გოგრა Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "გოგრა"

უგემრიელესი გოზინაყი კვახის კაკლით

ახლა გაგიზიარებთ როგორ გააკეთოთ საოცარი გოზინაყი, უნიგვზოდ. ნიგვზის გოზინაყი უპირობოდ გოზინაყთა მეფეა, მაგრამ ვინ გვიშლის სხვანაირიც გავაკეთოთ? აქვე გეტყვით, რომ მზესუმზირითაც ვცადე და დიდი ვერაფერი. კარგი საკნატუნო რამეა, მაგრამ ხალვის გემო აქვს, ახალი და საინტერესო არაფერია. აი გოგრის თესლით, ანუ როგორც დასავლეთ საქართველოში იტყვიან - კვახის კაკლით და გნებავთ "წერეთლის მწვადებით"

კვახის სუპი ჯანჯაფილით

სულ მინდოდა ისეთი კვახის სუპი გამეკეთებინა, გერმანიაში რომ აკეთებენ. ქეთიმ რეცეპტი გამომიგზავნა და გამომივიდა. ვუალა! რა მარტივი ყოფილა. თან იაფი. მოკლედ, დაბლენდერებული სუპები და კრემსუპები ვოსაც გიყვართ, სცადეთ. მართლა ადვილია. ოღონდ კარგი ჭიქა-ბლენდერია საჭირო. დაგჭირდებათ: კვახი, ანუ გოგრა - 1 კგ სტაფილო - 3 ც ხახვი - 1 საშუალო ნიორი - 2 კბილი ზეთი - 2 კოვზი ჯანჯაფილის

სახლი მადათოვზე

ამჯერად ჩემს ობიექტივში „სახლი მადათოვზე“ მოხვდა, ახლად გახსნილი რესტორანი ძველ პლეხანოვზე (აღმაშენებლის 23). რა მომეწონა? მოდიფიცირებული კერძები ქართული სამზარეულოდან, საინტერესო და ჯანსაღი დესერტები. უფრო დეტალურად კი, აღნიშვნის ღირსია იხვის ტოლმა, რომელსაც ჩემდა გასაკვირად, ჩვეულებრივი ვაზის ფოთლის ტოლმის გემო აქვს, ოდნავ მშრალ ხორცს თუ არ ჩავთვლით. თან, ცოტა არ იყოს და, ცოტააა. ხაჭაპური კეცზე,

ღორის ხორცისა და გოგრის წვნიანი

ეს ისეთი კერძია, ზამთრის ცივ დღეებს რომ გითბობს, განაყრებს, გაბედნიერებს. გავიწყდება ის წესი, მაგიდიდან ცოტა მშიერი რომ უნდა ადგე. მიირთმევ, სავარძელში მოკალათდები ან  ფეისბუქს "ჩასქროლავ" ან  ჟურნალს გადაფურცლავ, ერთი სიტყვით მოდუნდები... რადგან კალიფორნიაში ზამთარი, როგორსაც აქამდე ვიცნობდი, არ არსებობს, ასეთი კერძის მოსამზადებლად წვიმიან ამინდებს ვირჩევ ხოლმე. სხვათა შორის, არც წვიმიანი დღეებით

გოგრის სუპი ქათმის ხორცით – ჯანსაღი, მარტივი, გემრიელი

მართლაც, სხვა რა მოეთხოვება სუპს? სასარგებლო უნდა იყოს, მარტივი და რაც მთავარია - გემრიელი! უნდა გათბობდეს და განაყრებდეს. ეს სუპი სრულად პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, ყველაზე გემრიელი ბლოგის "ფურცლებზე" გამოჩენასაც :) მაშ ასე, დავიწყოთ: 400 გ გოგრა (გარჩეული) 200 გ ქათმის ფილე 1-2 კარტოფილი ½ ჭიქა წითელი ოსპი 1.5 ლ წყალი 1 თავი ხახვი დაფნის ფოთოლი მარილი, პილპილი ოხრახუში,

გოგრის კექსი სანელებლებით

გოგრას ამერიკელები ძალიან აფასებენ და მისგან უამრავ რამეს ამზადებენ. ოქტომბრიდან მოყოლებული ყველა ბაზარსა თუ მაღაზიაში უამრავს შეხვდებით.  მეც "ავყევი ფეხის ხმას" და ამ ბოლო დროს ხშირად ვყიდულობ.  ნელ-ნელა ყველა საინტერესო რეცეპტს გაგიზიარებთ, დღეს კი გოგრის კექსით დავიწყებ. აქ გოგრის კექსები ძალიან უყვართ.   180 გ გოგრა 2 კვერცხი 110 გ შაქარი ½ ჩ.კ დაფქული კარდამონი 2/3

გოგრის არომატული კრემ-სუპი

გოგრის სუპის იმ რეცეპტებიდან რაც მე მომიმზადებია ან გამისინჯავს, ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მომწონს.  განსაკუთრებით უხდება არომატული კრუტონები, რომელსაც ხშირად ვამზადებ წვნიანებთან მისაყოლებლად. თუ დაინტერესდებით, რეცეპტისთვის ამ ბმულზე დააწკაპუნეთ. გაფცქვნილი, გარჩეული გოგრა - 850-900 გ კარტოფილი -1 ცალი, მოზრდილი ხახვი - 1 დიდი თავი ნიორი-2 კბილი ბეკონი - 3-4  ფირფიტა გოგრის თესლები - 1 მუჭა წითელი წიწაკა (ჩილი ან

გოგრის ფუნთუშები

რამდენი გემრიელი რამის მომზადება შეიძლება გოგრით: პური, წვნიანი, ნამცხვარი, ფუნთუშები, რაგუ, რიზოტო...  გეცოდინებათ ძალიან სასარგებლო რომაა, მაგრამ  ცარიელი გოგრის ჭამა ხანდახან მოსაწყენი ხდება.  დღეს ძალიან გემრიელი ფუნთუშების რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც გოგრის უტილიზაციის მიზნით მოვამზადე. თუ კალორიებს არ ებრძვით, მაშინ აუცილებლად სცადეთ :) 200 გ ნაღები 35% 1 კვერცხი 1 ფორთოხლის ცედრა 1.5 ჩ.კ. საფუარი 80-100

გოგრის კატლეტი

გოგრა ძალიან სასარგებლო და გემრიელი ბოსტნეულია. მისგან უამრავი რამის მომზადება შეიძლება: სუპები, ნამცხვრები, , ტკბილი და არა ტკბილი კერძები. ერთხელ კატლეტიც ვცადე და საკმაოდ კარგიც გამოვიდა. თუ გოგრა გიყვართ, სცადეთ, იქნებ თქვენც მოგეწონოთ :)1 კგ დაჭრილი და გაფცქვნილი გოგრა2 კვერცხი2-3 ნაჭერი პური (ან პური+ საფანელი)1 კონა ოხრახუში1-2 ხახვიმარილი, პილპილი, პაპრიკაუმი

Top