თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "დარიჩინი" (Page 2)

ჩილი კონ კარნე

ჩილი კონ კარნე იგივე ჩილი ხორცით ძალიან ნოყიერი, ცხარე და გემრიელი კერძია. მართალია მას მექსიკური ფესვები აქვს, მაგრამ ტეხასის შტატის კულინარიულ სიამაყედ ითვლება. კერძის შემადგენლობა შეიძლება განსხვავებული იყოს მზარეულისა თუ რეგიონის მიხედვით, თუმცა ძირითადი ინგრედიენტები - საქონლის ხორცი, ჩილი წიწაკა, ლობიო და პამიდორი უცვლელი რჩება. 500 გ საქონლის ფარში 2 თავი ხახვი 2

ვაშლის ქრამბლი

ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება ვაშლისგან მოვამზადოთ ქრამბლია. უბრალოდ დავჭრით ვაშლს და დავაყრით ცომს, დიახ, სწორედაც რომ დავაყრით, რადგან გაბრტყელებაც კი არ სჭირდება. განსაკუთრებით გემრიელია თბილი, როგორც წესი, ნაყინთან ერთად, მაგრამ მე მის გარეშე მირჩევნია... 125 გ შაქარი 80 გ კარაქი (ან მცენარეული მარგარინი, სამარხვო ვერსიისთვის) 150 გ ფქვილი ვანილი 5 საშუალო ზომის ვაშლი, მომჟავო 1 ჩ.კ.

სტაფილოს რულეტი მასკარპონეს კრემით

დღევანდელი დესერტი სტაფილოს რულეტია. თუ თქვენ ჯერაც არ გაგისინჯავთ სტაფილოსგან მომზადებული ტკბილეული, იცოდეთ რომ უკვე დროა :) ძალიან გემრიელია კექსი, ტორტი, რულეტი, ბლინი, მაფინი... სტაფილოს ტორტის რეცეპტი უკვე გვაქვს ამ ბმულზე 4 მსხვილი კვერცხი 130 გ სტაფილო, გახეხილი 70 გ ნიგოზი, ნიგოზი 80 გ შაქარ 150 გ ფქვილი 1 პაკეტი (10 გ) გამაფხვიერებელი 1/4 ჩ.კ. დაფქული ხმელი ჯანჯაფილი 1/2

გოგრის ფუნთუშები

რამდენი გემრიელი რამის მომზადება შეიძლება გოგრით: პური, წვნიანი, ნამცხვარი, ფუნთუშები, რაგუ, რიზოტო...  გეცოდინებათ ძალიან სასარგებლო რომაა, მაგრამ  ცარიელი გოგრის ჭამა ხანდახან მოსაწყენი ხდება.  დღეს ძალიან გემრიელი ფუნთუშების რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც გოგრის უტილიზაციის მიზნით მოვამზადე. თუ კალორიებს არ ებრძვით, მაშინ აუცილებლად სცადეთ :) 200 გ ნაღები 35% 1 კვერცხი 1 ფორთოხლის ცედრა 1.5 ჩ.კ. საფუარი 80-100

ჩირებიანი ფუნთუშები

ცომეულის სიყვარული ჩემი მავნე ჩვევაა.  სულ მიკვირს აქამდე 200 კგ როგორ არ გავხდი :D  მადლობა  ღმერთს და ჩემს გენებს, რომ მთელი ცხოვრება ერთ სტაბილურ წონაზე ვარ და 10 წლის წინანდელი შარვალიც ისევ მერგება :)  თუმცა ვცდილობ ზომიერება დავიცვა და შეძლებისდაგვარად ჯანსაღად ვიკვებო. აი, მაგალითად, თუ დილით ასეთ ფუნთუშებს შევჭამ, შუადღით

ვაშლის ტარტი ბეზეთი

ვაშლიანი დესერტები ცივ ამინდებში განსაკუთრებით გემრიელია. თბილ სახლში, ჭიქა ცხელ, არომატულ ჩაისთან, ან სურნელოვან ყავასთან,  შეიძლება საათობით ესაუბრო მეგობრებს  და ვერც კი გაიგო გარეთ მოსისინე ქარის ხმა...  ვაშლის ტარტი კი, ვანილისა და დარიჩინის გამაბრუებელი სურნელით, ასეთი შეხვედრების დაგვირგვინებად შეიძლება იქცეს. ცომი: 200 გ ფქვილი, 100 გ კარაქი 3 მსხვილი კვერცხის გული 50 გ შაქარი შესაძლოა 1

ტრაიფლი

განახლებულ ბლოგზე პირველად დესერტის გამოქვეყნება ვარჩიე :)  ხომ ძალიან ლამაზია აქაურობა? მე ძალიან მომწონს!  მადლობა ეკას, რომ  ამხელა შრომა გასწია! მალე ყველა ფუნქცია სრულყოფილად აღდგება და კიდევ უფრო შეგიყვარდებათ აქაურობა :) ტრაიფლი მარტივი და სწრაფი დესერტის სახეობაა,რომელიც სამი ფენისგან შედგება და სახელიც აქედან მოდის.  ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი მომზადება სხვა

ქათამი სადღესასწაულოდ

ხომ იცით ახალ წელს როგორც ხდება, თითქმის ყველგან ერთი და იგივე კერძებია, ბევრი ნიგოზი, ბევრი ცხარე და მჟავე. ტკბილი ხომ მით უფრო :) მოკლედ, საკმაოდ მძიმე დღეები ელოგება ჩვენს ორგანიზმს...   მაგრამ მაინც ხომ უნდა გააკეთო რაღაც. სიმართლე რომ გითხრათ, საცივი მაინცდამაინც არ მხიბლავს, ამიტომ თითქმის არასდროს ვაკეთებ.  აი ასეთი, დაბრაწული,

ვაშლის ტურნოვერსები

ტურნოვერსები ფენოვანი ცომით გამომცხვარი ღვეზელებია, ვაშლიანი შიგთავსით. ეს შიგთავსი ძირითადად იგივეა, რაც ვაშლის ნამცხვრებში გამოიყენება ზოგადად.  რა თქმა უნდა ,შესაძლებელია  სხვადასხვა კომბინაციები, მაგალითად, სურვილის შემთხვევაში ქიშმიშთან ერთად ან მის ნაცვლად ალუბლის ჩირი დაამატოთ, ასევე ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა, შეგიძლიათ ცოტა ნიგოზიც.  თუ ბოლო მომენტში 1 კოვზ კონიაკსაც არ დაინანებთ, თქვენს

ვაშლის ნამცხვარი

შემოდგომა ვაშლის ნამცხვრების გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. ხშირად ვამზადებ სხვადასხვა  ვარიაციებს, მიყვარს, როცა ღუმელიდან გემრიელი სურნელი გამოდის და მთელ სახლს დარიჩინის არომატი ავსებს :) თუ თქვენც გადაწყვეტთ მოამზადოთ, 30 სმ დიამეტრის ფორმისთავის დაგჭირდებათ ცომი: 3 ჩ.ჭ. ფქვილი ¾ ჩ.ჭ შაქარი 200 გ კარაქი ან მარგარინი 1 ს.კ. მშრალი საფუარი (ძალიან სავსე არა) 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 2 კვერცხი 1 ჩ.ჭ.

ვაშლის ტატენი ფხვიერი ცომით

ალბათ უკვე მიხვდებოდით, როგორ მიყვარს ტკბილეული. ამ ბოლო დროს სერიოზულად დავფიქრდი, ნორმალურია თუ არა ეს? შეიძლება თუ არა, ადამიანს ყოველ დღე ძალიან უნდოდეს რაიმე ტკბილი და გემრიელი? თავს იმით ვიმშვიდებ. რომ ჩემს წონაზე, საბედნიეროდ, ჯერ არ ასახულა ეს მავნე ჩვევა. რამდენიმე დღის წინ, როცა ისევ ძალიან, ძალიან მომინდა რამე სასუსნავი, ეს

ქათმის ფილე ფორთოხლის სოუსით

ძალიან მომწონს ხორცი (ფრინველის, საქონლის) სხვადასხვა ხილის სოუსებით, ამიტომ ექსპერიმენტებს არ ვერიდები. ამჯერად ფორთოხლიან ქათამს გთავაზობთ. 4 ნაჭერი ქათმის თხელი ფილე (1.5-2 სმ სისქის) 1 მოზრდილი ფორთოხალი 1-2 ჩ.კ სოიოს სოუსი 1 ს.კ (არა სავსე) სიმინდის სახამებელი 1/2 ჩ.კ პაპრიკა (ტკბილი ბულგარული წიწაკა) დანის წვერით დაფქული ჯანჯაფილი და დარიჩინი მარილი გემოვნებით ფორთოხალი გაფცქვენით, გადაინახეთ კანის 2 თხელი ანაჭერი, დაახლოებით

Top