თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ბროწეული"

კალმახი ფოლგაში

დღეს ხარებაა და როგორც ამბობენ, ამ დღის მენიუ თევზისაა. ეს არის ფოლგაში შემწვარი კალმახი. კარგად გარეცხილ და შემდეგ ხელსახოცით შემშრალებულ კალმახს ორივე მხრიდან და შიგნიდან მოვაყარე მარილი (მსხვილი) და დავალაგე ფოლგიან "ჟარონაზე ". მოვიწყვე შუაზე გაჭრილი პომიდორი, რამდებიმე კბილი ნიორი, როზმარინი, ბულგარული წიწაკა და ლიმონის ნაჭრები. მოვასხი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბროწეულის მზა წვენი

ბატკნის ხაზანი – სომხური კერძი ღვინითა და ბროწეულით

დაახლოებით ერთი წლის წინ აქ კალიფორნიაში არაჩვეულებრივი სომეხი გოგო გავიცანი, ლაურა, თბილისიდან. როგორც აღმოჩნდა, თურმე, რატატუის კითხულობს ხოლმე :) ლაურა მთიულების რძალია და ხინკლის მომზადების რამდენიმე საიდუმლოც გამიზიარა, დედამთილისგან ნასწავლი. მაგალითად ის, რომ ხინკალს ქონდარს ამატებენ და ღმერთო, რომ იცოდეთ როგორ უხდება! ვაღიარებ, ქონდრის დამატება არ მომფიქრებია და არც ვიცოდი,

კუსკუსის სალათა ბოსტნეულით – ძალიან მარტივი და გემრიელი

წლების წინ, ჩემი პირველი შეხვედრა კუსკუსთან წარუმატებად დასრულდა. მაშინ ვიფიქრე რომ ეს ყველაზე უგემური რამ იყო, რაც კი მანამდე მეჭამა! დიდხანს ვიყავით ასე უბრად მე და კუსკუსი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ერთი შანსი კიდევ მიმეცა: მისგან  ყველაზე მარტივი  და ცნობილი სალათა მოვამზადე. ეს სალათა ზაფხულში შესანიშნავი საჭმელია. ასევე გამოდგება გარნირად ხორცეულთან. საოცრად

ბრინჯის სალათა ბროწეულით, ნაიჯელა ლოუსონის რეცეპტით

ეს რეცეპტი ნაიჯელას საშობაო კერძების წიგნიდან გახლავთ.  ნაიჯელა გვირჩევდა, ამ გზით მოგვეხდინა საშობაო სადილიდან შემორჩენილი ინდაურის ხორცის უტილიზაცია. მე ინდაურის ნაცვლად შემწვარი ქათმის ხორცი გამოვიყენე, დანარჩენი რეცეპტის მიხედვით გავაკეთე. ერთს დავამატებ - ბროწეული არ დაინანოთ, ძალიან უხდება. 200 გ ბრინჯი ბასმატი 200 გ ქათმის ხორცი, მოხარშული ან შემწვარი (წინა სადილიდან

ბროწეულის ლიმონათი ქინძით

მართალია, ძალიან, ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ მერწმუნეთ, უგემრიელესი ლიმონათია.  პირველად მერიკოსთან გავსინჯე რესტორანში, როცა რუსთავი 2- ში მიგვიწვია და დეტალების შესათანხმებლად ვესტუმრეთ.   მისი ზუსტი რეცეპტი არ ვიცი, ეს მიახლოებით მოვამზადე და ძალიან მომწონს. შესაძლოა მერიკო სხვანაირად ამზადებს.   ჩვენი ოჯახის ერთ მეგობარს რომ გავასინჯე, ჯერ დაეჭვებით ჩამეკითხა რა უცნაური

პაშტეტი ბროწეულის ჟელეთი

ძალიან მიყვარს პაშტეტი, განსაკუთრებით დაბრაწულ ტოსტებთან ერთად. ვთვლი რომ სახლში მომზადებული უფრო გემრიელიცაა და უფრო ჯანსაღიც, ამიტომ ხშრად ვაკეთებ სხვადასხვა ინტერპრეტაციებით.   პაშტეტის ერთი რეცეპტი ალუბლის ჟელეთი უკვე დევს ბლოგზე, თითქმის იგივეა ამჯერადაც, მხოლოდ ბროწეულით.   აქ დაკლიკეთ და მეორე ვარიანტს ნახავთ. ერთ იდეასაც მოგაწვდით: ღვიძლის ნაწილი შეგიძლიათ ფილეთი ჩაანაცვლოთ. შედეგად მიიღებთ უფრო ნაზ პაშტეტს,

Top