ბლინი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ბლინი"

სირნიკები ანუ ხაჭოს ბლინები – უგემრიელესი საუზმე

უკვე შუაღამეა, მე კი თქვენთვის ამ გემრიელ პოსტს ვწერ :)  იქნებ დილით საუზმედ სწორედ ეს უგემრიელესი "სირნიკები" მოისურვოთ (რაც თავისთავად შესანიშნავი იდეაა!) და რეცეპტიც მზად დაგხვდებათ. მერწმუნეთ, თუ ხაჭო არ გიყვართ, ასეთი საუზმე მაინც ძალიან მოგეწონებათ - თქვენ მხოლოდ გასინჯეთ! ერთადერთი, რაც ამ რეცეპტის ნაკლიცაა და ღირსებაც ერთდროულად, არის ცომში "მანის"

კარტოფილის მაჭკატები ან გნებავთ – ოლადები არაჟნით

ხომ ძალიან საყვარელი სიტყვაა მაჭკატები? თუ ბავშვობაში ასტრიდ ლინდგრენის წიგნები გიყვარდათ (და ალბათ გიყვარდათ კიდეც, აბა ისე როგორ?), აუცილებლად გემახსოვრებათ მურაბიანი მაჭკატები :) ეს რეცეპტი განსაკუთრებით კარგია წინა დღის სადილიდან მორჩენილი კარტოფილის პიურის უტილიზაციისთვის. დაახლოებით 2 ულუფა გამოდის, მაგრამ თუ ძალიან გშია, შეიძლება მხოლოდ ერთი გამოვიდეს ;) 400გ კარტოფილი (მოხარშული და დაჭყლეტილი) 1

ბლინები შვრიით – შესანიშნავი საუზმე

შვრია ჩემთვის იდეალური საუზმეა. უკვე 9 წელია, ყოველ დილით მივირთმევ შვრიის ფაფას თაფლით.  ჩემგან განსხვავებით, ჩემს შვილებს ზოგჯერ ბეზრდებათ ასეთი საუზმე და უარს აცხადებენ მის ჭამაზე.  ამიტომ გადავწყვიტე მიწოდების ფორმა შემეცვალა. მათ საყვარელ ბლინებში (აქ ალბათ კიდევ მეტყვის ვინმე, რომ ამას ბლინი კი არა ოლადები ჰქვია ;) ) შვრია და

სიმინდის ბლინები

გემრიელ და მარტივად მოსამზადებელ საუზმეს რა სჯობს, მაგრამ ხომ არის მომენტები, იდეები რომ შემოგელევა და აღარ იცი რა შესთავაზო საყვარელ ადამიანებს?  ზოგჯერ, დილაობით, სანამ ვფხიზლდები, ვწესრიგდები და აზრზე მოვდივარ, სამზარეულოში შესვლამდე ვფიქრობ ხოლმე რა მოვამზადო საუზმედ. ვიხსენებ სადღაც ნანახ მადისაღმძვრელ ფოტოებს,სადღაც ამოკითხულ რეცეპტის ფრაგმენტებს, შემდეგ ჩემი მაცივრის თაროებს შევათვალიერებ და

ალუბლიანი ბლინები (მაჭკატები)

ალუბლიანი ყველაფერი მიყვარს. მიმაჩნია, რომ მარწყვთან ერთად, ალუბალი ერთ-ერთი საუკეთესო ხილია დესერტებისთვის.  ალუბლიანი კექსი, ღვეზელები, ნაყინი, სორბე, შოკოლადთან კომბინაციები არაჩვეულებრივია. ძალიან რომ არ მცხელოდეს, დღეს ალბათ ალუბლიან კექსს გამოვაცხობდი, მაგრამ მოვერიდე ღუმელის ჩართვას და უფრო მარტივად გადავწყვიტე დესერტის პრობლემა. ალუბლიანი ბლინები გამოვაცხე. ინგრედიენტები: 2 კვერცხი 100 გ ხაჭო 4 ს.კ (სავსე) არაჟანი) 80-100 გ შაქარი

ფიდელ კასტროს საყვარელი ბლინები

სწორედ ასე გაგვაცნო ეს რეცეპტი  რომელიღაც კულინარიულ გადაცემაში ავტორმა.  მაშინვე დავინტერესდი, მაინც რა იყო ამისთანა, თვით ფიდელ კასტრო რომ აღიარებს საყვარელ დესერტად : D გეტყვით, რომ ძალიან ადვილი მოსამზადებელია. ანანასს თუ არ ჩავთვლით, ჩვეულებრივი  ბლინებია. ინგრედიენტები: 1 ჭ ფქვილი 1 კვერცხი 120 გ რძე 1-2 ს.კ შაქარი ანანასის კომპოტი ცოტა სოდა ან გამაფხვიერებელი (სოდა ყოველთვის გამაფხვიერებლის ნახევარი დოზა

Top