თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ბისკვიტი"

ხაჭოს კრემიანი რულეტი დედაჩემის მოტანილი ჟოლოთი

დიდი ხანია თქვენთვის ტკბილეული აღარ შემომითავაზებია. დღეს ჩემი "რეცეპტების რვეული"  მოვქექე და ეს გემრიელი დესერტი შევარჩიე გამოსაქვეყნებლად.  ეს რულეტი ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას მოვამზადე, დედაჩემის მოტანილი უგემრიელესი, სურნელოვანი ჟოლოთი.  მას ხომ ყველაფერი საუკეთესო ყოველთვის ჩემთვის ჰქონდა გადანახული ...  ამიტომ  ეს პოსტი სწორედ მას მინდა მივუძღვნა, საუკეთესო ადამიანს ჩემს ცხოვრებაში!   მაშ ასე,

ბისკვიტი ატმით და ნუშით

ალბათ შეამჩნევდით, ბლოგზე ძველებურად ვეღარ ვაქტიურობ. ან იქნებ ვერც შეამჩნიეთ და მე მგონია ასე... :D საქმე ისაა, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და თბილისიდან შორეულ კალიფორნიაში გადმოვბარგდით. თუ ოდესმე მსგავსი გამოცდილება გქონიათ, ალბათ იცით, რამდენ ენერგიას მოითხოვს ეს პროცესი.  ახალ ქვეყანასთან, ხალხთან, გარემოსთან, საკვებთან შეგუება არც ისე ადვილია,

შოკოლადის მსუბუქი ბისკვიტი მინანქრით და ხილით

"Life is short. Eat dessert first" Jacques Torres. მეც სწორედ ასე ვფიქრობ, როგორც პატივცემული ბატონი ტორესი და არასოდეს ვამბობ უარს არც ერთ დესერტზე, რომელსაც ცხოვრება მთავაზობს :)  ჯულია ჩაილდის პერიფრაზს თუ გავაკეთებ, დიეტაზე  მანამდე ვარ, სანამ ნამცხვარი გამოცხვება :D დღევანდელი დესერტი ერთდროულად ადვილიცაა და ძალიან გემრიელიც. კრემის წასმაც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც მოვერიდე ზედმეტ

ტორტი პანჩო – უგემრიელესი დესერტი არაჟნის კრემით და ჩირებით

დღევანდელი ახალი რეცეპტი გახლავთ ტორტი "პანჩო". თავიდანვე გეტყვით, რომ მისი გაკეთება ნამდვილად ღირს და ძალიან გემრიელია. თუმცა ვიზუალი მაინცდამაინც არ გამოირჩევა დახვეწილობით. ჩვეულებრივი ტორტებისგან განსხვავებით ამ ტორტის ბისკვიტი იჭრება კუბებად და შემდეგ უნდა ავაწყოთ მომრგვალებული , ცოტა პირამიდის მსგავსი დესერტი. როცა ამ ტორტს მეორედ გავაკეთებ, ჩვეულებრივ ფენებად გავჭრი და ისე

ლუდისა და შოკოლადის ტორტი – წარმატებული ექსპერიმენტი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლუდით ტორტის მომზადებაც შეიძლება. ძალიან გემრიელი, არომატული და ნოტიო ბისკვიტი გამოდის. საუკეთესო შედეგისთვის მუქი ლუდი სჯობს, მაგრამ ღია ფერისაც გამოდგება.  თუ სახლში წუნია და პრეტენზიული ხალხი გყავთ, აი იმ ტიპის "ლუდს ტორტში რა უნდა", "ეს რა უნდა იყოს", "ამისთვის პროდუქტებს არ გავაფუჭებ" და ა.შ.  სულაც

ტორტი ჟოლოთი და ლიმონის კრემით

ივნისის ბოლოს ჩემი გოგონა ბებიასთან ერთად წყალტუბოს ერთ-ერთ სანატორიუმს სტუმრობდა.  ეს ტორტი მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოვამზადე, რადგან ტკბილეული ძალიან უყვარს და მინდოდა გამეხარებინა.  ლიმონის არომატი ტორტს ძალიან მოუხდა, გემო გამოაცოცხლა, სიგრილე და სიმსუბუქე შემატა, არატრადიციული და განსხვავებული გახადა :) ბისკვიტისთვის: 3 კვერცხი 150 გ შაქარი 100 გ ფქვილი 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 3 ს.კ გამდნარი კარაქი მწიკვი მარილი ნაღების

ტორტი ტირამისუ

ეს იყო ტორტი, რომელიც ჩემმა სტუმრებმა თვალის დახამხამებაში გააქრეს და ყველაზე გემრიელ ტორტად აღიარეს :)  ამ შეფასებას მეც ვეთანხმები, მართლაც სასწაულად გემრიელი ტორტია და მისი საიდუმლო მასკარპონეს კრემშია!  ეს კრემი ჩემი ფავორიტი გახდა, უბრალოდ არაჩვეულებრივია! ფოტოები ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, ღამით გადავიღე და ძალიან ვჩქარობდი. ბისკვიტი 6 კვერცხი 225 გ შაქარი 225 გ ფქვილი 2 ს.კ

ტრაიფლი

განახლებულ ბლოგზე პირველად დესერტის გამოქვეყნება ვარჩიე :)  ხომ ძალიან ლამაზია აქაურობა? მე ძალიან მომწონს!  მადლობა ეკას, რომ  ამხელა შრომა გასწია! მალე ყველა ფუნქცია სრულყოფილად აღდგება და კიდევ უფრო შეგიყვარდებათ აქაურობა :) ტრაიფლი მარტივი და სწრაფი დესერტის სახეობაა,რომელიც სამი ფენისგან შედგება და სახელიც აქედან მოდის.  ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი მომზადება სხვა

ნაზი ბისკვიტი მოცხარით

ყველას მოგესალმებით :) მე ისევ ტკბილეულით მოვედი... ამჯერად ბისკვიტს გთავაზობთ, რომელიც შეგიძლიათ კექსის მსგავსად მიირთვათ ჩაისთან, ან ტორტში გამოიყენოთ. ცხიმის შემცველობის გამო ბისკვიტი აღარ არის ისეთი მშრალი,როგორიც კლასიკური, ტრადიციული და ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი, ამავდროულად კი ინარჩუნებს სინაზეს და ძალიან ფაფუკი რჩება. ჩემი აზრით დანამვაც არ დასჭირდება,თუმცა თუ ინგრედიენტების გაზრდა მოგიხდებათ, ტორტის

Top