თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ბოსტნეული"

სახლი მადათოვზე

ამჯერად ჩემს ობიექტივში „სახლი მადათოვზე“ მოხვდა, ახლად გახსნილი რესტორანი ძველ პლეხანოვზე (აღმაშენებლის 23). რა მომეწონა? მოდიფიცირებული კერძები ქართული სამზარეულოდან, საინტერესო და ჯანსაღი დესერტები. უფრო დეტალურად კი, აღნიშვნის ღირსია იხვის ტოლმა, რომელსაც ჩემდა გასაკვირად, ჩვეულებრივი ვაზის ფოთლის ტოლმის გემო აქვს, ოდნავ მშრალ ხორცს თუ არ ჩავთვლით. თან, ცოტა არ იყოს და, ცოტააა. ხაჭაპური კეცზე,

ბოსტნეულის ვრეფები ლავაშში

დღეს ვამზადებთ ბოსტნეულის ძალიან გემრიელ, ჯანსაღ და ხრაშუნა ვრეფებს (wrap - ხვეულა). ამისთვის თქვენ მაქსიმუმ 30 წუთი და ათიოდე ლარი დაგჭირდებათ (გასათვალისწინებელია ბოსტნეულის ცვალებადი ფასი სეზონების მიხედვით, ზაფხულში 4-5 ლარზეც ჩამოხვალთ). 5 ცალი საშუალო ზომის ვრეფისთვის დაგვჭირდება - 1 ცალი სომხური ლავაში ან 5 ცალი ტორტილას ფირფიტა - 2 ცალი კიტრი - 1 ცალი წითელი

სხვანაირი ყიყლიყო

ეს რეცეპტი ისეთი მარტივია, კარგა ხანს ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა გამოქვეყნება. თუმცა, დამწყებებს გამოადგებათ, გემრიელია, ზომიერად კალორიული და სასარგებლოც. თან ჩემსავით თუ დრო არ გყოფნით და სულ გეჩქარებათ, ნამდვილი მისწრებაა. მაშ ასე, ყიყლიყო. ცოტა მოდიფიცირებული ვერსიით :) ავიღოთ ორი კვერცხი (ან რამდენიც გშიათ იმდენი) ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან და თუ გნებავთ, პილპილთან ერთად. შემდეგ

ლაჰმაჯუნი – თურქული ფასტ-ფუდი

ლაჰმაჯუნი თურქული ფასთ-ფუდია,  ერთგვარი თურქული პიცა.  თუ თურქეთში ყოფილხართ, აბათ გასინჯულიც გექნებათ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი. ერთ საშუალო ლაჰმაჯუნს სჭირდება დაახლოებით 130 გ საფუვრიანი ცომი გულსართი: 300 გ ფარში 2 ცალი დიდი წვნიანი  პამიდორი 1 ხახვი მარილი და პილპილი ოხრახუში 1 კბილი ნიორი შეიძლება დაემატოს ცოტა ტომატის პასტაც თუ თხლად გადაუსვამთ ცომს, ამ ფარშით გამოდის დაახლოებით 9-

სოკოს კრემ-სუპი

კრემ-სუპები შესანიშნავი გამოგონებაა! გარდა იმისა რომ მარტივია, სწრაფად მზადდება და გემრიელია. ჩემი ორი ფავორიტია სოკოს და ისპანახის კრემ-სუპი.  თუ გაქვთ თავისუფალი 30 წუთი, ამ შესანიშნავი სუპის მომზადება ნამდვილად ღირს. ერთი ფინჯანი სუპი მშვენივრად ანაყრებს და ამავდროულად მსუბუქია, რაც ზაფხულში მნიშვნელოვანია. 250 გ სოკო 150 მლ ნაღები 10-20% 2-3 კარტოფილი 1 პატარა სტაფილო 1.200-1.400 წყალი კამა მარილი, პილპილი 1

პასტა ფუზილის გრილი სალათი

ეს სალათი პირველად ჩემმა მეგობარმა მომიმზადა და გამაცნო როგორც გერმანული სალათი.  სალათის მეგობრისეულ ვერსიას ასევე ჰქონდა წვრილად დაჭრილი ძეხვი და მაიონეზი.  მე ამ ორი ინგრედიენტის გამოკლებით მოვამზადე, თუმცა თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ძეხვი ან ქათმის ხორცი, ასევე მაიონეზი ან შეკმაზული არაჟანი. სალათის მომზადება ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ერთი შეკვრა (500 გრამი)

ცივი საზაფხულო სუპი

ეს სუპი მარტივი, სწრაფი, გემრიელი და მსუბუქი საზაფხულო კერძების კატეგორიიდანაა. არც ბევრი ინგრედიენტები დაგჭირდებათ და არც დიდი ძალისხმევა. დაგჭირდებათ: კარტოფილი - 3 დიდი ან 4 საშუალო პომიდორი - 4 ც კიტრი - 4 ც წითელი პაპრიკა (ბულგარული წიწაკა) - 2 ც მწვანილი (ქინძი, მწვანე ხახვი, ოხრახუში) მარილი, ხმელი წითელი წიწაკა, წყალი ბლენდერი პირველ რიგში კარტოფილი გათალეთ და პატარა ნაჭრებად

ოსპი ფრანგულად

ყოველთვის ვცდილობდი ოსპი შემეყვარებინა, მაგრამ ვერა და ვერ დავუმეგობრდი. სხვადასხვა რეცეპტებით ვამზადებდი ყოველთვის, ცუდი მართლაც არ იყო, მაგრამ მეორედ ჭამა აღარ მინდებოდა.  ეს წვრილი, ფრანგული მწვანე ოსპი განსაკუთრებით გემრიელია.  უფრო ნაზი გემო აქვს და რაღაც უფრო მომწონს :)    ფრანგები ამ ოსპს ხორცით ან ძეხვეულით ამზადებენ, ბოსტნეულთან ერთად.  მე ხორცით

Cole slow -კოულ სლოუ ზამთრის სალათა ბოსტნეულით

ეს ძალიან სასარგებლო, ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი სალათაა. განსაკუტრებით გემრიელია ხორცეულთან ერთად, მაგრამ დამოუკიდებელ კერძადაც შეგიძლიათ მიირთვათ. ½ თავი წითელი კომბოსტო ½ თავი თეთრი კომბოსტო  (საშუალო ზომის თავები) 2 სტაფილო 1 კონა ოხრახუში 1 კონა კამა 1 ჩ.კ მარცვლოვანი მდოგვი 150 გ  სახლის მაიონეზისა და არაჟნის ნარევი, ან  მხოლოდ არაჟანი ½ ლიმონის წვენი 1 კბილი ნიორი მარილი პილპილი შეგვიძლია დავამატოთ თხლად დაჭრილი

ოსო ბუკო ბოსტნეულით

ამ გემრიელი იტალიური კერძის მოსამზადებლად არტალას ნაჭრებია საჭირო, ტვინიანი ძვლით.  არსებობს რეცეპტები ბოსტნეულით და მის გარეშე.  ოსო ბუკოს მილანური ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულზე   იხილოთ.   ამჯერად ბოსტნეულიან ვერსიას შემოგთავაზებთ. ორივე მათგანია ძალიან გემრიელია :)   1 კგ არტალას ნაჭრები (დაახლოებით 4 ცალი) 400 მლ (1 ქილა) დაჭრილი პამიდორი საკუთარ წვენში 3 სტაფილო 120 მლ თეთრი

ოსპის სალათა

ოსპი ძალიან სასარგებლო მარცვლეულია. მას ადრე ღარიბების ხორცს უწოდებდნენ, რადგან დიდი რაოდენობით ცილას და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, ამასთანავე ნოყიერია და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს. მეც ვცდილობ ხშირად ჩავრთო ჩემს რაციონში, სხვადასხვანაირად მოვამზადო, გავხადო უფრო გემრიელი, რადგან, უნდა ვაღიარო, მაინც და მაინც არ ვგიჟდები მის გემოზე :D   1 ჭ ყავისფერი ოსპი (ჭიქა=

რულეტი ბოსტნეულით და ორაგულით

ასეთი ფასტ-ფუდი ჩემი ბოლო დროის აკვიატებაა. ლავაშებში ნაირ-ნაირ ბოსტნეულს, თევზს, ქათმის ან საქონლის ხორცს, ლორს ვახვევ და სრაფი  სადილი მზადაა. ნაყიდს ათასჯერ სჯობს - ყოველთვის ახალ ბოსტნეულს ვდებ , სოუსად არ ვიყენებ  მაიონეზს, მით უფრო ნაყიდს. ამ პროდუქტზე საერთოდ უარი ვთქვი და არასოდეს ვყიდულობ. მწვანილიან-ნივრიანი  არაჟნით, ჩემს მიერვე დაყენებული არომატიზებული

Top