დესერტი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "დესერტი"

Baci – შოკოლადის ბურთები

Baci (ბაჩი) იტალიურად თურმე კოცნას ნიშნავს და კიდევ შოკოლადის დესერტის სახელია. დაგჭირდებათ: 200 გრამი შავი შოკოლადი 8 ს/კ რძე 4 კვერცხის გული 80 გრ. შაქარი 1 ჭიქა ლიქიორი 100 გრ დაქუცმაცებული თხილის ფხვიერი ნამცხვარი 200 გრ დაქუცმაცებული თხილი 300 გრამი ნაღები მომზადება: შოკოლადი დაამტვრიეთ და დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე (ან მიკროტალღურ ღუმელში) რძესთან ერთად. აურიეთ გლუვი მასის მიღებამდე. ნაღები ათქვიფეთ მიქსერით (ჩვენს შემთხვევაში

მარწყვის სორბე

მარწყვის სეზონზე სორბე აუცილებლად უნდა გააკეთოთ.  იმიტომ რომ ადვილია, გემრიელია, მსუბუქია. პირადად მე ნაყინის დიდი მოყვარული არ ვარ, თუ რაიმე საოცრად გემრიელი არ არის.  წელს მაგალითად მხოლოდ ერთხელ ვჭამე. ჩემი ფავორიტი ხილის სორბეა, მარწყვის, ატმის, ნესვის და სხვა ნებისმიერი ხილის. 400 გ მარწყვი, გარჩეული 2 ს.კ ლიმონის წვენი 100 გ შაქარი 100 მლ წყალი 4

მარწყვის ტრაიფლი

ეს დესერტი დღეს სრულიად დაუგეგმავად მოვამზადე.  დილით მარწყვი ვიყიდე. მივირთმევდი და თან მარწყვის ტორტზე ვფიქრობდი .  ჯერჯერობით მხოლოდ ვფიქრობ, რადგან პასკის კალორიებიც დასახარჯი მაქვს :D  განტვირთვის დღეებს ვაწყობ და არ მინდა ჩავშალო.  მაგრამ ჩემი შვიდი წლის შვილი გამუდმებით დესერტების წიგნებით დამდევს და გაუთავებლად ითხოვს ხან ერთის, ხან კი მეორის მომზადებას.

იოგურტის ნაყინი

რამდენიმე კვირის წინ  ეს გემრიელი რეცეპტი რეალობად ვაქციე და  ჩემს ბლოკნოტში ჩავინიშნე, თქვენთვისაც რომ გამეზიარებინა. გაყინული იოგურტი საკმაოდ პოპულარული დესერტია. მათთვის კი, ვინც გამუდმებით ითვლის კალორიებს, ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს :) რეცეპტს შეხვდებით ათასნაირს, ნებისმიერი ხილით, სხვადასხვა დანამატით ან მხოლოდ იოგურტით: აურევ ცოცხალი ხილის პიურესა და იოგურტს, გაყინავ და მორჩა-ნაყინი მზადაა!

შოკოლადის ნაყინი

მოგესალმებით :) გარეთ ისე  ცხელა,  დღევანდელი რეცეპტი სწორედ რომ დროულია :)  ძალიან გემრიელ შოკოლადის ნაყინს გთავაზობთ. თუმცა აქვე უნდა მოგიბოდიშოთ:  ფოტოები, რომელიც ამ ნაყინს დიდი ხნის წინ გადავუღე, ახლა აღარ მომწონს, ამიტომ არ დავდე, ამ ფოტოში კი  ნაყინი მხოლოდ ფონი იყო, შოკოლადის სოუსისთვის, რის გამოც ფოტოს დაჭრა მომიხდა და მთლად მოწოდების

Top