თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ბარდა"

ბრინჯი ბოსტნეულით და კარის ფხვნილით

ეს კერძი არაჩვეულებრივი გარნირია ქათმის ხორცისთვის, მაგრამ მის გარეშეც შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც დამოუკიდებელი კერძი.  კარის ფხვნილი თუ არ გიყვართ ან არ გაქვთ, უიმისოდ  მოამზადეთ, თუმცა ის ულამაზეს ყვითელ ფერს და დამახასიათებელ არომატს აძლევს.  კარის ფხვნილი (არსებობს კარის პასტაც) გახლავთ რამდენიმე სუნელის ნაზავი, თუმცა დამახასიათებელ ფერს და არომატს აძლევს მთავარი ინგრედიენტი კურკუმა.

კალმახი ბოსტნეულით – ჯანსაღი, სასარგებლო და გემრიელი

ასე მომზადებული კალმახი განსაკუთრებით მიყვარს და მეგემრიელება. ჯერ ერთი, მარტივია, მეორეც - ჯანსაღი. და რაც მთავარია - ძალიან გემრიელი. ბოსტნეული ხრაშუნა და ხასხასა რჩება, თევზი წვნიანია და არომატით გაჟღენთილი. ბოსტნეულს სხვადასხვას ვიყენებ, იმის მიხედვით, რაც მაცივარში მაქვს: ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი, ბროკოლი, ბარდა, მწვანე ლობიო, სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, ლიმონიც აუცილებლად.  განსაკუთრებით

ბარდის სუპი პიტნით

რამდენი ხანია რაიმე გემრიელი წვნიანის რეცეპტი აღარ დამიდია აქ :)  ეს რეცეპტი ერთი კულინარიული წიგნის მიხედვით მოვამზადე, რომელიც მცირე რაოდენობის ინგრედიენტებისგან მარტივი კერძების მომზადებას ეძღვნება. მოკლედ, მათთვისაა, ვისაც ქურასთან დიდხანს დგომა და ბევრი ბოსტნეულის ჭრა არ ხიბლავს :) აქვე დავამატებ, რომ ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემმა წუნიამ დამატებაც კი მოითხოვა

ბარდა-ბროკოლის სუპი

ამ სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:✔ 400-500გ ზღვის კოქტეილი ✔ 400 გ ბროკოლი ✔ 1 დიდი კარტოფილი ✔ 100-150 გ ბარდა დაკონსერვებული (ცოცხალიც შეიძლება, რა თქმა უნდა) ✔ 1 ხახვი ✔ 100 მლ ნაღები დაბალ %-იანი ✔ მარილი, პილპილი, 1 კონა ოხრახუში და რამდენიმე მწვანე ხახვი ✔ 750 მლ წყალი გაყინული ზღვის პროდუქტი გაალღვეთ და ზედმეტი წყლისგან დაწურეთ, სქელძირიან ქვაბში

Top