თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ვეგეტარიანული კერძები"

კალმახი ფოლგაში

დღეს ხარებაა და როგორც ამბობენ, ამ დღის მენიუ თევზისაა. ეს არის ფოლგაში შემწვარი კალმახი. კარგად გარეცხილ და შემდეგ ხელსახოცით შემშრალებულ კალმახს ორივე მხრიდან და შიგნიდან მოვაყარე მარილი (მსხვილი) და დავალაგე ფოლგიან "ჟარონაზე ". მოვიწყვე შუაზე გაჭრილი პომიდორი, რამდებიმე კბილი ნიორი, როზმარინი, ბულგარული წიწაკა და ლიმონის ნაჭრები. მოვასხი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბროწეულის მზა წვენი

ლობიანი მარტივად

lobio

მგონი, ამ ბლოგზე ჩემს ყველა რეცეპტს ბოლოში მოყვება სიტყვა "მარტივად", განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ, როდესაც ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე, მირჩევნია მომზადების სწრაფი და მარტივი გზები ვიპოვო. ამიტომ, შემოდგით ლობიო მოსახარშად და უახლოესი თონისკენ გაემართეთ ცომის ამოსატანად. ცომი ამოიღეთ ცელოფნის პარკიდან და გადაიტანეთ თასში, ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ, ჩაის ტილო გადააფარეთ

მწვანე ლობიო პომიდორით [Video]

წლებია სოფელში კაპიტალურად არ დამისვენია, წელს როგორც იქნა ერთი კვირა გამოვნახე ამ ამბავისთვის და ანაგას ვესტუმრე. კოღო-ბუზების აქტიურობას თუ არ ჩავთვლით, სოფელში დასვენება როგორც წესი პასიური დასვენების ტიპს მიეკუთვნება და ძირითადად საღამოობით სეირნობით, წიგნის კითხვით, ფილმების ყურებით და მზარეულობით შემოიფარგლება. როგორც მიხვდით მეც ამ უკანასკნელ ნაწილზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას :) თავისუფალი

Top