაკეთებლად მარხვის დაწყება არ არის საკვანძო პრიორიტეტი. აბა ასე განსაჯეთ, სჭირდება კახელს მარხვა

მჟაუნას წვნიანი

მოვიდა გაზაფხული და მოვიდა მჟაუნას წვნიანის დრო. რა არის მჟაუნა? მჟაუნა არის გაზაფხული, სიმწვანე, სიქორფე, სიტურფე და დიდი გასტრონომიული სიამოვნება! :D თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ წვნიანის მომზადება, არამედ ნაირნაირ სალათებშიც გამოყენება, შესანიშნავი შუშხუნა არომატი თავისებურ პიკანტურობას შესძენს თქვენს მიერ მომზადებულ კერძებს. მჟაუნას წვნიანის მომზადება ძალიან მარტივია. პირველ რიგში კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი

უხორცო ჩანახი – Chanakhi (without meat)

ჩანახი, როგორც წესი, ცხვრის ხორცითა და დუმით კეთდება, თუმცა ცხვრის ხორცის მოყვარული არც ისე ბევრია და შესაბამისად უხორცო ჩანახი არანაკლებ პოპულარულია, განსაკუთრებით მემარხვეთა და ვეგეტარიანთათვის. ჩანახის ინგრედიენტები ზუსტად იგივეა, რაც აჯაფსანდალის, თუმცა გასაკეთებლად უფრო მარტივია და უფრო ჯანსაღი, რადგან ბოსტნეული ერთიანად იშუშება და არა ზეთში სათითაოდ, რის გამოც უკეთ ინარჩუნებს სასარგებლო

Top